მთელი დღის განმავლობაში ჯიმინს ან ეძინა ან ფილმებს უყურებდა. მოწყენილობისგან არ იცოდა რა ექნა. ახლაც მდივანზე ზის და ტელევიზორს უემოციოდ უყურებს, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. ფეხზე წამოდგა და კარის გასაღებად წავიდა. მას გაუკვირდა როცა კარებთან ჰოსოკი და მინჰო ერთად დაინახა.
- ჯიმინ როგორ ხარ? - გაისმა ჰოსოკის ხმა. -თეჰიონმა მითხრა, რომ ცუდად იყავი, გუშინაც მინდოდა წამოსვლა მაგრამ ვერ მოვახერხე.
- ახლა უკეთ ვარ. შემოდით. - ამბობს და კარს შორდება.- თქვენ ერთად რაგინდათ? - მაინც ვერ მოითმინა და კითხა ახლა უკვე სახლში შესულ ბიჭებს. მათ სახეზე წამით დაბნეულობა აისახა და ერთმანეთს შეხედეს.
- მეც შენთან მოვდიოდი და აქვე შევხვდით ერთმანეთს. - სწრაფად ამბობს მინჰო და მდივანზე ჯდება. ჯიმინი წარბს წევს და ორივეს ეჭვის თვალით უყურებს?
- რა? - კითხა ჰოსოკმა და მანაც მინჰოს გვერდით დაიკავა ადგილი.
- არაფერი. - ჩაიცინა და ისიც ჩამოჯდა.
- ლუდი გინდა? - ჰოსოკმა მინჰოს შეხედა და ფეხზე წამოდგა. მანაც თავი დაუქნია და გაუღიმა.
- მე არ მკითხავ? - ჰკითხა ჯიმინმა, როცა დაინახა სამზარეულოში მიმავალი ჰოსოკი.
- შენთვის არ შეიძლება. - თქვა და სამზარეულოში გაუჩინარდა, თუმცა 2 წამში გამოჩნდა ორი ლუდის ბოღმით ხელში. ერთი მინჰოს დაუდო, მეორე კი თვითონ დაიჭირა ხელში და მოსვა.
- გავიგე შენ და იუნგი მარტო იყავით გუშინ, ხო მართლა ახლა სადაა? - იკითხა ჰოსოკმა და ჯიმინს შეხედა.
- ხო ვიყავით. თავის მეგობრის, ჰანას სანახავად წავიდა. - მოწყენილმა თქვა.
- და რა მოხდა გუშინ სახლში? - უცებ გადაიტანა თემა ჰოსოკმა და ეშმაკურად შეხედა მას. ჯიმინსაც გაეღიმა და ყველაფრის მოყოლა დაიწყო. დასრულებისთანავე ორივე ბიჭმა ერთად წამოიძა.
YOU ARE READING
Hope -Yoonmin
Romanceჯიმინს იუნგი უყვარს, ის კი ყურადღებასაც არ აქცევს. სტკენს. ატირებს. ეუხეშება. მაგრამ ჯიმინი მაინც არ წყვეტს მის სიყვარულს.