წვიმიანი დღე იყო, დილაადრიან გააღვიძა წვეთების ხმამ .ერთხანს იწვა და ფანჯრიდან უყურებდა შავი ღრუბლებით დაფარულ ცას და წვეთებს რომლებიც ხმაურით ეშვებოდნენ ციდან. იმ დღეს რეჟიმი დაარღვია,ადრე ადგა, არც უსაუზმია მხოლოდ ხელჩანთა აიღო და სასტუმრო დატოვა.
რამდენიმე საათში სასახლის წინ იდგა. რიგრიგობით გაიარა უზარმაზარი ალაყაფი , დაცვისთვის მხოლოდ სახელის თქმაც საკმარისი აღმოჩნდა რომ უზარმაზარ ეზოში მოხვედრილიყო. მშვიდად მიაბიჯებდა ეზოში , სახლის კარი მოსამსახურე გოგონამ გაუღო და ღიმილით დაუთმო გზა.
-დილამშვიდობისა... ბატონი ალექსანდრე საუზმობს .წამობრძანდით
-თიკუნაააა მშვენიეროოო ჩემს ბარგს როდის მიხედავ?- მეორე სართულიდან გაისმა თორნიკეს ხმა შემდგე კიბის თავში გამოჩნდა- მარიამ?- გაოცებულმა შეხედა გოგონას და საფეხურები წამში გაიარა- დღეს არ გელოდი ... როგორ ხარ?
-კარგათ ...თქვენ?
-მეც კარგად... თიკუნა მარიამს მე გავაცილებ შენ ბარგს მიხედე ხო? მიდი მიდი სწრაფად თორემ დამაგვიანდება - გაუღიმა გოგონას და ისიც სწრაფად წაკუსკუსდდა.- საუზმობს ბატონი ... წამო
-ხელს არ შევუშლი... შემდეგ ვისაუბრებთ
-და მე გამოვტოვო მისი გაოცებული სახე? უკაცრავად მაგრამ ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ- უცებ შეიყვანა ოთახში და მარიამმაც კარგად დაინახა უზარმაზარი მაგიდის თავში მჯდომი ალექსანდრე,რომელიც მშვიდად საუზმობდა და არც მოუშორებია თეფშისთვის მზერა მათი შესვლისას
-დლამშვიდობისა ... სტუმარი გვყავს
-ისე „ხმადაბლა“ საუბრობდი გავიგე უკვე - იმ წამს ახედა ოთახში შესულ წყვილს - ერთი თვით დაიგვიანე მარიამ!
- არ მეგონა დღეებს თუ აითვლიდი
-ყველაფერს ვითვლი რაშიც ფულს ვიხდი!
-ვისაუზმოთ...- სკამი გამოსწია თორნიკემ მარიამი დასვა და თავადაც დაჯდა- ლიკუუუ თეფშები მოგვიტანე
-არ გაგვიანდება შენ თუ ფიქრობ დაგელოდებიან
-საუზმობა დამაცადე ალექსადრე…
ბატონმა ისევ მშვიდად განაგრძო საუზმობა და არც შეუხედავს მარიამისთვის. შემდეგ მოსამსახურე გოგონა შევიდა და მას გახედა
-რა ხდება თიკო?
-მე მინდოდა მეთქვა რომ...ბატონი თორნიკეს ბარგი მზადაა
-მადლობა თიკუნა საყვარელო...რომ დავბრუნდები საჩუქარს ჩამოგიტან
-მორჩი ჩემს მოსამსახურეებთან ფლირტს ერთხელ და სამუდამოდ ! თიკო შეგიძლია გახვიდე
-უკაცრავად...-გოგონა სწრაფად გავარდა ოთახიდან ალექსანდრემ კი თორნიკეს შეხედა და თვალები უბრიალა- ბავშვებს მიბნევ და მიფორიაქებ ...მერე ან ჩემი პერანგი იწვება ან
-ან ან რა ... ნუ ხარ ურჩხული. გაგექცევიან ეგ ბავშვები მე რო არ გყავდე აქ! წავედი ახლა თორემ მართლა დავაგვიანებ . აბა თქვენ იცით ჩემ ჩამოსვლამდე ცოცხლები დამხვდით და ისე მოიქეცით რომ პრობლემები არ დამახვედროთ მოსაგვარებლად-ისე დაარიგა ორივე თითქოს დედა იყო რომელიც შვილებს მარტოს ტოვებდა სახლში.
-ჭკვიანად ! - ალექსანდრემ მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა ისიც გაცილების დროს და შემდეგ მარიამს მიუბრუნდა- ერთი თვე იმ წელს დაემატება და 13 თვე დარჩები ჩემთან !
-ასე არ შევთანხმებულვართ
-ჯერ არც არაფერზე შევთანხმებულვართ !
-ასე უნდა შეცვალო ყველაფერი გზა და გზა?
-დღეს შევთანხმდებით! წამომყევი
-სადმე მივდივართ?
-წვიმაში სეირნობა მიყვარს...დაიმახსოვრე! - რამდენიმე წამში ავტოფარეხში აღმოჩნდნენ სადაც მანქანების კოლექცია იყო .ერთ-ერთის გასაღები აიღო და შავი სპორტული მანქანისკენ გაემართა. საიდანღაც დაცვა გამოჩნდა და წინ აესვეტა
-სად მივდივართ ბატონო ალექსანდრე?
-თქვენ არსად!
-ბატონმა თორნიკემ გვიბრძანა რომ მარტო არსად გაგვეშვით ...
-მე გიბრძანებთ რომ თქვენს ადგილს დაუბრუნდეთ !
-კი მაგრამ ის ...
-მარიამ დაჯექი - კარი გაუღო და დაელოდა. ისიც მოთავსდდა მანქანაში და იმ მხარეს გაიხედა სადაც ალექსანდრე უნდ ადამჯდარიყო. ორ წუთში დაჯდა, ღვედი შეიკრა მანქანა დაძრა და სწრაფად დატოვა სახლის ტერიტრია. რაღაც სასიამოვნო მელოდიაც გააჟღერა და სალონში გამეფებული სურნელის გამაბრუებელ ეფექტს სიმღერაც დაურთო.
-ყოველთვის ასე ატარებთ წვიმიან დღეს?
-რამდენიმე საათს მაინც
-რატომ ფეხით არა?
-ფეხით ამ სიჩქარეს სამწუხაროდ ვერ ვავითარებ...ეფექტებიც ნაკლებია
-დაცსვის გარეშე ხშირად დადიხართ?
-ამ ქალაქში თითქმის არასდროს ... მხოლოდ წვიმის დროს და მხოლოდ ამ მანქანით
-ბევრი მსგავსი ჩვევა გაქვთ?
-უამრავი... სიჩქარის არ გეშინია იმედია ხო?
-არ ვიცი ...ალბათ არა
-მაშ გავარკვიოთ- მაგისტრალზე გაიჭრა და მანქანებს შორის ისე დაიწყო მოძრაობა მარიამს საოცარი შეგრძნება დაეუფლა. ჯერ გზას უყურებდა მერე ალექსანდრეზე გადაიტანა მზერა ,იმდენად კარგი სანახაობა იყო ორივე აღარ იცოდა რომელი აერჩია ბოლოდ მაინც გზას უყურებდა . სავარძელს მიეყრდნო და სიჩქარისგან გამოწვეული ადრენალინის შეგრძნება დაიწყო.- აშკკარად არ გეშინია
-ახლა მე ვმუშაობ?
-არ მითხრა რომ მოსაწყენი სამუშაო გაქვს
-მარტოობას განიცდი ?
-ისეთი ადამიანების ნაკლებობას ვინც ყველანაირს ამიტანს
-მე ამ ატანისთვის სწავლას მიფინანსებ და უკვე სიყალბეა
-არ მიჯერებ მაინც ხომ?
-ძნელია ,არ მეთანხმები?
-მაგრამ არა დაუჯერებელი!
-დრო მჭირდება შენს გასაცნობად , ბევრი დრო! და მაინც მე რა უნდა გავაკეთო
-შენი კოტეჯი გექნება... ეზოში რომაა იქედან ერთ-ერთი . დამიჯერე აჯობებს სახლში არ იყო, იქ არის უკვე ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეს ! შემდეგ უბრალოდ იცხოვრებ ისე როგორც მე
-შენი „მე“ გავხდე ? აჩრდილი თუ რა ვიცი
-ხო რაღაც ეგეთი
-არ გეშინია რომ ზედმეტად ბევრი მეცოდინება?
-ჩემნაირებს შიში არ შეუძლიათ
-როგორი ხარ შენ
-ადამიანი რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს...სულიც კი დიდი ხნის წინ დაკარგა - წრეზე ისე მოუხვია ცოტაც და მანქანა მოსრიალდებოდა სველ გზაზე.
დიდხანს დუმდა მარიამი...ალექსანდრეც არაფერს ამბობდა .
-ყველა მშვიდად დადის ,ყველგან კამერებია და არ გეშინია რომ მიხვდებიან ვინ ხარ?
-ისედაც იციან... იმ კამერებს მამა ბატონი განაგებს საერთოდ ყველას და ყველაფერს რაც ამ ტერიტორიაზეა
-ქალაქის მერის შვილი ხარ?
-ერთადერთი მემკვიდრე და კაცი რომელსაც ვერ იმორჩილებს ...გაქვს პატივი მიცნობდე
-მის ხარჯზე ცხოვრობ?
-ერთი შეხედვით ჩემი „მამიკოს განებივრებული ბიჭის ცხოვრება“ მისი ფულების ფლანგვითააა ცნობილი . შემიძლია დავაშავო და მე არ მომიხდეს გამოსწორებაზე ფიქრი , მერი თავის იმიჯს უფრთხილდება და ჩემს დასვრილს ისე სწრაფად წმენდს კვალიც არ რჩება.
-და რეალურად ?
-მე და თორნიკეს საერთო ბიზნესი გვაქვს რომლის რეალური მფლობელი თორნიკეა და ჩემი სახელი იმდენად დაფარულია რომ „მამა ბატონმაც“ არ იცის . სინამდვილეში ჰგონია რომ ყველაფერი იცის ჩემი ცხოვრების შესახებ , ისე კი არც არაფერი იმის გარდა რაც მინდა რომ იცოდეს !
-ყველას შესახებ თუ იცის თორნიკეს შენს სახლში ცხოვრებას როგორ ხსნით
-თავის უკანონო შვილს ნამდვილად არ შეეხება...იმიტომაა ასეთი თავისუფალი რომ „მამიკო“ მის ცხოვრებაში იოტისოდენადაც არ ერევა . ერთადერთი შეთანხმება აქვთ რომლის მიხედვითაც თორნიკეს ვინაობას ვერავინ გაიგებს სამაგიეროდ შეუხებელია !
-გაბრიელი როგორ გაიცანი არ მითხრა რომ ისიც ძმაა
-მე და გაბრიელი ძმები? ეგეთი ქალი ვერ იარსებებდა ამდენად რომ დაემსგავსებინა შვილი - გაიცინა და მოყოლა განაგრძო- გაბრიელი მეგობარია რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ . არაბიოლოგიური ძმაა , „სისხლის გარეშე ერთგული „
-შენს სახლში მყოფებზე რას იტყვი
-თითოეული მათგანი გამოცდილი მყავს , ერთგულება უფასდებათ შესაბამისად
-რატომ ხარ დარწმუნებული რომ მამაშენი მათ მოსყიდვას არ შეეცდება
-მოსყიდული ჰყავს კიდეც ყველა...ყოველ შემთხვევაში თავად ასე ფიქრობს . ყველა ვინც ჩემს ირგვლივაა წარმოგიდგენია? იცი რამდენ ფულს აძლევს?
-ანუ ისინი ორივესგან იღებენ“ ხელფასს“ რეალურად კი იმ ინფორმაციას აწვდიან რაც შენ გსურს
-ზუსტად !
-შესანიშნავად დაგიგეგმავს... ვაღიარებ! მამასთან ურთიერთობა საკმარისად გასაგებია და დედაზე არაფერს მეტყვი?
-დედა ამოუცნობი არსებაა...ეგ ორი ერთად რომ არიან მოკლედ რომ გითხრა ერთადერთ შემთხვევაში მებრალება მამა ,როცა დედასთან ერთად ვხედავ. ამავე დროს დედაც მებრალება ასეთ კაცთან რომ ცხოვრობს მთელი 45 წელია ! სხვას ვერაფერს გეტყვი თუ არ ნახე ვერ აგიხსნი ... თორნიკეს დედა მამას ერთ-ერთი მუდმივი საყვარელი იყო არის და ალბათ იქნება! ჰყავს ასეთები მამას ბლომად თუმცა თინა გამორჩეული... თორნიკეს მასთან ურთიერთობა არ აქვს ... ვერ ვიტყვი რომ არ უყვარს უბრალოდ მასთან ცხოვრება არასდროს შეეძლო . ჩემზე 10 წლით პატარაა და ფაქტობრივად სულ ჩემს გვერდითაა შესაბამისად მარტო რაც გადმოვცხოვრდი მას მერე ჩემთან ცხოვრობს.
-ანუ დედას გავხარ ამოუცნობი ხასიათით... რამდენი წლის ხარ? თორნიკე ფაქტობრივად შენი გაზრდილია და ამიტომ ენდობი ასე ძალიან თორემ სისხლით ნათესაობა ბევრს არაფერს ნიშნავს
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ორივეს ვგავარ! მე 33 წლის ვარ ...ნანატრი ვაჟიშვილი ვარ ,რომელსაც დიდხანს ელოდნენ . დარწმუნებით რომ არ ვიცოდე ვიფიქრებდი რომ მიშვილეს რადგან დედას პრობლემები ჰქონდა ,მაგრამ ნამდვილად მათი შვილი ვარ! ჩემ ოჯახზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება მე კი არ მინდა ... სხვა დროს მკითხო შეგიძლია
-კარგი და დავიჯერო 33 წლის კაცს ერთი საცოლე თუ არა შეყვარებული მაინც არ გყავს მამა რომ დაამშვიდო მომავალი მემკვიდრის მოლოდინით?
-საცოლე მყავს სწორედ მაგ ამბისთვის ,რომ არ შემაწუხონ და თავად არ შემტენოს ვინმე უკვე წლებია მყავს კატო
-კატოს როგორღა მართავ?
-და იქნებ მიყვარს
-შეყვარებულ კაცს არ გავხარ და ძალიან გთხოვ ეჭვი ნუ შეგაქვს ჩემს გონებრივ შესაძლებლობებში
-კატო ისეთი ოჯახიდანაა „მამიკო“ რომ ვერაფერს დაუწუნებდა ... მასაც ვჭირდებოდი და ხომ იცი ხელი ხელს ბანს ორივე ერთად კი პირს
-დავიჯერო ქალებს არ იცნობ? შეუძლებელია ოდესმე წავიდეს შენი ცხოვრებიდან ...მხოლოდ მაშინ როცა თავად აღარ ენდომება რაც ძალიან მეეჭვება
-კარგად ვერ გაიგე ... კატოს სჭირდება კაცი რომელიც დააკმაყოფილებს და მისთვის სულერთია ეს კაცი კიდევ რამდენთან იქნება . რაც შეეხება ბოლოს...მასთანაც მომიწევს ალბათ დამშვიდობება და მაგ დროისთვის მოვიფიქრებ რამეს ისეთს თავად რომ წავიდეს
-გგონია რომ ყოველთვის ყველაფრის დაგეგმვას შეძლებ?
-შენ არ გგონია ?
-ძირითადად კი...ზოგჯერ არა
-პატარა ხარ ჯერ ... მერე მაგ „ზოგჯერსაც“ გააქრობ. დამიჯერე სიკვდილიც კი ისეა შესაძლებელი როგორც თავად მოისურვებ
-რა სტატუსით გააცნობ ჩემს თავს სხვებს
-უსტატუსოდ იქნები
-და ყველა სხვადასხვა რამეს იფიქრებს
-მართალია ... თუ გადარდებს ეგ ამბავი მოვიფიქრებ ისეთ სტატუსს რომელიც ყველასგან დაგიცავს
-მნიშვნელობა არ აქვს , მთავარია არავინ შემაწუხოს .ხომ იცი ვერ ვიტან როცა ჩემი სიმშვიდის დარღვევას ცდილობენ
-ვერ დაგპირდები რომ არავინ ეცდება შენთან კონტაქტის დამყარებას ,მაგრამ მშვიდად იქნები ამას გპირდები .საღამოს გადმორიცხავენ ფულს შენს ანგარიშზე ...შეგიძლია შეამოწმო
-არ მინდა !
-უკაცრავად?- ალექსანდრემ იმ წამსვე მოაშორა გზას თვალი და მარიამს მიაპყრო მზერა
-წასვლისას გადმორიცხონ ,ასე მინდა !
-როგორც გენებოს ...
-განსხვავებული ხარ სრულიად სხვა ხარ და ვერ ვიგებ როგორ შეიძლება იქ ,ბრზოლის დროსაც ნამდვილი იყო და ახლა ეს გამოწკეპილი საკუთარ გარეგნობაზე და სიამოვნებაზე მზრუნველი ბიჭიც
-გგონია მე ვხვდები?
-შენ მგონი ჩემი საშუალებით აპირებ საკუთარი თავის შესწავლას
-შენც იმიტომ არ დამთანხმდი რომ გაინტერესებ?
-არ უნდა მაინტერესებდე? ერთადერთი ხარ ვინც თან მგავს და თან ამოუცნობია... მეჩვენება თუ ყოველ მეორე ადგილს ერთი სახელი აქვს
-ჩემი ოჯახის რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრი , საიუველიორ მაღაზია, ბანკი და სხვა და სხვა
-და ყველაფერი თუ თქვენია აქ სხვა მდიდარი ადამიანი არ ცხოვრობს?
-მამაჩემის ფინიები არიან ყველანი ...ხალხი კი ერთდროულად იღებს ხელფასს და ხარჯავს ფულს .
-ერთი შეხედვით სამოთხეს ჰგავს
-ხალხი რომ შეიტყუოს ...რეალურად კი მხოლოდ ისინი არიან ბედნიერები ვინც მამას ემორჩილება
-სახლში ვბრუნდებით?- გზას რომ შეხედა მიხვდა რომ იგივე გზას გადიოდნენ
-სხვა დროს დაათვალიერებ უკეთ ...
სახლში დაბრუნების შემდეგ ვიღაცას მობილურით ესაუბრა და შემდეგ თიკოს სთხოვა მარიამისთვის ყველაფერი ეჩვენებინა თავად კი იქაურობას გაეცალა.
მარიამი სახლის დათვალიერების შემდეგ ეზოში განთავსებულ პატარა სახლში შევიდა და გაოცებული დარჩა ნანახით. იქ იმდენი რამ იყო რომც ეფიქრა დამატებით ვერაფერს მოითხოვდა. ფანჯრიდან პირდაპირ ჩანდა სასახლის წინა ნაწილი , ისეთი მდებარეობა ჰქონდა უკანა ეზოში გასვლა მარტივად შეეძლო, სახლი რომ აეფეთქებინათ თავად მაინც არაფერი ემუქრებოდა, შეიძლება ვერც გაეგოთ მისი იქ ყოფნის შესახებ. საწოლის გვერდით ტუმბოზე ლეპტოპი და მობილური იდო .ტელეფონი ჩართო და აღმოაჩინა რომ ნომერიც მოეთავსებინათ უკვე და შეტყობინებაც მიიღო რამდნეიმე წამში ალექსანდრესგან.ატყობინებდა რომ პირველი გასვლისთვის უნდა მომზადებულიყო . დიდხანს არ უფიქრია გამოიცვალა ყოველგვარი კითხვების გარეშე ,რადგან იცოდა რომ მის გვერდით თავისი უფრალო სამოსით შესამჩნევი იქნებოდა ახალი მოირგო ძველი მობილური უჯრაში ჩადო ახალი აიღო და სახლისკენ დაიძრა. ალექსანდრე ეზოში იჯდა და ისევ ვიღაცას ესაუბრებოდა
-ცოცხალი ვარ ... მარიამიც . რა უცებ გითხრა თორნიკემ როგორც კი ჩაფრინდა ეგრევე მოგწერა ხო? მოდიხარ? სად ხარ ! მანდ რა გინდა ... ჩამობრზანდი ვის აშინებ .თუ უნდა თითონ დაგირეკავს .არ მაქ ახლა შენი მოსმენის დრო - მობილური მოიშორა და სავარაუდოდ გაგიჟებული გაბრიელი უფრო გადაიყვანა ჭკუიდან. შემდეგ წამოდგა და ამჯერად ჯიპისკენ წავიდა. უკან დაჯდა და მარიამს დაელოდა. მძღოლმა წაიყვანა უკან დაცვა მიჰყვებდოათ
-სად მივდივართ?
-კალათბურტის სათამაშოდ ...
-რომ წვიმს იცი?-მისკენ გადაიხარა და ჩუმად უთხრა
-შეგიძლია ხმამაღლა მესაუბრო კობასთან შეიძლება
-დარბაზში დაცვა დაგყვებათ?
-ყველგან დამყვება, თავს რომ დამესხან ვინმემ ხომ უნდა დამიცვას
-დაგიცვას შენ ....თქვენ .დამცინი ალექსანდრე?
-შენ არ იცი რომ მდიდარი ბიჭების შელამაზება არ შეიძლება?-გაიცინა და თვალი ჩაუკრა.მარიამი გაჩუმდა და კრინტიც არ დაუძრავს. დარბაზის ნაცვლად სპორტულ კლუბში აღმოჩნდა . ირგვლივ იმდენი რამე იყო დათვალიერებასაც ვერ მოასწრებდა. უბრალოდ ალექსანდრეს გაჰყვა თან კი იქ მყოფი ხალხის მზერა მიჰყვებოდა. ბატონს თავისი ოთახი აქაც ჰქონდა და პირდაპირ იქეთ წავიდა. დაცვა უკან მიჰყვებოდა და ბოლოს ეზოში დარჩნენ.
-ეს ჩაიცვი- კარადიდან ტანსაცმელი და კედები გამოიღო მარიამს მიაჩეჩა ხელში და იქვე გადაიძრო მაისური. შემდეგ სადღაც გავიდა დარბაზში ვიქნებიო მხოლოდ ეს თქვა და წავიდა. სწრაფად გამოიცვალა, თმა შეიკრა და ოთახიდან გავიდა . დარბაზს მარტივად მიაგნო და პირდაპირ სკამებისკენ დაიძრა იქ იმდენი გოგო იყო აშკარად უნდა შეერჩია სწორი ადგილი . ბოლოს დაჯდა ისე რომ გოგონებსაც მოუსმენდა , თამაშსაც უყურებდა და მშვდიდადაც იქნებოდა. ალექსანდრე მალევე დაინახა სხვა ბიჭებთან ერთად ჯერ იფიქრა ამ ორმეტრიან ხალხთან ერთად როგორ თამაშობსო,მერე უბრალოდ დაელოდა თამაშის დაწყებას. მიხვდა როგორ ეძებდა თვალებით ალექსანდრე და წამსვე მიწერა სადაც იჯდა. ბიჭს მობილური ხელში ეჭირა შეტყობინება რომ წაიკითხა გაეღიმა და ისევ განაგრძო საუბარი. აშკარად ვიღაცას ელოდნენ თუმცა ღელვა და გაბრაზება ნამდვილად არ ეტყობოდათ სანდრო კედელზე მიყრდნობილი იდგა და ბიჭებს ესაუბრებოდა . გოგონების ხხმამ ყურადღება მიიქცია და უკვე სმენაც დაიწყო თვალთვალთან ერთად
-სანდრო მოვიდა და ვის ელოდებიან? დავიქანცეე რაა აქ მის სანახავად მოვედით ამ წვიმაში - წუწუნებდა გოგონა და თან სელფს იღებდა . -გაიღიმეეე ეკუუუ
-ბექას ელოდებიან გოგო ...როდის თამაშობენ მის გარეშე
-აუუ ეგ კიდე სულ როგორ იგვიანებს...პაციენტთანაც ეგრე თუ დაიგვიანებს მოკლავს უეჭველი=აკისკისდდა გოგო ,მაგრამ მალევე გაჩერდა- აუუუ ნახე აქეთ იყურება მე მიყურებს ნეტავ
-იქნებ მე მიყურებს
-შენ გქონდა შანსი და გამოიყენე ახლა თუ შეიძლება მადროვე
-არ უნდა წამოვსულიყავი რომ ვუყურებ ცუდად ვხდები ... მინდება შემოვახიო ყველაფერი აი დამეწყო უკვე ცუდად ვარ- ისე ამოიკვნესა გოგომ რომ არ გაეხედა არ შეეძლო
-ვინ გთხოვდა რომ გამოიქეცი? იმ ქერა ალქაჯს შეხედე წინ დასკუპდა ნეტა ბურთი მოხვდეს იმ გადაღებილ სახეში
მარიამი იაზრებდა ბექას ვინაობას და ის იყო უნდა გასულიყო იქედან მისი ყოფილი შეყვარებული რომ გამოჩნდა დარბაზში. როგორც ყოველთვის ხმაურით შეაბიჯა ყველას მიესალმა გოგონებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და კიდევ კარგი მარიამი ვერ შეამჩნია. მალევე დაიწყო თამაში. ისეთი მოწინააღმდეგეები იყვნენ ბოლოს ქანცგაწყვეტილები დარბოდნენ, ალექსანდრეს რა გამოაცლიდა ძალას არ იცოდა ,მაგრამ ფაქტია ხედავდა როგორ მოიშორა ნახევრად სველი მაისური და თითქოსდა დაქანცული ჩამოეკიდა მხარზე ერთ-ერთ მოთამაშეს
-ოოო როგორ დაცხა ჰაერი აღარ მყოფნის რა დიდი სიამოვნებით ვაკოცებდი ახლა ...ოოო ღმერთო ნამდვილი საოცრებააა როგორმე უნდა შევაბა თორემ ლომკა მაქვს - კრუტუნებდა ჩუმად და ტუჩებს იჭამდა ისე უყურებდა ბიჭს ლამის გონება დაკარგა. სხვა გოგონებიც ბიჭებზე საუბრობდნენ ზოგი ლაივსაც იღებდა და ძალიან ჩართული იყო „საქმეში“
კიდევ მრავალი სასაცილო კომენტარი მოისმინა და ღიმილსაც ვე რიკავებდა უფრო დასცინოდა ამ ორ უჭკუო არსებას და სხვა იქ მსხდომს ვიდრე იცინოდა ,მაგრამ მაინც ღიმილი არ მოშორებია სახიდან. თამაში ალექსანდრეს გუნდმა მოიგო თუმცა არა მისი დამსახურებით. ცუდად არ თამაშობდა ,მაგრამ სხვები აშკარად კალათბურთელები იყვნენ. გოგონები რომ წამოდგნენ კივილ წივილით დრო იხელთა და იქაურობას გაეცალა. სწრაად გამოიცვალა ყველაფერი აიღო და მანქანაში ჩაჯდა. დაბურული მინიდან უყურებდა ეზოში მყოფებს და მათ შორის ბექასაც. ბიჭი თავის ახალ შეყვარებულთან ერთად იყო , გოგონა დაგვიანებით მივიდა და ახლა ერთად ტოვებდნენ იქაურობას . ალექსანდრე გვიან გამოვიდა და მანქანაში მას მერე ჩაჯდა რაც ყველამ დატოვა ტერიტორია. კობამაც წამსვე დაძრა მანქანა და ეზოც დატოვა.
-რატომ არ დამელოდე?
-რატომ არ მითხარი ბექასთან შესახვედრად თუ მივდიოდი?
-იცნობ?
-არ იცი?
-რა
-არაფერი ისეთი... შეყვარებული იყო ადრე და შენს გარეშე ვერ გადავწყვიტე უნდა შევემჩნიე თუ არა
-შოკირებული ვარ- რამდნეიმე წუთი უყურებდა მერე კი ხარხარი დაიწყო - არ მჯერა რომ მისნაირები მოგწონს . კაი რა მარიამ შემარცხვინე საკუთარ თავთან
-მისი მსგავსი რა...არ მოგწონს იდეალურთან მიახლოებულია და ვერაფერს მეტყვი სიეთს რაც აზრს შემიცვლის
-იდეალურთან მიახლოებული რომ არის მაგიტონ მიკვირს როგორ მოგწონდა!თუმცა რომ დაშორდით ეგ უკვე სხვა ამბავია . იცნობ მის შეყვარებულს?
-არა ...იმედია კარგი გოგოა
-ცუდისთვის არ გემეტება საყვარელი ბექუსააა ?
-კითხვა სჭირდება იმას რომ ბოღმა შეყვარებული არ ვარ ?
-როცა უყვართ მაშინ უნდათ საუკეთესო შენ გიყვარს?
-რომ მყვარებოდა სხვისი შეყვარბეული არ იქნებოდა , არ უნდა მეკითხებოდე !
-ეგრე მე ყველაფერს ვხვდები და ვერ გვილაპარაკა
-ბექაზე როგორ არ იცოდი
-არ გჯერა?
-ვთქვი რომ არ მჯერა? უბრალოდ ის იცით რომელ საათზე რას ვაკეთებ და ჩემი ერთადერთი შეყვარებულის შესახებ წესით უნდა გცოდნოდა
-პირადი ცხოვრების დეტალები არ მიკითხავს... თორნიკეს ეცოდინება .ისე მხოლოდ ერთი კვირა გაკვირდებოდნენ და აქედან გამომდინარე იციან რომელ საათზე რას აკეთებ...აღარ მინდა ამაზე საუაბრი მაინტერესებს რა იყო ასეთი სასაცილო თამაშში მთელი ეს დრო რომ ვერ გაჩერდი
-თამაშში არაფერი -ისევ ჩაეცინა და ტუჩები მოკუმა
-ისევ იცინი ...
-არ შეიძლება ჩემთვის?
-კარგი რა მითხარი საიდუმლოა?
-არაა უბრალოდ შენი დანახვით აგზნებული ორი ქალის რეპლიკებზე მეცინებოდა რომელთაგან ერთ-ერთი უკვე იყო შენთან და საერთოდ კრუნჩხვები ჰქონდა და ლამის დაცვას დავუძახე რომ ეცადა შენზე ძალადობა მე ვერ დაგიცავდი ...მეორე კი ასე მეგობრულად ეუბნებოდა რომ ერთი სული ჰქონდა როდის დაგკერავდა - სიცილი ისევ ვერ შეიკავა ალექსანდრეს რეაქცია არ ჰქონია
-სასაცილო რა ნახე მანდ გულისამრევი უფრო უნდა ყოფილიყო შენთვის და ზოგადად ქალისთვის კი თანაგრზნობის აღმძვრელი
-ამაზრზენი ნამდვილად იყო ,მაგრამ არ შემეძლო სიცილის შეკავება საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ქალს მსგავსი ფანტაზია თუ ჰქონდა მე კაცები მეგონეთ გარყვნილი ფანტაზიების მქონე
-ასე თუ ხედავ ამ საკითხს სიცილი მთელი წელი არ მოგაკლდება - მანქანის კარი მაშინვე გააღო როგორც კი გაჩერდა მანქანა და სწრაფად გადავიდა-დალის ვეტყვი სადილი მომიმზადოს წამომყევი სალაპარაკო იმდენი გვაქ სჯობს დროულად მოვრჩეთ რომ მერე გავჩუმდე თორემ მალე დავიღლები შენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებით
-სწრაფი ეფექტისთვისაა საჭირო თორემ რაც მითხარით თავადაც გავიგებდი როგორმე
-ხო როგორ არა სამი ოთხი წლის შემდეგ...-სახლში სიცილით შეაბიჯა და მაშინვე დაიძახა- დალიიიიიიიიიი - მზარეულის ხმა არ გაუგიატ მაგრამ გოგონები ერთმანეთის მიყოლებით გამოვარდნენ თან ისე რომ ლამის სრიალიდ აიწყეს იატაკზე
-ბატონო ალექსანდრე დაბრუნდით? იცით იცით ჩვენ დალი
-თიკო შეწყვიტე ბუტბუტი და უბრალოდ თქვი რა ხდება
-დალის ქალიშვილი გახდა ცუდად მგონი პანკრეასის ოპერაციას უკეთებენ და საავადმყოფოშია თქვენ ვერ დაგიკავშირდათ და
-დაბრუნდება დღეს საერთოდ?
-არ ვიცით ჩვენ... ხომ არ გაუბრაზდებით?
-სადილი რომ არ მაქვს ხომ იცით რა მემართება?
-ხო ჩვენ ...ჩვენ რომ ვერ არ
-მე მოვამზადებ...რამე განსაკუთრებულს მიირთმევ თუ ნებისმიერი რამ შეიძლება
-მარიამ მზარეულად არ მომიყვანიხარ
-რა მნიშვნელობა აქვს ... ხომ შეიძლება მოვამზადო და თან ვისაუბროთ თორემ მეც დავიღალე ყოველ წამს კითხვების დასმით ვერ ვცნობ საკუთარ თავს და არ მომწონს დღესვე დავასრულოთ!
-ჩვენ დაგეხმარებით ...
-არაა საჭირო თქვენი საქმე განაგრძეთ
-მართლა?
-გააკეთეთ რაც გითხრათ ...სამზარეულოს სიახლოვეს არ დაგინახოთ
-კარგით ... როგორც იტყვით-ისევ იმ სიჩქარით დატოვეს იქაურობა და ორივე სადღაც გავარდა
-რაღაცას მალავენ ,მაგრამ ჯანდაბას არ მაინტერესებს .სამზარეულო საერთოდ იცი სად არის?
-ვიცი ... გუშინ მაჩვენა თიკომ
-ზემოთ ავალ გამოვიცვლი და ჩამოვალ დაიწყე შენ ძალიან მშია
-ახლაპატარა ბავშივით უნდა იზახო ყოველ წამს რომ გშია?
-უკაცრავად?
-მაპატიე უბრალოდ ...წავედი - სწრაფად შებრუნდა რომ მიხვდა ზედმეტად გათამამება გამოუვიდა და დაკარგა საკუთარი ადგილი. სამზარეულოში იყო, წინსაფარი გაიკეთა და მაცივარში შეძრომის შემდეგ რამდენიმე კერძის მზადება დაიწყო რაც ბატონ ალექსანდრეს დაანაყრებდა. ბატონი სწრაფად შევიდა ხმაურით დაჯდა და მაგიდაზე დააწყო ხელები
-მალე იქნება?
-სულ არ იკითხავ იმ ქალის შვილი როგორაა?
-ამ თვეში მესამე ბრმა ნაწლავს აჭრიან და გადაიტანს როგორმე
-ანუ იცოდი რომ მოგატყუეს და არაფერი უთხარი?
-ადამიანები არიან ისინიც ალბატ რამე საქმე აქვს... ეჭვიანი არ ვარ მარიამ ისინი უკვე გამოვცადე და ვიცი რომ ჩემ წინააღმდეგ არაფერს მოიმოქმედებენ . ერთგულებას დაფასება უნდა ასე რომ ზოგჯერ თვალის დახუჭვა არაფერს მავნებს . თორნიკე რომ არ არის ისინიც არეულები დარბიან მაგათი წამალი ბატონი თორნია
-ანუ?
-ჩემს ჯუჯღუნს ვერ იტანენ და თორნიკე რომ ელაპარაკება იშაქრებიან . ლამაზები არიან, მაგრამ ვგავარ იმ კაცს მოსამსახურეს რომ შეაცდენს?
-იმ ბიჭებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ
-მეგობარი მხოლოდ ორი მყავს დანარჩენი ყველა ნაცნობია მარიამ მათ შორის შენი ბექუნაც
-სასაცილო რა არის ყველას შენნარი ბიჭები ხომ არ მოეწონება
-ვერ ვიტან როცა ვინმეს მადარებენ!
-ვერც მე !
-ხოდა ნუ გააკეთებ ისეთ რამეს რაც გამაღზიიანებს თორემ ბოლოს კარგ დასასრულს ვერ მიიღებ
-მუქარასაც ვერ ვიტანთ!
-იმედია გემრიელად ამზადებ თორემ რესტორანში წასვლა მომიწევს- თემა წამსვე შეცვალა და ვიღაცასთან მიმოწერაც განაგრძო. მობილურში იყო ჩამზვრალი და სოციალურ ქსელს არ შორდებოდა
-იდიოტი განებივრბეული ბიჭის როლი არ გბეზრდება?
-ზოგჯერ ისე მბეზრდება რომ რამე ჭკვიანურის თქმა მინდება ,მაგრამ მახსენდება ვინ არიან ჩემ გვერდით და ვჩერდები
-რაში გჭირდება ეს თამაში
-მამაჩემმა რომ გაიგოს საქმის მართვა შემიძლია თავის ბინძურ ბიზნესში ჩამრთავს და ეს ყველაზე ნაკლებად მინდა. მირჩევნია თავისუფალი ვიყო და ვაკეთო ის რაც მომწონს . მეორედ ნამდვილად არ დავიბადები ერთხელაც საკმარისია ჩემი დედამიწაზე ყოფნა
-მაინც პატარა ჭირვეულ ბიჭს გავხარ ამ დროს
-ახლა იმის მტკიცებას ვერ დაგიწყებ რა სჯობს და რა არა !
-ვახშამს კიდე შეჭამ? ახლაწესით ვახშის დროა
-არ ვიცი თუ ენერგია დამეხარჯება შევჭამ თუ არა და ვახშამი იქნება
-არანაირი განრიგი არ გაქვს ცხოვრებაში? აი ასე უბრალოდ აკეთებ იმას რაც გზად შეგხვდება?
-ზუსტად!
-მაინც ახერხებ სიტუაციის კონტროლს!
-გშურს?
-ცოტა...მზადაა შეგიძლია მიირთვა -სწრაფად გაამზადა სუფრა და სკამზე დაეშვა.ერთი სიტყვა არ უთქვამთ ,შემდეგ ისევ ალექსანდრეს მობილური ამღერდა ვიღაცას ესაუბრა ჩვეული ორსიტყვიანი წინადადებებით და სერიოზული ხმით . მობილური დადო და წამოდგა
-მოემზადე ...კლუბში მივდივართ
რამდენიმე საათში კლუბში იჯდა ,ალბათ ქალაქში ყველაზე ცნობილი ადგილი იყო იმდენი ხალხი ირეოდა ისეთი სიტუაცია იყო რომ გაკვირვებულიც კი იყო. ბართან დაჯდა მაღალ სკამზე და შეეცადა მოკლე კაბა ზედმეტადაც არ აწეულიყო მაღლა. მსუბუქ კოქტეილს მიირთმევდა და სიტუაციას აკვირდებოდა.
უკან დაბრუნება მეორე მანქანით მოუხდა რადგან ბატონი გოგონების ტანხლებით წავიდა კლუბიდან. ასე დასრულდა პირველი დღეც.
მშვიდად იდგა უზარმაზარ საწოლთან და ძილის წინ ლოცულობდა. შემდეგ დაწვა და რამდენიმე წამში დაეძინა კიდეც.
ერთი თვე იმდენად სწრაფად გავიდა რომ ორგანულად მიაჩნდა ყოველი წამი.ტითქოს მთელი ცხოვრება ამ გრაფიკით გაატარა და უცხოს ვერაფერს ხედავდა. როგორც ყოველთვის შეეჩვია სიტუაციას, მეორგო, კომფორტული გარემო მოიწყო და ყველაფერი შეისწავლა. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ უნახავს ალექსანდრეს ოჯახისწევრებიდ ა საცოლე. მხოლოდ „ნაცნობები“ სხვადასხვა გოგო ,უმეტესად გოგონები სტუმრობდნენ ღამით და დილით მათი კვალიც არ ჩანდა. თიკოს და ლიკას კარგად გაუგო , იმდენად საყვარელი გოგონები იყვნენ დისტანციის დაცვის სურვილიც არ ჰქონდა. ბევრი რამ მათგანაც გაიგო და სიმშვიდეც შეიგრძნო. ზაფხულის ცხელ დღეებს ბატონი ძირითადად სპორტულ კლუბში ატარებდა. უამრავი აქტივობით იყო დაკავებული დღის განმავლობაში იმდენ ენერგიას ხარჯავდა ცურვის, თამაშის და უბრალოდ გართობის დროს რომ ენერგოვამპირს ჰგავდა. მარიამი უბრალოდ უყურებდა იწვა შეზლონგზე, იჯდა მაყურებლის სკამზე როცა თამაშობდა და ესეც კი აცლიდა ძალას და წამში ეძინებოდა ბალიშზე თავის დადებისას. ალექსანდრეს კი სულ რამდნეიმე საათი ეძინა ისიც დილით. შეეძლო შუადღის ორზე ამდგარიყო ანდაც დილაადრიან გაეღვიძა და იმდენ ხანს ევარჯიშა სახლის ტრენაჟორების ოთახში რომ დაღამებულიყო. ერთ დღეს ბიჭებთან ერთად იმდენს დალევდა რომ ყველა გათიშული იყო მეორე დღეს კი წვეულებაზე წვენის გარდა არაფერი გაესინჯა. ეწეოდა მხოლოდ კლუბში , დალევის დროს ან სახლში აივანზე ყოფნისას. იცვამდა საოცრად გემივნებიანად და იყო ყოველთვის მოწესრიგებული. ვერ იტანდა უწესრიგობას სახლში ეს გოგონებისგან იცოდა და ისინიც იმდენად ყურადღებიანები იყვნენ რომ მტვრის ნაწილაკსაც კი არ ტოვებდნენ სადმე. ალექსანდრეს ოთახს ყოველთვის ლიკა ალაგებდა თიკომ მე იქ არასდროს შევსულვარო , ერთხელ შემთხვევით სუნამო გავუტეხე და მას მერე ლიკუნას გადააბარა თავისი ოთახიო. დალის გარდა სახლში საჭმელს არავინ აკეთებდა. თორნიკე და გაბრიელი არ ჩანდნენ, როგორც გაიგო გაბრო ისვენებდა თორნიკე კი საქმეებს აგვარებდა.