კლინიკაში თავად წავიდა, ბავშვი მარიამს მიჰყავდა.უკანა შესასვლელიდან შევიდნენ კლინიკის იმ მხარეს კი არავინ იყო ორი დღე გაუძლო ალექსანდრემ, ხან სად გარბოდა ხან სად . საძინებელში იყო, თემოს დამსახურებით.
-შეიძლება?
-მარიამ როგორ ხარ? - ბიჭი მაშინვე მოეხვია და თბილად გაუღიმა ბავშვს მის მკლავებში.
-კარგად თემო... მადლობა კიდევ ერთხელ დახმარებისთვის
-მეორედ არ გავიგო თორე გავბრაზდები. არ იყო მოსვლა საჭირო ხომ იცი!
-ზუსტი პასუხი გვჭირდება და რაც შეიძლება სწრაფად , შეძლებთ მარიამის ხათრით?-ალექსანდრე სავარძელში მოკალათებული იჯდა და იქედან ესაუბრბეოდა ბიჭს,მანაც გახედა და წარბები მაღლა ასწია
-ტესტი ისედაც ზუსტი იქნება...დროს რაც შეეხება ორ დღეში ნამდვილად არ იქნება !
-გვეჩქარება და თუ შეიძლება შეუდექით საქმეს ...
-ადრე თავაზიანი ნაცნობები გყავდა ახლა რა სეიცვალა?- ბიჭმა გაიცინა და მარიამს თვალი ჩაუკრა.
კლინიკიდან რომ გამოვიდნენ სწრაფად დაიძრა მანქანისკენ. ჩაჯდა და ბავშვი გამოართვა მარიამს, შემდეგ კი მთელი გზა სიტყვა არ დაუძრავს. პატარა ქალბატონს უყურებდა კალათში ისევ ისე წერტილივით რომ ჩანდა .
სახლში მისვლისას ეზოდანვე დაიწყო ჯუჯღუნი, ელიზაბეტი სკამებს აადგილებდა, დაცვას ელაპარაკებოდა და ყველა კუთხე კუნჭულს ედებოდა რაც ალექსანდრეს ნერვულ სისტემას უღიზიანებდა რადგან ვერ იტანდა როცა რამე იცვლებოდა და ისე არ იყო როგორც სურდა. სახლიდან წავიდა, გვიან დაბრუნდა და პირდაპირ მარიამთან შევიდა . ბავთვთან ერთად იწვა საწოლზე და მძინარეს უყურებდა
-ძიძას ავიყვან თუ გინდა ან დალის ვთხოვ და ის მიხედავს...შენ ზედმეტად შეეჩვევი და მერე გული დაგწყდება მითუმეტეს თუ თორნიკესია და მთელი წელი მასთან უნდა იყო
-როდის დაბრუნდი?
-ამ წამს
-რა ხდება ბიჭებთან?
-ბექას ცოლი მოჰყავს და ქორწილზე საუბრობდნენ ძირითადად. გრანდიოზულ ქორწილს გეგმავს მისი საცოლე და მთელი ბექას საძმო შეშლილი ჰყავს ... იმან რაო ხო არ გაგაგიჟა
-საერთოდ არაფერი უთქვამს , ბავშვს ეფერებოდა ძირითადად და რაღაცეებს ცვლიდა
-რა შეცვალა კიდე
-მისაღებიდან დივანი და მინის მაგიდა გაიტანა... სხვა დადგა
-რაა? გარეთ როდის გავიდა არ ვუთხარი იმათ დამირეკეთ რომ წავიდეს-თქო ? არა რა თორნიკე რომ არაა ავიწყდებათ უფროსი მე რომ ვარ
-არ გასულა ... სადღაც დარეკა და მოიტანეს
-მერე ვერ უთხარი ალექსანდრე გაგიჟდებათქო?
-რომ იცოდა იმიტომ შეცვალა და ჩემი თქმა რამეს შეცვლიდა? პატარა ბავშვივით ნუ ბრაზდები , წავა და შეცვლი ისევ !
-ხომ იცი რომ ვერ ვიტან უწესრიგობას...არ შემიძლია თვალში ცუდად მხვდება!
-მოარიდე თვალი და აღარ მოგხვდება ოთახების მეტი რა არის ...
-შენ მაგრად გკიდია ხო?
-რა თქმა უნდა ...- არც განძრეულა ისე ლაპარაკობდა . თავი საბანზე ედო და ლოყა ხელის ზურგზე
-ცუდად ხარ შენ?
-არა
-დაიღალე?
-არა
-წავიდე?
-როგორც გინდა
-რაზე ფიქრობ
-ელიზაბეტი რომ წავა როგორ გაგამწარო !
-რა დავაშავე ასეთი
-გიორგიმ დამირეკა ისევ იმიტომ რომ ჰგონია შანსი აქვს ...
-და მე ამ დროს სახლში არ ვიყავი...
-საერთოდ არ მეცინება ! მე რომ არაფერს ვგრძნობ იმას არ ნიშნავს რომ სვხის გრძNობებზე უნდა ვითამაშო!
-კარგი რა ისედაც სამოთხეში მოხვდები არ იდარდო...გაერთე ცოტა რანაირი გოგო ხარ . ისე სად გაიცანი ეგ გიორგი ან ვინაა ვაფშე რაღაც ნაცნობი ხმა ჰქონდა და მე ხომ არ ვიცნობ შემთხვევით?
-თქვენთან რომ კლინიკაა მისი დირექტორის შვილია... რაღაც შეხვედრაზე გავიცანი
-შალვას შვილია? არადა მე ნორმალური ბიჭი მეგონა რამ გადარია ასე . ძაან სერიოზული და ჩამოყალიბებული ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა სულ . შალვა მამაჩემის ექიმია და სულ პატიჟებდა ხოლმე ჩვენთან ...ოჯახებით ვმეგობრობთ
-არის კიდეც სერიოზული და ჭკვიანი
-სიყვარულს გაუგიჟებია საწყალი ბიჭი და რას უწუნებ? როგორც მახსოვს სიმპატიური ბიჭია
-არის და ეგ ცვლის რამეს?
-უკვე სერიოზულად მგონია რომ სექსის ნაკლებობის გამო ხარ ასეთი
-გირჩევნია ახალი დივანი ნახო და ელიზაბეტს ესაუბრო ...შენს ოთახში საწოლის სეცვლას აპირებდა და გარდერობის გადახედვას...აბა მე რა ვიცი იქ რას იპოვის
-ქერას რომ დარჩა ბბორკილები ისინი ხომ გადავაგდებინე ლიკუნას...აბა სხვა რა უნდა ნახოს .პრეზერვატივს არ მომპარავს მამაჩემზე კლიმაქსი არ მოქმედებს და ექნება იმასაც .ძაან მეძინება ,წავედი . ე.ი შეიძლება გიოს დავუკავშირდე და ვუთხრა რომ ჩემთან ხარ ბევრ ვარდს გამოგიგზავნის ვითომ? ჩემს ოტახში დავდებ ერთ თაიგულს კარგი სუნი აქვს ვარდებს
-მოგკლავ ჩემი ხელით!
-კაიი დამშვიდდი უბრალოდ ვეტყვი რომ ჩემთან ცხოვრობ და თუ ისევ მოგაკითხავს მაგარი დანძრეული ჰქონია- ისე უთხრა თითქოს მარიამი მართლა გიჟს ჰგავდა, არადა ისევ ისე იწვა და უკვე თვალებიც დახუჭული ჰქონდა.
ორი დღე გაუძლო დედამისის შემოტევებს. შემდეგ ეგონა მშვიდად იქნებოდა ,საწოლში მშვდიად იწვა და ეძინა როგორც ყველთვის შუადღის 2 საათამდე წინა ღამის გადათენების შემდეგ კარი რომ გაიღო და ფეხსაცმლის კაკუნის ხმა გაიგო. ამას ელიზაბეტის ხმაც დაერთო
-აქეთ მოდი საყვარელო აბა ეს ოთახი ნახეეეე არასდროს მომწონდა ეს ფარდები ... ჩაინიშნე ავეჯის და კედლების ფერი აბა და მერე შემომთავაზე რამე რაც წავა
-რა ჯანდაბაა - უცებ წამოვარდა უცხო გოგოს რომ შეხედა აწითლებული ლოყებით რომ დასცქეროდა ბლოკნოტს და აკანკალებული ხელით რაღაცას იწერდა- ელიზაბეტ რა ხდება?
-როგორც იქნა გაიღვიძე საყვარელო... მტელს სახლში ფარდების შეცვლას ვაპირებ ძველმოდურებია და ახალს მოვიტან . საყვარელი მაიკო მოვიყვანე და ის მეხმარება . ადექი რას უცდი იცი რომელი საათია ?
-ახლავე წამოვფრინდები დედიკო საყავრელო ... შეუძლია მაიკომ ფარდებს უყუროს - საბანი უცებ მოიშორა და გოგომ შიშველი რომ დაინახა კივილით გავარდა ოთახიდან-უუფს აარჩია ალბათ უკვე ...- ტრუსი ამოიცვა და თვალებანთებულ ელიზაბეტისკენ შებრუნდა- რაოოო დედიკოოო?
-არაფერიი საყვარელოოო რამხელა ხარ უკვე...მომესწრო შვილი .მე კიდე სულ პატარა მგონიხარ- ძალით გაიკრიჭა მერე საწოლისკენ დაიძრა და ერთი ხელის მოსმით მოისროლა ოთახის მეორე ნაწილისკენ თეთრეულიც და ლეიბიც - ის არ იკმარე წუხელ ვიღაც ბოზ*** რომ მოათრიე და მთელი ღამე არ დამეძინა . უზრდელო, ტუტუცო ბიჭო . მამაშენის შვილი არ ხარ? ვისგან მიკვირს ,სრული სითავხედე ნამდვილი არაადამიანობა. შენც თუ კაცი ხარ ახლა ,მართალია მამაშენი რომ ამბობდა მაგისგან კაცი არ დადგებაო აწი რაღა გიშველლის ერთი გოგო ვერ იპოვე რო ტყვილა მაინც არ იგორაო და ერთი ბავში მაინც გააჩინო,მაგრამ თქვენი გვარი უნდა გადაშენდეს რათ გინდა შვილი ნეტა მეც არ გამეჩინე თქვენნაირბი უნდ გაწყვიტო პირველ რიგში ისაა მოსაკლავი ,მამაშენია დასახრჩობიი ასეთი იდიოტი რომ არის ! წამოვარდა აქ შიშველი, უტაქტოოო გაუძრდელო ბიჭო ...როგორ ბიჭებსაც ვერ ვიტანდი მთელი ცხოვრება ისეთი შვილი მყავს
-რა ხდება ალექსანდრე რატომ გარბოდა ის გოგო ასეთი გაცეცხლებული ... - მარიამი რომ შევიდა ოთახში და კინაღამ მოხვდა ალექსანდრეს დახვეული პერანგი ალექსანდრემ ხმადაბლა სიცილი შეწყვიტა და ხარხარი დაიწყო
-ის თუ შემოდის შენს ოთახში დაუკაკუნებლად მე რატომ არ შეიძლება შმეოვიდე ვითომ .... დედა არ ვარ შენი? ავადმყოფო ... ესეც საყავრელია ხომ? მერე მამაშენს ლანძღავ თავი უკეთესი გგონია? კატოსთან ერთად სხვა ქალებს რომ ეფლირტავები და რას შვები კიდე ღმერთმა უწყის არ იკმარე და მეორე მოიყვანე კიდე ხომ? გულისამრევი ხარ და ზუსტად მაგიტომ უნდა ეგდო მამაშენთან ...მარტო თქვენ ორნი უნდ აიყოთ ერთად ...ერთნაირები ხართ ორივე და მოაწყვეთ ორგიები ერთ დიდ სახლს გიყიდით და გამოგკეტავთ შიგნით
-მარიამ გამოიწიე მიდის ...გაატარე ასე როგორ შეიძლება?- უცებ წვდა მკლავში მარიამს და ელიზაბეტიც გავარდა ქარბორბალასავით.
-რა იყო ეს?
-ქარიშხალი სახელად ელიზაბეტი ...თუ მოგეწონა გაგატან გინდა?
-რა გააკეთე ასეთი ...გავიგე ფარდებს ცვლისო და ის გოგო ჰყავდა მოყვანილი მისი დიზაინერი ყოფილა თუ ვიღაც
-არაფერი ისეთი დედიკოს დავუჯერე უბრალოდ..რამ გააგიჟა ეს ხალხი არ ვიცი!
-რა დაუჯერე- სააბაზანოში შესულს მიაძახა
-ადექიო და მეც ავდექი...ნუ ბოლოს გამოვიდა რომ ორნი ვიდექით და მე ხომ ზოგჯერ შიშველს ჩამეძინება ხოლმე და ის გოგო გავარდა ... გაიგე რატომ გავარდა? მე ვერ მივხვდი ეტყობა იმის ბრალია რომ ერთი საათი მეძინა - სააბაზანოდან ხმამაღლა ელაპარაკებოდა და თან იცინოდა. მარიამს თვალები შუბლზე აუვიდა და მერე სიცილი ვერ შეიკავა
-უზრდელი ხარ ... ნამდვილი გადარეული! არა რა როგორ შეიძლება ასე მოქცევა...პატარა ტუტუცი ბიჭივით.
-რა სასაცილო იყო იცი? სულელები რომ ხვდებოდნენ რომ სულელბი არიან მაგრა დიკაიფებდნენ თავიანთ ინსტიქტურად ჩადენილ სისულელეებზე - კაბინაში იდგა და იქედან ელაპარაკებოდა- შემოხვედი?
-არა კარი გავაღე უბრალოდ ... რა არი
-ლიკუნას უთხარი შემოვიდეს და მიხედოს ოთახს რა
-თორნიკე გირეკავდა ...
-რაო მერე რ ამინდაო
-არაფერი ბავშვი როგორააო...პასუხი როდის იქნებაო და ელიზაბეტი ძალიან თუ გაამწარებს ალექსანდრეს ბავშვს ხელი დაავლე და გაიქეცი თავს უშველე დამიჯერე არ ღირს მაგათ შესწირო თავიო
-საბედნიეროდ დამეხმარა ელიზა და თავად გავარდა ... წინა ჯერზეც ასე გაიქცა. არადა ამბობდა ამჯერად არ წავალო
-არანორმალური ხარ!
-ნორმალური და ჩვეულებრივი ნამდვილად არ ვარ!
მარიამმა ბოლოს ეს გაიგო და შემდეგ საძინებლის კარი მიხურა. ქვემოთ რომ ჩავიდა ეგონა ელიზაბეტი ბარგით იქნებოდა ,მაგრამ ეზოში იჯდა სიგარეტით ხელში და ეწეოდა
-წავა ვითომ? რა გააკეთა ალექსანდრემ არ გვეტყვი?- წამშ ამოუდგა გვერდით თიკუნა და ლიკუნა. სამივე ელიზაბეტს უყურებდა
-ბავშვი სად არის მარტო დატოვეთ?
-დალისთანაა ... ძინავს ნუ ღელავ. რაო წავა ვითომ რას ფიქრობ?
-არ ვიცი...
-რომ ჩამოვიდა ისეთი სახე ჰქონდა მეგონა მოგვკლავდა ან მოკვდებოდა
-გეყოფათ ჭორაობა საქმეს მიხედეთ...ალექსანდრე სააბაზანოშია და დამაბარა ლიკუნამ ოთახს მიხედოსო
-პირსახოცი ჰქონდა იქ თიკუნა თუ თვალებახვეული შევიდე?
-შიშელი ხომ არ გამოვა ლიკუნა რას ამბობ ახლა?- მარიამმა თვალების ბრიალით გახედა
-გამოვიდა ერთხელ არ იცოდა იქ თუ ვიყავი და კიდევ კარგი შებრუნებული ვიყავი და დროზე დამინახა თორე ხომ გამისკდებოდა იქვე გული...პატარა ვარ მე ჩემთვის არ შეიძლება შიშველი კაცის დანახვის მითუმეტეს ეს კაცი ალექსანდრეს თუ ემსგავსება -სწრაფ სწრაფად აყრიდა სიტყვებს და უკანსვლით მიდიოდა . ბოლოს კისკისებდა შებრუნდა და ცხვირით შეასკდა ალექსანდრეს მკერდს. ისიც სერიოზული,შეკრული წარბებით დაჰყურებდა ზემოდან თვალებამღვრეულდაბნეულ გოგოს სულ წითელი რომ იყო
-რაოო რა არ შეიძლებაო?
-მე ..მე ბატონო ალექსანდრე იცით ...იციტ არ შეიძლება არ შეიძლება ოთახის არეული დატოვება არ შეიძლება . როგორ შეიძლება ახლავე ახლავე უნდა მივალაგო თიკუნაც მივიხმარო ისედაც დალეწილია ყველაფერი თუ ...ბევრს ვლაპარაობ? ჩუმად ვარ აი აი ხმას აღარ ვიღებ- ტუჩებზე თითები გადაიტარა ისე თითქოს შეიკრა და მერე კიბეზე ავარდა. თიკუნაც წამში გაქრა ...
-უჰ რა თავისუფალია სახლი ელიზაბ... მოიცა ის ვინ არის ეზოში . მეჩვენება ხომ?- ეზოში მჯდომს რომ შეხედა უცებ შეეცვალა გამომეტყველება- ბარგი ჩაალაგე სახლიდან მივდივარ
-რაა?
-აგარაკზე გადავალ იყოს აქ და მელოდოს
-ალექსანდრე უბრალოდ რომ დააიგნორო ყველაფერი მორჩება...
-ვერ ვაიგნორებ! მაგას ვერ ვაიგნორებ
-არ აიგნორებ...რეალურად მოგწონს ასე რომ იქცევი. გინდა დიდხანს რომ დარჩეს და ასე მაინც გქონდეს ურთიერთობა
-არ უნდა მომეყვანე სწორი იყო თორნიკე, მეუბნებოდა საიდუმლო საკუთარ თავთანაც არ დაგრჩება ის თუ შენნაირიაო და აჰააა არ მაცადო ახლა ცხოვრება !
-საკუთარ თავს არ ჰგავხარ...გეყოფა შენი კომფორტული ზონიდან გამოსლა თორემ მალე სადავეებს დაკარგავ და მერე ყველაფერი ერთად აირევა! ცხოვრება მორიგ მახეს გაგიმზადებს და თუ ყურადღებით არ იქნები შიგ ჩავარდები
-შენ არ გამომიწვდი ხელს?
-ჩავარდნამდე თვალების გახელა უფრო მომგებიანია ვიდრე შემდეგ ხელის გაწოდება და ჩავარდნილის ამოსათრევად ტყავიდან ამოვარდნა!
-ანუ ისევ საკუთარ საქმეს იკეთებ...
-თუ ჩემი და შენი საქმეები ერთია რა თქმა უნდა ჩემს საქმესაც ვაკეთებ!
-ჩემს პატარა ბიჭს გაუღვიძია და ჩამოსვლას ინება თურმეე რა ბედნიერებაა
-დედიკოოოო როგორ ხარ? როგორ გეძინა..როგორ განწყობაზე დაიწყე დილა? ხომ საოცარი აურა სუფევს ამ სახლში? ხომ კიდევ დიდხანს გინდა დარჩე და თინას ეგონოს რომ დატოვე დათო და გადაუბარგდეს შენს ციხესიმაგრეში
-აბა რა საყავრელო..ყველაფერი არაჩვეულებრივია! თინა პარიზში გაფრინდა ორი დღის წინ და კიდევ დიდხანს არ დაბრუნდება!
-ააჰ თურმე რატომ ხართ ასე მშვიდად...
-სიმშვიდეზე და გაფრენაზე გამახსენდა...გავიგე შენი საყვარელი კატა მობრძანდება და შენთვის არ უთქვამს საყვარელო? აეროპორტში არ უნდა დავხვდეთ სარძლოს? ეყოფა მამამისის მანქანების კოლექცია მის ნაყიდ ზონძებს ...ვფიქრობდი ერთი დიდი ტრაილერი გვექირავებინა მუშებით რომ ჩაეტვირთათ ბარგი შიგნით
-დამირეკა და რომ ვუთხარი ელიზაა ჩემთან თქო ,მაშინვე მითხრა როგორც კი ჩამოვალ აეროპორტიდან თქვენთან მოვალ ისე მომენატრა ელიზა დედიკოოო იმდენი რამე ვუყიდეოო
-უტვინო! კიდე მომიტანს ხუთი ზომით დიდ კაბას და ღიმილით მეტყვის „უაიმეეე ბოდიშიი ლიზუუუ დიდხანს დავრჩი და შენ კიდევ გამხდარი ხარ,... ვარჯიშობდი ხოო? აუუ მეც მინდა ცოტა დავიკლო და ოცი კილო რომელი დიეტით დაიკელი ასე უცეებ?“
-კარგი რა დედა როდის გითხრა ეგრე... დეიდამისისთვის ჰქონდა იგივე კაბა ჩამოტანილი და ზომები აერია უბრალოდ !
-მე და დაიდამისს რომ ერთნაირი კაბები ჩამოგვიტანა მაგაზე დიდი დანაშაული რა გინდა ალექსანდრე? მაშინ უნდა დაშორებოდი ,მაგრამ მაგის დიდ მკერდს შენ ვერ ელევი და მამაშენი მამამისის ბიზნესს !
-არ აქვს დიდი მკერდი!
-ეტყობა სილიკონი გაუსკდა ძლაიან მოუჭირე ალბათ ხელი- გაიცინა და ნარნარი მოძრაობით დაიძრა ახალი დივნისკენ- ხომ მოგწონს ახალი დივანი? ისეთი კომფორტულიააა
-კატო რომ ბრუნდებოდა სულ დამავიწყდა...სახლიდან მაინც გავალ . წვეულებას მოაწყობს და წინასწარ იცოდე
-მე ბავშვთან დავრჩები!
-ძიძად არ მომიყვანიხარ!
-ბავში მარტო დავტოვო?
-გოგოებს დაუტოვე
-და თუ უბრალოდ წამოსვლა არ მინდა?
-კიდევ ერთ პრობლემას შემიქმნი,მართალია მარტივს ,მაგრამ მეზარება ახლა კატოსთან საუბარი და ახსნა თუ რატომ არ გავაცანი შენი თავი თუ ჩემი საყავრელი არ ხარ
-და საყვარლები რომ გყავს არ იცნობს იმათ?
-საყვარლები მყავს და არ ვიცი?
-ვინც არიან...
-იცნობს !
-მაგრამ მე მათგან განვსხვავდები და განმარტების გაკეთება მოგიხდება შენმა საცოლემ რომ ეჭვიანობის სცენები არ მომიწყოს? იქნებ მინდა გავერთო მეც?
-არ გინდა !
-საშიშია?
-შენ არ გინდა თორემ საშიში არ არის ...
-რომელ საათზე იქნება წვეულება? მოვიფიქრებ მანამდე
-ორ საათში აეროპორტში უნდა წავიდე და ამ ორ საათში უნდა მოვიფიქრო როგორ დავხვდე ძაააან სვეცკურად - ბოლო სიტყვები თვალების ტრიალით თქვა და გაიცინა- მაგრად ვიხალისებ ...სულზე მომისწარი კატიუშა რა გრძნობ ხომ როდის მჭირდები ?- უცებ თქვა სწრაფად დახედა ბავშვს და კიბისკენ დაიძრა.
მარიამი დივანზე იჯდა ბავშვთან ერთად და ფაფის გაციებას ელოდა რომ ეჭმია, ელიზაბეტი კი მობილურსი იქექებოდა ვიღაცას წერდა ან რაღაცას ეძებდა. შემდეგ სწრაფად გადადო და მარიამს გახედა
-მიდიხარ იმ ბატის დასახვედრად?
-არ ვიცი ვნახოთ
-არ ეჭვიანობ?
-უკაცრავად?
-გასაგებია რომ საყვარელის სტატუსით არ ხარ ,მაგრამ ეს ჩემი შვილის მომხიბვლელობას ხაზს ვერ უსვამს შეუძლებელია არ მოგწონდეს
-პირველად არ ვხედავ სიმპათიურ კაცს , მაშინვე რომ ამიჩქარდეს გული და თავი შეყვარებულად გამოვაცხადო !
-ის თუ არ ამჟღავებს ინტერესს შენს მიმარტ არაფერს ცვლის, ისეა მექალტანე თორემ ქალთან ნორმალური ურტიერთობა არასდროს ჰქონია და ...
-მე ნამდვილად არ ვიქნები პირველი ვისთანაც ექნება მსგავსი ურთიერთობა აი თქვენ კი ვერ ვხვდები რატომ ხართ ამდენად დაინტერესებული ამ ამბით
-დავიჯერო ვერ ხვდები? ასეთი რთული გასაგებია რომ ჩემი შვილის გვერდით ისეთი გოგო მინდა ვინც უარესად არ აურევს ცხოვრებას?
-ეგ ყველა დედას სურს, უბრალოდ გასაღები მაგ პრობლემისთვის მე ნამდვილად არ ვარ!
-კატოს რომ ნახავ შეგებრალება ..იმდენად შეგებრალება მის გვერდით მტელი ცხოვრების გასატარებლად რომ შეიძლება მხოლოდ ამიტომ დააშორო ისინი
-დავიჯერო იმდენად რთულია ქალის პოვნა რომელიც კატოს ჩამოაშორებს ალექსანდრეს?დიდხანს ეძებეთ ალბათ ახლა ხავსს მოჭიდებულივით რომ ცდილობთ ჩემზე იმედების დამყარებას , მაპატიეთ მაგრამ მე ალექსანდრეს პირად ცხოვრებაში არ და ვერ ჩავერევი . გირჩევთ რომ თქვენც არ ჩაერიოთ
-რომ გიყურებ ჩემი თავი მახსენდება ახალგაზრდობაში... ახლა ი ვგავა გიჟს და დავკარგე მოთმინების უნარიც ,აზროვნებაც და საერთოდ დამეშალა ფსიქიკა ამათ გადამკიდე! რომ გიყურებ უკან დაბრუნება მინდება
-მე თუ თქვენს გზას გავივლი ამით უკან ვერ დაბრუნდებით!
-ჩემ გზას? ჩემი გზის გავლას მტერს არ ვუსურვებ საყვარელო და შენ რა დაგიშავებია ჩემთვის ასე რომ გაგიმეტო ... შევეშვათ ამას... ახლა ის მითხარი ბატონი თორნიკე სად ბრძანდება ბავშვიც ალექსანდრემ უნდა გაუზარდოს?
-ვერ ბრუნდება ჯერ-ჯერობით
-რომ გეთქვა დაილეწა და იმიტომ ვერ მოდისო სამხედრო საიდუმლოებას გასცემდი?
-რომ არ გეკითხათ ისეთი რამ რაზეც პასუხი გქონდათ გასარკვევი ამბავი დაგელიათ?
-ნამდვილად არ გინდა ალექსანდრესგან ერთი ბავშვი გააჩინო? ხომ იცი რაც მოგესურვება ყველაფერს მოგცემთ
-ბატონმა დავითმა რატომ არ გააჩინა ნებისმიერისგან შვილი და თქვენი შვილის გარდა რატომ არ აღიარა არცერთი ... ჰქონია ხომ მნიშვნელობა ვისგან გყავს შვილი
-დათას მეორე კლასიდან ვუყვარვარ,შენ რას გვედრები ! მაგალითად ჩვენი ურთიერთობის მოყვანა არ გამოგადგება საყვარელო ... მიხვდა ეტყობა მასზე რომ ვსაუბრობდი და გავხსენდი- მობილურს დახედა და ტუჩები გაუსვა ერთმანეთს.არც უფიქრია გასვლა ისე უპასუხა- გისმენ
-როდის ბრუნდები სახლში?
-არ მითხრა მომენატრეო?
-თქმა საჭიროა? ცარიელია მთელი სახლი ისე გავარდი ვერ გავიგე ჩემზე იყავი გაბრაზებული თუ სადმე მიდიოდი. მძღოლმა მითხრა ალექსანდრესთანააო რა გინდა მაგასთან?
-საქმე მაქვს შვილთან არ შეიძლება? სახლი ცარიელია და გაწუხებს? იპოვე ვინმე და მიიყვანე ნებას გაძლევ
-ასე გაგამწარა ორ დღეში რომ ჩემზე ანთხევ შხამს?
-რატომ გაქვს ასეთი საფლავიდან წამოყენებულის ხმა რა გჭირს
-რადგან დაგაინტერესე რაღა მიჭირს
-დავით რა დაგემართა?
-მოდი და გეტყვი ...
-გავიგებ ისედაც .... სხვა თუ არაფერი გინდა ვთიშავ
-ცუდად ვარ , მოხვალ თუ მეც მანდ მოვიდე
-მობრძანდი ხომ იცი როგორი სტუმართმოყვარე შვილი გვყავს ... შენი საყავრელი სარძლო ბრუნდება თან და დავხვდეთ სახლში
-მამამისმა არ იცოდა თუ რატომ არაფერი მითხრა
-ოჰ არ გამოტოვო შენ დახვდი აეროპორტში ...
-მორჩი კატოზე საუბარს შეეშვი იმ გოგოს და დაბრუნდი სახლში
-მაინც ვერ გავიგე რა გინდა ...
-დაბრუნდი-მეთქი სახლში გეუბნები რაც მინდა არ გესმის?
-სისულელეს რომ იყვირებ უკეთ გავიგებ იმას რაც არ თქვი?
-შენ არ გენატრები და მე რატომ გითხრა რომ მომენატრე?
-არ მეტყვი და კარგად ბრძანდბეოდე- წამში გათიშა მობილური არა მხოლოდ ზარი ,მობილურიც გამორთო და დივანზე დადო.შემდეგ კმაყოფილი წამოდგა გაიღიმა და ნარნარი მოძრაობით გაემართა სამზარეულოსკენ . დალი საყავრელო ნატურალური წვენი გვაქვს? დამისხი აბა ერთი ჭიქაა
მარიამმა მშვიდად გააყოლა თვალი შემდეგ ბავშვს აკოცა.ბოთლი სამზარეულოში გაიტანა და ისევ თავისი სახლისკენ დაიძრა. ბოლო წუთებში გადაწყვიტა რომ არ ღირდა ამ საოცარი კადრების გამოტოვება თუ როგორ ხვდებოდა ალექსანდრე თავის საცოლეს. სწრაფად მოემზადა და ზუსტად იმ დროს გავიდა ალექსანდრე მანქანაში რომ ჩაჯდა
-მეც მოვდივარ-გვერდით მიუსკუპდა და ჩანთა მუხლებზე დაიდო - რა მოიფიქრე?
-წინასწარ თუ გითხარი აღარ იქნება მხიარული ...- თვალი ჩაუკრა და მობილურს პირველად უპასუხა შემდეგ კი მილიონიზარიდან პირველი აღმოჩნდა ეს ზარი. აეროპორტშ მისვლამდე იმდენ ვინმეს დაურეკა,იმდენმა დაურეკა მარიამმა სიტყვის ჩაკვეხება ვერ მოახერხა. უკმაყოფილოდ მიაბიჯებდა აეროპორტის შენობაში, არ მოსწონდა ინფორმაცია რომ არ ჰქონდა . ყველა რომ მიესალმა მაშინ გაიაზრა რომ ალექსანდრეს სანაცნობო წრის უმრავლესობას იცნობდა. ისე დადგა პრიმეტრი რომ ეკონტროლებინა და მოთმინებით დაელოდა კატერინას გამოჩენას ,ბოლოს და ბოლოს პირველად უნდა ენახა ალექსანდრეს ყველასთვის ცნობილი და ზეპოპულარული საცოლე,რომლის ხასიათიც ვერა და ვერ დაადგინა . ყველა სხვადასხვა რამეს ამბობდა მასზე და ცოტა არეული ჰქონდა აზრები ...