- გეფიცები მოვკლავ მას! - ოთახში გაისმა თეჰიონის გაბრაზებული ხმა. როდესაც ჯიმინმა ტირილით ყველაფერი უამბო.
- თეჰიონ მშვიდად. - ჰოსოკმა მას შეხედა და შემდეგ ჯიმინის დაწყნარება დაიწყო. - ესეიგი ერთად არ ხართ სინამდვილეში შენ და მინჰო ჰო?
ჯიმინმა თავი დაუქნია და ამოისრუტუნა.
- იცი ვფიქრობ იუნგიმ ასეთი რაღაც იმიტომ გითხრა, რომ იეჭვიანა მინჰოზე.
- არა მას ფეხებზე ვკიდივარ.
- არა ჯიმინ,- ამჯერად თეჰიონმა დაიწყო და ჩაფიქრდა. - იუნგის ფეხებზე, რომ ეკიდო ისიც არ დააინტერესებდა, რომ მინჰოს აკოცე.
- კი ასეა. ასე უნდა გააგრძელოთ, რომ იქნებ საბოლოოდ მოეგოს გონს.
- არ მინდა. - თავი გააქნია ჯიმინმა და ბალიში, რომელსაც ამ ხნის მანძილზე ეხუტებოდა, კიდევ უფრო მიიკრა მკერდზე.
- ნუ სულელობ.
- აღარ ვაპირებ ყოველ დღე ამის ატანას.
- მე მომწონს მინჰოს გეგმა. 1-2 კვირა იყავით ეგრე და თუ ვერ შევატყობთ იუნგის ვერაფერს მერე უბრალოდ შეწყვიტეთ თამაში. - მხრები აიჩეჩა ჰოსოკმა.
- ვეთანხმები. -მხარი აუბა თეჰიონმა. - მინჰო ძალიან კარგი ბიჭია და ამაზე უარს არ გვეტყვის, თანაც მაგის გეგმა იყო.
- კარგი.- ამოიოხრა ჯიმინმა.
- მშვენიერია, მაშინ მივწერ, რომ ხვალ მოვიდეს. - ჰოსოკის სიტყვებმა ორი ბიჭის გაკვირვებული მზერა დაიმსახურა.
- მიწერ? შენ რა ის დაიმატე?- ღიმილს ძლივს იკავებდა თეჰიონი როცა ჰოსოკის აწითლებული სახე დაინახა.
- ამ შემთხვევით შემხვდა და დავიმატე. - დაბნეულმა ამოილაპარაკა ჰოსოკმა.
- და შემთხვევით, ხომ არ მოგეწონა?- ჯიმინიც გამხიარულდა.
- ნუ სულელობთ!- ამოიბუზღუნა და მინჰოს ძებნა დაიწყო, რომ მიეწერა.
YOU ARE READING
Hope -Yoonmin
Romanceჯიმინს იუნგი უყვარს, ის კი ყურადღებასაც არ აქცევს. სტკენს. ატირებს. ეუხეშება. მაგრამ ჯიმინი მაინც არ წყვეტს მის სიყვარულს.