არ მსურდა ჩემი ქოხის მისამართი გამეთქვა, ამიტომ შევთანხმდით, რომ უცხო წარმოშობის აზიელი ბიჭის რეტორანში შევიკრიბებოდით მეორე დღეს. თურმე, დიადი შამანების, კიმების უნიჭო შთამომავალი ყოფილა... ავიმრიზე.
გზიდანვე შევნიშნე - ვიწროკარიანი დაწესებულების წინ ატუზულიყო. გამეცინა, უფრო სავსეს და ფერ-ხორციანს ველოდი.
- შენ ხარ? - ვკითხე სასხვათაშორისოდ.
- მე ვარ. - თავი დამიქნია და გზა დამითმო.
შენობა მყუდრო და სასიამოვნო გახლდათ, მუსიკა - გულისწამღები.
- ჩაუწევ ან წავალ. - ადგილზე გავშეშდი პროტესტის ნიშნად.
- აქ მომხმარებლებს ემსახურებიან, მემ...
- მისმინე... არ მაინტერესებს. ჩაუწევ ან წავალ.
- მემ...
- მაშ, გამატარე!
- ჩავუწევ. - მოკლედ მომიჭრა და ბარისკენ გაემართა - წვენი, ყავა თუ ჩაი?
- მინერალური წყალი ლიმონით, - ვუპასუხე ისე, რომ თვალი არ მომიშორებია - აქ ვსხდებით?
- არა, ქვემოთ. კიბეს ჩაუყევით... - ლანგრით ხელში ჩემკენ გამოემართა - ანდა, ჯერ მე ჩავალ, იქ ბნელა.
- ღმერთო, რამდენს საუბრობ და რა ცოტას მოქმედებ. - საფეხურები ერთი მეორის მიყოლებით მოვიტოვე უკან - პირველი მაგიდა?
- არა, მეორე!
- რატომ მეორე?
- უბრალოდ.
- სისულელეა, ყველაფერს მიზეზი აქვს!
- ...
- თუ მომატყუებ, წარბებს გაგაცვენ!
- პირველ მაგიდასთან ნათურებია გამოსაცვლელი...
- ხელმოცარულიც ყოფილხარ. - ამოვიხვნეშე და სკამზე ჩამოვჯექი.
- თუ გულწრფელი?! - მხრებაწურული მიეყრდნო კედელს.
- უფრო სულელი.
- ან თავაზიანი! - გაიბრძოლა უშანსოდ.
- უნიათო! თაღლითი! - ცხადია, დავამარცხე.
- იქნებ, დავიწყოთ?!
- მიმითითებ?
- მე თეჰიონი მქვია...
- მე კი გერტრუდისი ვარ, დროის მმართველ ელიოტთა ოჯახის უკანასკნელი ქალიშვილი, მერე?
- მიხარია, რომ მოწაფედ ამიყვანეთ.
- ფორმალური ტონის გარეშე, - ჭიქა დავიადე - აბა, რა იცი?
- არაფერი... და თქვენ?
მომიწევდა მისთვის ყველაფერი მესწავლებინა.
KAMU SEDANG MEMBACA
პროტაგონისტი (დასრულებული)
FantasiMomma told me: "stay away from things that aren't yours..." But was he yours if he wanted me so bad? ~ m.m