ორი თვე სიმშვიდე სუფევდა ,ყოველდღიურ რუტინას მხოლოდ თორნიკეს ჩაფიქრებული გამომეტყველება ცვლიდა ,ზოგჯერ ფიქრებში იძირებოდა და არც უსმენდა მათ საუბარს. ერთ დღესაც უბრალო საუბრის დროს ალექსანდრეს მიუბრუნდა და დავითზე ჰკითხა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა „ჩემს ადგილას აპატიებდი?" ალექსანდრე რამდენიმე წამს უყურებდა შემდეგ თავი გააქნია და სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე-„ მე თავად არ ვპატიობ ,მაგრამ მაინც მისი შვილი ვარ . შენს ადგილასაც ასე მოვიქცეოდი ,ერთადერთი რასაც ვერ შეცვლი სისხლია , გენი რომელსაც ატარებ „
იმ დღეს ბატონი დავითი წვეულებას მართავდა, ყველა ცნობილი ბიზნესმენი,პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე იყო მიწვეული ოჯახთან ერთად. იმ დღეს მოსაწვევი ალექსანდრემ და თორნიკემაც მიიღო ,პირველი შემთხვევა იყო როდესაც თორნიკეს იხმობდა.
წვეულება უკვე დაწეყებული იყო, ბატონი დავითი სიტყვით გამოდიოდა როცა შვილები დაინახა. ორივე ერთნაირი მზერით უცქერდა , ყველა იცნობდა ალექსანდრეს, ბევრი იცნობდა თორნიკეს ,მაგრამ არავინ იცოდა მათი ერთად ყოფნის მიზეზი. . დავითმა საუბარი რომ შეწყვიტა და თვალებჩაწითლებული მიაჩერდა ბიჭებს ყველა გაისუსა ,გრძნობდნენ რომ რაღაც საინტერესო ელოდათ წინ, ჟურნალისტები ყოველ მომენტს აფიქსირებდნენ .დავითმა მზერა მარიამზე გადაიტანა მას შემდეგ რაც პატარა ქალბატონის კისკისის ხმა გაიგო,რომელიც ქალის მკლავებში არ ისვენებდა .ინსტიქტურად გაეღიმა შვილიშვილის დანახვისას ,ჩაახველა ხმის დასაბრუნებლად და ისევ ომახიანად განაგრძო საუბარი
-მეგობრებო დღეს ყველაზე ძლიერი, ბედნიერი და ამაყი ვარ რადგან მთელი ოჯახი ჩემს გვერდითაა ,ჩემი გულის მფლობელი ქალბატონი , ჩემი ვაჟები, ალექსანდრე და თორნიკე . ყველაზე პატარა წევრი ჩემი შვილიშვილი ალექსანდრა . გმადლობთ რომ მობრძანდით,ჩემს გვერდით ხართ და იზიარებთ კიდევ ერთ გამარჯვებას. ერთგულება ყველას შესაბამისად დაგიფასდებათ ,დარწმუნებულები იყავით ამაში
ჭიქა მაღლა ასწია და დადუმებულ საზოგადოებას გამოფხიზლება აიძულა. ის დღე ისტორიაში შევიდა, მას მერე ყველგან დავითზე და მის ოჯახზე წერდნენ, ჟურნალისტები ეხვივნენ გარს ალექსანდრეს სახლს და თორნიკეს დანახვისას კითხვების კორიანტელს აყრიდნენ უფროს ძმას.
-ვაახ ჩემიი დავიღალე უკვე რაა...
-აბა როგორ გინდა ბატონი დავითის შვილობა მარტივი საქმე კი არაა
-დამცინე ხო...მარიააამ ჩემი პრინცესა ხომ არ იცი სადაა?
-ძიძა აძინებდა
-რა დროს ძილია ...დათოსთან არ წავიყვანო??მაგას რომ დაინახავს გადაიტანს მაინც ყურადღებას და პირდაპირ მე არ გამომწოვენ სისხლს
-ნწ ნწ ნწ რა ფინთი ხარ შე ჩემა მე უფრო მაგარი მეგონე - გაბრიელი დასცინოდა როგორც ყოველთვის ის კი თვალებს ატრიალებდა
-მოაკეტინეთ ამ კაცს სალაპარაკო ღრუ ვინმემ და ბავშვი მომიყვანეთ
-მოგხსნეს თაბაშირი კუსკუსააა მოგხსნეეეს გაგისქელდა ტრა*ი და დაგედო ღიპი რომ გაწვები და აღარ დგები მიდი და უთხარი შენ თითონ
-ძიძას შენ არ ეკურკურები ?
-შე ჩემისა იმდენი ხანია ქალთან არ ყოფილხარ ლაპარაკი ჟიმ*** გგონია თუ როგორ გაქ საქმე ,....ნუ შენ შემხედვარე მეც დაშინებული ვარ ახლა ვფიქრობ ვინმემ ბავში რომ მომიყვანოს რა მეშველება ტო ...
-შენ არ იდარდო მეეჭვება ბავშვის თავი გქონდეს- თორნიკემ თვალი ჩაუკრა და საძინებლისკენ წავიდა .
საღამოს ყველანი ერთად წავიდნენ დავითთან. ელიზაბეტი წარბშეკრული რომ დახვდათ მაშინვე მიხვდნენ რომ დავითთან ომის შემდეგ მივიდნენ და უკვე მიზეზის გარკვევა სურდათ.
-კიდევ კარგი მოხვედით თორემ მამათქვენს მივახრჩობდი მალე
-სად არის ?
-კაბინეტში ბრძანდება და სვამს...ლოთიიიი ეგ ეგ ბრაძიაგა რომ გაუსკდება გული და ჩააგდებენ მიწაში ნახავს
-კიდევ იგივეს იმეორებ ხო? ნუთუ არ დაიღალე ლიზიკო
-ლიზიკოს ნუ მეძახიიი!- კიბეზე ჩამოსვლამდე შეუტია და თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა
-ლიზუუუ არაფერი დამემართება ,ტყუილად ღელავ
-ხელი გამიშვი...არ მაკოცო იცოდე ვერ დამაწყნარებ. არყის სუნად იქნები აყროლებულიიი არ მინდა კოცნა- ხელი რომ მოხვია კაცმა მაშინვე გასწია თავი უკან და სახე დამანჭა
-მაკოცნინე ერთი და ნახე მაქვს თუ არა არყის სუნი
-ნახვა არ მჭირდება ისედაც ვიცი
-კარგი ,როგორც გინდა საერთოდ არ მოგეკარები - ხელები გაუშვა და ბიჭებისკენ წავიდა-მორჩით რა სიცილს...
-ბავშვი მოგიყვანეთ- ხელში მიაჩეჩა თორნიკემ სანდრა და გაცლა გადაწყვიტა
-სად მიდიხარ?
-ეზოში გავალ ..
-ყინავს სად გახვალ ხომ არ გაგიჟდი . ვახშამი იქნება მზად და დავსხდეთ ...
მაგიდასთან იყვნენ ,მარიამს ბავშვი ჰყავდა ვახშმობაზე უარი განაცხადა და ალექსანდრეს ყოფილ საძინებელში შეიყვანა ლიზიკომ.ბავშვი ჭირვეულობდა და რომ დაეძინებინა სიმშვიდე სჭირდებოდა. საწოლზე იჯდა ბავშვით ხელში და ირწეოდა. ალექსანდრე შევიდა და ოთახს მოავლო თვალი
-რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ...ყველაფერი ისევ ისეთია როგორც ადრე
-მომეწონა შენი ოთახი
-მეც მომწონდა ... რას შვება ჭირვეული ალექსანდრა?
-არ იძინებს...დროულად რომ ვერ დაიძინა გაბრაზებულია
-მოდი ჭიკარტო იქნებ ძიამ დაგაძინოს ,თორემ მარიამს ძალა აღარ აქვს ისე გასუქდი
-რომ გხედავს სულ იცინის
-იცის ვინ უნდა უყვარდეს პრინცესას...ფუმფულა პრინცესაა ეს- ბავშვს ლოყები დაუკოცნა და მკლავებში მოიქცია .ოთახში დადიოდა და უზარმაზარ მკლავებში მოქცეულ პატარა ბავშვს არწევდა თან ელაპარაკებოდა
-თორნიკე მარტო დატოვე?
-აჰააააამ ა ააა ააა ა შშ ჩშშ ჩშშ ჩშშ ილაპარაკოოოოს მამაასთააააან აბაა როგოოოორ უუუნდააა- ღიღინებდა და ისე ამბობდა სიტყვებს- რა ჯიუტიიი ბავშვიიი ხააა ააარ მამაშენიიი ასეეე აააარ იყოოო ოოოო შეეენ ვის გავხააა ააარ ასეეთიიი იიიი
-ხვალ აუცილებლად უნდა წავიდეთ იმ წვეულებაზე?
-ხო თორე დიდი ხანია არსად ვყოფილვარ და დროა გამოვჩნდეთ
-კატოსთან ერთად რომ არ იქნები?
-ხომ უნდა გაიგონ რომ დავშორდით
-ჩემთან ერთად რომ მიხვალ ამას ჭორების ახალი ტალღა არ მოჰყვება?
-შეეშვი პრობლემების ძიებას...არაფერი მოხდება ისეთი რაც შენ შეგაწუხებს- მძნარე ბავშვი დააწვინა და ჩურჩულით განაგრზო საუბარი- არ გავხადოთ ეს ზედა?
-არ დამანება ...ტირილი დაიწყო .ჭირვეულია
-ჭირვეულობს და გასდის რა - გაიღიმა და მძინარეს აკოცა
ბავშვს პლედი დააფარეს და ოთახიდან გავიდნენ. მისაღებიდან ისმოდა საუბრის ხმა რომ შევიდნენ დავითი და თორნიკე რაღაცაზე საუბრობდნენ.თორნიკე როგორც ყოველთვის ცივი იყო და ყოველ მეორე სიტყვაში კბენდა დათო კი სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
-დაეძინა პრინცესას
-წავედით!
-ასე მალე ?
-ხომ შემოგიარე მამიკო? რაღას ითხოვ ?
-თორნიკე...
-მე ჩამოვიყვან ბავშვს - მარიამი უკან დაბრუნდა. ქალბატონს თავისი პლედი მოახურა და ხელშიაყვანილი ჩაიყვანა ქვემოთ. ბიჭები ეზოსი იყვნენ უკვე. მანქანაში ფრთხილად ჩაჯდა თორნიკემ გამოართვა ბავშვი და ახურებულ ლოყაზე აკოცა
-მამიკოს ბელი ...
-ხვალ რომელ საათზე მიბრძანდებით შენ და ბელი ?
-რომ გავიღვიძებთ და ვისაუზმებთ მერე
-რას დაიჟინე ეს მთა... არ დაამტვრიო და გაყინო ბავშვი სადმე
-გაბრიელი კი არ ვარ ბავშვი დამავიწყდეს
-რას შემე*ი ტო არ დამვიწყებია პროსტა დავტოვე ცოტა ხანს, ტელეფონზე ლაპარაკს შევყევი და სანამ დავბრუნდი კი მოხვედი შენც... მერე ძებნას დავუწყებდი აბა რას ვიზავდი შე ჩემა
-მოკლედ რას არ იფიქრებს რა... კი არ იტყვის რო დაავიწყდა
-გეყოთ ,ნუ დაჭამთ ერთმანეთს
-შენ ვერ გიყოფთ პუპსიიიკ - გაბრიელი გაეკრიჭა ალექსანდრეს და თითები მკლავზე ააყოლა
-პუპსიკ გირჩევნია ხელები დაიოკო- ალექსანდრემ თვალი ჩაუკრა და მის თითებს თავისი გადაუსვა
-ფუუ შენი ...ხო ვერ ააგდებ ამას რაა
......
წვეულებისთვის განსაკუთრებით მომზადება იყო საჭირო, პირველად უნდა გამოჩენილიყვნენ რამდნეიმე თვის შემდეგ და ალექსანდრესთვის შესაფერისი პარტნიორობა უნდა გაეწია. ყველაზე ლამაზი კაბა შეარჩია გარდერობიდან, მდიდრული და დახვეწილი ,ელეგანტური მარიამი იმდენად უცხოდ და შთამბეჭდავად გამოიყურებოდა ალექსანრე დიდხანს ვერ აშორებდა თვალს. მართალია არ გაშესებულა არც ზედმეტი უთქვამს , ისევ ერთი სიტყვით იფარგლებოდა"მშვენიერი ხარ" ,მანქანის კარი გაუღო და ისიც მოთავსდდა.
ისევ გვიან მივიდნენ,ისევ ყველას ყურადღება მათკენ იყო მიპყრობილი .ალექსანდრეს თითები რომ შეეხო ხელისგულზე და ზემოთ აუყვა ჟრუანტელმა დაუარა, ბოლოს ხელმკლავი გამოსდო ბატონს და ისე გაემართა საკუთარი ადგილისკენ. ბევრს იცნობდა, მას კი ყველა სცნობდა. იცოდნენ ვინ იყო მარიამ თაბაგარი , იცოდნენ და თან ვერ ხვდებოდნენ მის ადგილს ალექსანდრეს ცხოვრებაში.
განსხვავებული იყო ის საღამო, ალექსანდრე ისე იქცეოდა როგორც შეეფერებოდა, აღარ იყო თავქარიანი ,არ ელოდა მარიამი მისგან ჩადენილ სიგიჟეს. ერთადერთი ქცევა რამაც გააოცა ის იყო რომ ალექსანდრემ ცეკვა სთხოვა მიუხედავად იმისა რომ იცოდა მარიამს არ ეხერხებოდა .
-უბრალოდ მომენდე ...მე და შენ საუცხოო მოცეკვავე წყვილი ვიქნებით - იმდენად მომნუსხველი იყო მისი მზერა უარის თქმა შეუძლებელი გახდა. ხელი მის ტორში მოათავსა,მეორე მხარზე დაადო და მელოდიის ნაცვლად ალექსანდრეს ნაბიჯებს აჰყვა. მხოლოდ ორნი იყვნენ, როგორც ყოველთვის ვერავის და ვერაფერს აღიქვამდა მარიამი , ალექსანდრეც საკმარისი იყო მთელს დედამიწაზე. მისი მკლავები იმდენად მსუბუქად ეჩვენებოდა თითქოს ფრთების როლს ასრულებდა წელიდან მაღლა შიშველ კანზე მოსრიალე ფრთებს ქმნიდა და ფარფატს ასწავლიდა.
-ცოდნის გარეშეც ყველაფერი შესანიშნავად გამოგდის მარიამ- ცეკვის დასასრულს სხეულზე აიკრა და ისე უთხრა რომ შავი სფეროები არ მოუშორებია მარიამის თაფლისფერებისთვის
-შენ მჭირდება რომ ყველაფერი გამომივიდეს -თვალები ასეთი კაშკაშა არასდროს ჰქონია ტაბაგარს, ანათებდა და იმ წამს ანგელოზს ჰგავდა, არაფრით გამორჩეული ,მაგრ ამ მაინც ანგელოზი
თოვდა,ყინავდა და ყველაფერი თეთრად იმოსებოდა. ქუჩაში მშვიდად მიაბიჯებდა ქალის სილუეტი . გარეთ არავინ იყო მხოლოდ ის და მის გვერდით მდგომი მამაკაცი. ქალს ძვირადღირებული თბილი მოსაცმელი ეცვა , თმა საგანგებოდ ჰქონდა დავარცხნილი. ხელში რამდენიმე ათასიანი ჩანთა ეჭირა და მილიონებად შეფასებული სამკაული უმშვენებდა ყელსა და ხელებს. ამ ყველაფერს ის ადამიანი დაინახავდა ფანჯრიდან რომ შეხედავდა ქუჩაში მოსიარულე წყვილს,უთუოდ იფიქრებდა ერთმანეთზე შეყვარებულ წყვილს რომანტიკა მოუნდა და ბარდნისას იმიტომ დასეირნობენ შუა ქუჩაშიო. მეორე იფიქრებდა ორივე გაგიჟდა, ტყუილად იყინავენ თავსო, მესამე ორ მილიონერად ჩათვლიდა და მხოლოდ უკან მიდევნებულ დაცვის მანქანას შენიშნავდა , ძვირადღირებულ სამოსს და იტყოდა ნეტავ მათ მსგავსად დალხენილი ცხოვრება მქონდესო .
რეალურად ისევ ის მარიამი მიაბიჯებდა ,რომელისთვისაც მნიშვნელობა არ ჰქონდა სამოსს, ყველაფერი უბრალოდ ხორცის საფარი იყო და მეტი არაფერი. არც ის გარემო სადაც მიაბიჯებდა, არ ჰქონდ ამნიშვნელობა მდიდრულ სახლებს რესტორნებსა და კაფეებს. ერთი წლის შემდეგ , თოვლით დაფარულ ქუჩებში მოსიარულეს მხოლოდ ის ერთი მიაჩნდა ნამდვილ შენაძნეად,მისი ნაწილი რომელიც გვერდით მიჰყვებოდა ,უხმოდ, მდუმარედ, ზუსტად იგივე სიჩქარით, ისეთივე სიმსვიდით, როგორც თავად მიაბიჯებდა მიდიოდა და იცოდა რომ გზის მთავარ ნაწილს მიაღწია . დასასრული კი უფრო სანატრელი იყო !