Birthday with pxq

455 99 49
                                    

"მარჯნის ქუჩაზე" მივსეირნობდი. რაზე ვფიქრობდი აღარ მახსოვს... თეჰიონზე, ალბათ. როგორ უნდა მიმეცა მისთვის მოტივაცია?! მასწავლებელი ვიყავი, ძიძა ხომ არა... თუმცა ეს მთავარი კითხვა არ გახლდათ... არა. რეალურად სხვა რამ მაწუხებდა.

რა ჯანდაბად ვერ ვაკონტროლებდი იმ ლაწირაკს?!!!!!!!!

კი არ ვნერვიულობდი, უბრალოდ მაღიზიანებდა ეს ფაქტი.

მე ელიოტთა ოჯახის უკანასკნელი შთამომავალი... მისანი... ადამიანთა გონების, სრული სივრცისა და დროის სახლის მმართველი, კიმ თვრამეტი წლის თეჰიონის შესახებ ვერაფერს ვხედავდი!

უხმოდ მივედი "ბანოვანთან".
კარი მან გამიღო.

- გილოცავთ, მასწავლებელო! - სასხვათაშორისოდ აღნიშნა.

- მადლობა... - ვიუხერხულე - წაიკითხე, რაც გითხარი?

- დიახ, - თავი დამიქნია - იქნებ, ერთი ღერი მოგვეწია?

- ერთად?!

- რა მოხდა, მერე...

- არაფერი, - სანთებელა ამოვიღე ჯიბიდან - გარეთ გავიდეთ, მაშინ.

- თქვენ შემდეგ...

გაწვიმდა. ნამიან სკამზე ჩამოვჯექით. მას შარვალი დაუსველდა და გაეცინა. მეც, რატომღაც.

- აბა, საღამოს რა გეგმები გაქვთ? - მკითხა და ნაფაზი უგემურად დაარტყა.

- არ ვიცი... მეგობრები მოვლენ, ნამცხვარს მოიტანენ, შამპანურს, ფირფიტებს...

- ფირფიტებს?! რომელი საუკუნეა?

- ოჰ... - ვიწყინე გულგრილობა - მომწონს გრამაფონი.

- უცნაურია... - ჰორიზონტს მიაჩერდა - მე ძაღლები მიყვარს.

- მეც მიყვარს...

- სხვა ცხოველებიც, თუმცა ძაღლები - ძალიან! - აღფრთოვანებით საუბრობდა - სამწუხაროდ, სახლში არ მყავს, მაგრამ, იცით, ჩემს შეყვარებულს ვუსახსოვრე ნაკეცებიანი, ფუმფულა, ოქროსფერი ლეკვი, სახელად...

ვ ი ? ! ! !

მთელი ღამე ცა ვედრებით რწყავდა ქალაქის ქუჩებს, მე კი ტორტთან ერთად ვიჯექი და ოცდაორ ჩაუქრობელ სანთელს ვუცქერდი უაზროდ.
არავინ მოსულა, რა თქმა უნდა.
არავის მოულოცავს.

პროტაგონისტი (დასრულებული)Where stories live. Discover now