- მასწავლებელო, თქვენი საყვარელი პოლიტიკოსი ვინაა? - წიგნში ცხვირჩარგულმა იკითხა და ქურდულად გამომხედა.
- ჩვენი პრეზიდენტი! - ცალყბად გამეცინა - რაში გაინტერესებს?
- ისე, უბრალოდ. - ცხვირმოტეხილი კალმით რაღაც ჩაჯღაბნა რვეულში - მომატყუეთ?
ოჰ, ეს ბიჭი... ძალიან მიშლიდა ნერვებს. ისეთივე ზარმაცი იყო, როგორიც უპასუხისმგებლო, უწესო, უზნეო... სასაცილო.
- ბევრს ლაპარაკობ, იცი? - მინერალური წყალი მოვსვი - აბა, იპოვე ის ნაწილი, რომელიც გთხოვე?
- კი! - ყელი ჩაიწმინდა - "მისნის გონება გარედან სარკისებური, შიგნიდან კი ქაოტურად მოწყობილი უნდა იყოს, რათა ნებისმიერმა უცხომ, რომელიც იქ შეღწევას განიზრახავს ან მხოლოდ საკუთარი თავი, ან სულ ვერაფერი დაინახოს."
- როგორ გგონია, ეს რას უნდა ნიშნავდეს? - ნიკაპით ხელს დავეყრდენი.
- დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ, ალბათ, დაახლოებით, იმას, რომ საკუთარ თავსაც კი არ უნდა ვენდოთ ბოლომდე... - მიპასუხა და წარბი შეკრა - ვცდები?
- როგორც ყოველთვის! - ტონს ავუწიე - ეს ნიშნავს, რომ, გონების მართვამდე, ქაოსის მართვა უნდა ისწავლო!
- და ეს როგორ უნდა გავაკეთო?! - ფეხი სკამზე შემოდო.
- შეგიძლია მაგიდაზე ამოხვიდე, აქაცაა ადგილი! - ცხვირი ავიბზუე მისი ეტიკეტის შემხედვარემ.
- მემ, ვწუხვარ... - სწრაფად დამალა მუხლები მაგიდის ქვეშ - ასე მივეჩვიე...
- თითქოს მაინტერესებდეს...
- დიახ, არ გაინტერესებთ, თქვენ თქვენი წესებით ხელმძღვანელობთ!
- ზუსტად! - თავი დავუქნიე და გამეცინა.
- წინასწარმეტყველებაც შეგიძლიათ? - მომაჩერდა გამომცდელად.
- დიახ, - ტუჩები მაგრად მოვმუწე - და, აი, სწორედ ახლა ვხედავ, რომ მისანთა გამოცდებს ვერ ჩააბარებ, რადგან სახლში არასდროს მეცადინეობ!
- მემ...
- შენ ფრანგი არ ხარ, ასე ნუ მომმართავ!
- სულ რატომ მეჩხუბებით?! - გაწყრა, თუმცა მაინც ფრთხილობდა.
- იმიტომ, რომ მე მხოლოდ მათთვის ვმუშაობ, ვინც თავადაც მუშაობს საკუთარი თავისთვის! შენ კი, იმის მაგივრად, რომ სახლში იმეცადინო, ყველაფერს ჩემთან ერთად აკეთებ. ახლა ხვდები?! - წამოვწითლდი აშკარად - საშინლად მიცრუებ იმედებს! ხან რით გაგყავს დრო და ხან - რით. ფულს ტყუილად მიხდი?! დაგანებებ თავს, მაშინ!
- მაპატიეთ... - მაისურის საყელოში ჩაიკარგა - ბოდიში...
- საშინლად გამაბრაზე! - რატომღაც ტვინში სისხლი ტკივილამდე მომაწვა.
- მაგრამ, მემ...
აღარ ვუსმენდი. გარეთ ტირიფები ტიროდნენ.
YOU ARE READING
პროტაგონისტი (დასრულებული)
FantasyMomma told me: "stay away from things that aren't yours..." But was he yours if he wanted me so bad? ~ m.m