Confused with pxq

407 98 18
                                    

- მე არ შემიძლია ვმართო ქაოსი, მასწავლებელო, ძალიან ვწუხვარ... - ზღურბლზე გამომეგება - არაფერი გამოდის, გულს ვერ ვუდებ...

- ღვთის გულისათვის, უბრალოდ ზარმაცი ხარ! - გამეცინა და მისი მკლავის ქვეშ გავძვერი.

- არ ვიცი რა მემართება, მე, მარტო ვერ ვმეცადინეობ... - კიბეზე ამედევნა - ვერ ვხვდები, საიდან უნდა დავიწყო ყველაფერი, რანაირად ვკონცენტრირდე...

სამ საათის ხნის განმავლობაში ვუხსნიდი განზომილებების თეორიებს, მერე კი თავად მაყრიდა სხაპა-სხუპით მონათხრობს, მაგრამ მაინც სწრაფად ეფანტებოდა გონება და ზოგჯერ სრულად უცხო თემაზე იწყებდა საუბარს...

- ტრანსგენდერები მეცოდებიან... - მაგიდის კიდეს მიაჩერდა - ჩვენ ქვეყანაში ჭირს მათი ცხოვრება... მთავარ მოედანზე სხეულს თუ არ გაყიდიან, შიმშილით ამოხდებათ სული, რადგან სხვა საქმისთვის არავის სჭირდებიან... არადა, საკუთარ თავსაც ხომ ვერ უარყოფენ, არა?! თქვენ მოგწონთ ისინი?

დაბნეული ვიჯექი. არ მსურდა, სისულელე მეთქვა, რადგან, გულწრფელად, მათზე არასდროს მიფიქრია...

- ოჰ... - აღმომხდა გაუცნობიერებლად - ვრცელი თემაა, შენ კი წიგნი გიხმობს...

- კი, მაგრამ, მასწავლებელო, მათ საშინლად ექცევიან, ჩაგრავენ, სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ... - ხმაში სევდა ჩაეღვარა - ეს არ მომწონს...

გული მომეწურა. როდის გავხდი, ნეტავ, ჩვილი?! წამით გავხედე, თავადაც მიცქერდა და მას წყლისფერი თვალები ჰქონდა...

- ხომ შეუძლიათ, ყურადღება არ მიაქციონ?! - წარბები შეიჭმუხნა.

ღმერთო, სული მტკიოდა. გამჭვირვალე მზერა ჩემს სარკისებურ ტვინს ეთამაშებოდა, მე კი რატომღაც ვერ ვეწინააღმდეგებოდი...

- შენ არ მეცადინეობ, თეჰიონ, დროს მაკარგვინებ ტყუილად! - ცრემლებით ამევსო საზღვრები - დროს მაკარგვინებ და... - ტუჩზე მაგრად ვიკბინე - ვისი ბრალიც არ უნდა იყოს ეს, იცოდე, რომ დამნაშავეა! - ხელის გული ხის მაგიდას შევახვედრე...

- უკაცრავად?! - გაუკვირდა ვითარების ცვლილება.

- სიყვარული გაბრმავებს! - თავი მაღლა ავწიე - გრძნობებს დიდ დროს უთმობ და მხოლოდ ჩემგან მოითხოვ, შევძლო შეუძლებელი. განა, ეს სამართლიანია?!

- თქვენ ცდებით...

- როგორ-თუ?!

- მე დაკარგული ვარ... - გაიღიმა უხალისოდ - ვცდილობ ყოველი ნაჭუჭი მოვაგროვო და ხელებში შემოგაჩეჩოთ გასამთელებლად, თუმცა ეს ძალიან რთულია...

გაიმართა ბრძოლა ტვინისა და გულისა...

მეთქი, არ მოტყუვდე, ნუ დაუყვავებ, თორემ ძველებურად მოიქცევა, იყავი მრისხანე, სამართლიანი, მკაცრი...

- რადგან თვრამეტი წლის განმავლობაში იმსხვრეოდი... - თავადაც გავიბზარე და გულისხმიერების სხივები გავიმეტე უცხოსთვის. რა სასიამოვნო ყოფილა, თურმე...

თანაგრძნობამ გამოაცოცხლა, ააჭიკჭიკა, ფერი შეჰმატა, აალაპარაკა, გაუხსნა ჩაკეტილი საზღვრები. საუბრობდა დაუსრულებლად, შიგადაშიგ მთხოვდა დამემოწმებინა ყოველივე. ზოგჯერ ეშლებოდა, მაგრამ სწრაფადვე ასწორებდა შეცდომას.

და მეც მამხიარულებდა მისი სიცილის ხმა, მისი დაუშრეტელი სილაღე... ვენებში სისხლს სასიამოვნოდ მიჩქროლებდა, თუმცა ამას ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი.

პროტაგონისტი (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя