Author's POV
უკვე ერთი კვირა გავიდა იმ დღის შემდეგ. ჯიმინს თითქოს იმედი გაუქრა, იმის რომ იუნგისთან იქნებოდა როდესმე.
ყველანაირად ცდილობდა, რომ უფრო შორს ყოფილიყო მისგან და აღარ ყოფილიყო ისეთი როგორც ადრე. და ამაში რათქმაუნდა თეჰიონი ეხმარებოდა.
თუმცა რათქმაუნდა ადამიანს ასე მალე ვერ დაივიწყებ. ჯიმინს ისევ ისე ძლიერად უყვარს იუნგი მაგრამ სხვა გზა აღარ აქვს. მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ ასე მოიქცეოდა.თუმცა იუნგიზე იგივეს ვერ ვიტყოდით. ის თავს უცნაურად გრძნობდა, როცა ყოველ დღე ვერ გრძნობდა ჯიმინის სითბოს. როცა ყოველ დღე არ აწუხებდა ჯიმინი მისი ღიმილით და თავისი სისაყვარლით. თითქოს რაღაც აკლდა მაგრამ ამას თავის თავს ვერ უტყდებოდა. არა, მას არ უყვარდა ჯიმინი. უბრალოდ მიჩვეული იყო მის სითბოს და ყურადღებას.
***
- ჯიმინ გთხოვ!! - ლეკვის თვალებით შეხედა თეჰიონმა. თუმცა ჯიმინმა კვლავ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- არ მინდა თეჰიონ.
- ჯიმინ უბრალოდ შეხვდი, და თუ არ მოგეწონება არ დაგაძალებ გპირდები.
- თეჰიონ.. - ამოიოხრა ბიჭმა.
- გთხოვ, დამიჯერე ძალიან საყვარელი და კარგი ბიჭია.
- თავს არდამანებებ ხო?
თეჰიონმა გააქნია თავი უარყოფის ნიშნად და შემდეგ გაიღიმა როცა ჯიმინი დათანხმდა.
- ძალიან კარგი! ახლა კი ტანსაცმელს შეგირჩევ 1 საათში აქ იქნება.
- რა?! უარი რომ მეთქვა?
- ვიცოდი რომ ბოლოს დაგითანხმებდი! - სულელურად ჩაიცინა და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო.
ამ დროს კარების ხმა გაისმა და იქიდან ჰოსოკი გამოჩნდა.
- რას აკეთებთ?
- ჯიმინი პაემანზე მიდის და ამისთვის ტანსაცმელს ვეძებ. - ისე თქვა რომ წამითაც არ მოუშორებია ტანსაცმლისთვის თვალი და არ შეუხედავს კართან მდგომებს.
YOU ARE READING
Hope -Yoonmin
Romanceჯიმინს იუნგი უყვარს, ის კი ყურადღებასაც არ აქცევს. სტკენს. ატირებს. ეუხეშება. მაგრამ ჯიმინი მაინც არ წყვეტს მის სიყვარულს.