მზის სხივები დაუკითხავად იჭრება ოთახში და ჯიმინი იძულებული ხდება თვალები გაახილოს.
ის თვალების გახელვისთანავე იღიმის. მას ხომ იუნგი დაესიზმრა. ესეც კი საკმარისია იმისთვის, რომ ჯიმინი მთელი დღე ბედნიერი იყოს.
ის სწრაფად წამოდგა ფეხზე. მისი დიდი პიჟამოებით სააბაზანოში გავიდა, წყალი სწრაფად გადაივლო, გაემზადა და ქვევით ჩავიდა.
- დილამშვიდობისა! - მხიარულად წამოიძახა ჯიმინმა და მოუთმენლად გადახედა ყველას იუნგის დანახვის მოლოდინში.
თუმცა იუნგი იქ არ იყო.- დილამშვიდობისა ჯიმინ,- ღიმილით მიესალმა ჯინი და გაუღიმა - მოდი დაჯექი, ისაუზმე. - უთხრა და ცარიელ ადგილას ანიშნა.
- იუნგი ჰიონი არ ჩამოსულა? - იკითხა ჯიმინმა და უცნაურად მომზიმარე ჰიონებს შეხედა. - წავალ დავუძახებ!
-არა ჯიმინ, მოიცადე! - დაუძახა ჰოსოკმა მაგრამ ჯიმინი უკვე კიბეებზე არბოდა.
ის იუნგის ოთახიდან გაჩერდა და ღიმილით შეაღო კარები.
- იუნგი ჰიონ საუზმ..- სიტყვა გაუწყდა და ღიმილი მაშინვე გაუქრა, როცა დაინახა როგორ ესვა კალთაში ვიღაც გოგო და კოცნიდა.
ხმაზე ორივემ მისკენ გაიხედა.- რა გინდა ჯიმინ?!
- მ..მე მინ.. - დაბნეული ლუღლუღებდა თუმცა სწრაფად მოეგო გონს. ამოიოხრა და გაიღიმა. - მინდოდა მეთქვა, რომ საუზმე მზადაა და ჩამოდით.
ამის თქმისთანავე სწრაფად გამოხურა კარები. ღიმილი წამებში გაუქრა. ცრემლები მოადგა, თუმცა თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და თავს არ მისცა უფლება ეტირა.
კარებს მოშორდა და სამზარეულოში დაბრუნდა.
- ჯიმინ კარგად ხარ? - შეწუხებული ხმით კითხა თეჰიონმა.
- ყველაფერი კარგადაა. იუნგი ჰიონი მალე ჩამოვა. - თქვა და სკამზე ჩამოჯდა.
ყველა გაჩუმდა და მას ადევნებდნენ თვალს, რომელიც ჩუმად იჯდა და უემოციოდ დაჰყურებდა საუზმეს.
ეს სიჩუმე იუნგის შემოსვლამ დაარღვია.
- დილამშვიდობისა.- თქვა ხმამაღლა და ცარიელ სკამზე ჩამოჯდა, ჯიმინის წინ. თუმცა არავინ გასცა ხმა.
ჯიმინმა შეხედა და გაუღიმა.
- დილამშვიდობისა ჰიონ.
იუნგიმ თვალები აატრიალა და მას შეხედა.
- მისმინე, სანამ ოთხში შემოხვალ დააკაკუნე ხოლმე! -გაღიზიანებულმა უთხრა და საჭმელი გადმოიღო თეფშზე.
- მაპატიე..- ბიჭმა ამოილუღლუღა და თავი დახარა. შემდეგ კი ფეხზე წამოდგა. - მე წავალ, არ მშია.
-მაგრამ არაფერი გიჭამია.
- არ მინდა ჯინ ჰიონ. მადლობა.
- შენს ძუკნას არ შიოდა, იუნგი? - ჯიმინის გასვლისთანავე მიუბრუნდა თეჰიონი იუნგის და სარკაზმის კითხა.
- ნერვებს ნუ მომიშლი ბავშვო.- თვალები დაუბრიალა მან და ჭამა განაგრძო.
-როგორც შენ იტყვი. -იმავე ტონით უთხრა და ფეხზე წამოდგა. - ჩემს ოთახში წავალ, მადა დამეკარგა.
- თეჰიონ! - ჯონგუკმა შეხედა მას და თვალით ანიშნა, რომ ადგილზე დამჯდარიყო.
- რა?! -გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა.
ჯონგუკმა ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა.
- მე მივხედავ.
***
Taehyung's POV
გაბრაზებული ბოლთას ვცემდი ოთახში, როცა კარების ხმა გავიგე. ჯონგუკი იყო. თვალები გადავატრიალე და საწოლზე დავჯექი.
- რა გჭირს?!
- რა მჭირს? ვერ ხედავ როგორ იტანჯება ჯიმინი მის გამო? მას ასეთს ვერ ვუყურებ!
ის ჩემს წინ დადგა და სახე გამისწორა.
- მისმინე, ვიცი, რომ გული გტკივა მის გამო, მაგრამ რას ვიზავთ? მას იუნგი უყვარს. ჩვენ მხოლოდ მის გვერდით უნდა ვიყოთ.
ამოვიოხრე და თავი ხელებში ჩავირგე.
-პატარავ,- მან ხელები ჩამომაღებინა სახლიდან და თავი ამაწებინა,- ყველაფერი დალაგდება. - თქვა და წამიერად შეაერთა ჩვენი ტუჩები.
- მინდა, რომ ისიც ბედნიერი იყოს.
- იქნება.
- როგორ?
- რამეს მოვიფიქრებთ. ოღონდ შენ აღარ ინერვიულო. კარგი? - მკითხა და თბილად გამიღიმა.
გავუღიმე და თავი დავუქნიე. ამჯერად კი მე შევაერთე ჩვენი ტუჩები და ჩავეხუტე.
YOU ARE READING
Hope -Yoonmin
Romanceჯიმინს იუნგი უყვარს, ის კი ყურადღებასაც არ აქცევს. სტკენს. ატირებს. ეუხეშება. მაგრამ ჯიმინი მაინც არ წყვეტს მის სიყვარულს.