11 თავი

589 24 5
                                    

საღამოს წვეულებაზე წავიდნენ, მთელი კლუბი ჰქონდათ დაკავებული და ნამდვილი საგიჟეთი იყო. ალექსანდრე მაშინვე შეერია ხალხს, მალე კატოც გამოჩნდა და ძირითადად ერთად იყვნენ. მარიამს რამდენიმე ნაცნობი გამოელაპარაკა,შემდეგ თავი დაიძვრინა ბართან მივიდა და კოქტეილი შეუკვეთა . იქ ყოფნა არ უნდოდა,ისევ სტკიოდა თავი ამიტომ გარეთ გავიდა და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა.
-მარიაამ - ნაცნობი ხმა რომ გაიგო გაიღიმა და უკან შებრუნდა
-ბექააა , კარგი წვეულებაა გილოცავ წინასწარ -ლოყაზე აკოცა ბიჭს და ისევ გაუღიმა
-მადლობა...არ ველოდი შენს აქ ნახვას
-ქორწილის მოსაწვევი მივიღე და აქ რომ მხედავ ეგ რატომ გიკვირს?
-ვერ გამიგე... არ ველოდი თუ ალექსანდრესთან ერთად მოხვიდოდი! მეგონა ჭორი იყო უბრალოდ
-და კიდევ რა გეგონა?- ჩაიცინა და სასმელი მოსვა
-ერთად ხართ მარიამ?
-ერთად ვართ? მე და ალექსანდრეზე ამბობ?
-მასთან ცხოვრობ და ანუ...შეუძლებელია ალექსანდრესთან იყო , მაპატიე რომ ეს ვიფიქრე ! არ მჯერა მართლა უბრალოდ მეც არ ვიცი რატომ გკითხე ,ყურადღებას ნუ მომაქცევ , ძალიან ვარ აღელვებული და ამ ქორწილის წინ მეც არ ვიცი რას ვაკეთებ...არ მიყვარს ხომ იცი ეს პომპეზურობა ,მაგრამ ვერაფერი გავაწყვე
-ბექუნაა არ გრცხვენია? წინასაქორწილო წვეულებაზე ყოფილი შეყვარებულის პირად ცხოვრებას არკვევ? ნწ ნწ ნწ რა საქციელია ეს? - ალექსანდრე ისე უცებ გამოჩნდა მარიამსაც კი გაუკვირდა, ბექას მხარზე მოხვია ხელი და ჭიქა მის ჭიქას მიადო-გაგვიმარჯოს ...
-თუ ღმერთი გწამს ...
-რა არ არკვევდი ? თუ ყოფილი არაა?
-მხოლოდ შეყვარებული არ იყო და შესაბბამისად სრულიად ბუნებრივია რომ ვკითხე
-არ უნდა გეკითხა ... საერთოდ არ გიცნობს ხედავ? - მარიამს გადახედა და გაიცინა .
-და შენ იცნობ?
-ისე როგორც საკუთარ თავს...ისე ბექუშ ახლა რომ ათენებ თან სულ ტყუილად ხვალ დილით გაღვიძება არ დაგეზარება?
-ტყუილად რატომ
-ნაშას შენ ვერ ააგდებ, სტრიპტიზის მოცეკვავეები არ ჩითავენ და ვაფშე მაგარი უპონტოდ ხარ რა . გინდა საჩუქარი გაგიკეთოთ ორივეს?
-რამე საოცრებას ნუ მოიფიქრებ ცოლის გარეშე რომ დავრჩე
-არა როგორ გეკადრება...ცოლის გარეშე რომ დარჩე ნაღდად არ მაწყობს. შენი გოგო რომ მომწონდეს კიდე შეიძლება,მაგრამ ხომ იცი არასექსუალური ქალები არაა ჩემი სტიქია
-ღმერთო ოდესმე ამასაც უშველი?- ბექამ დანანებით ჩაილაპარაკა და გაეცალა ალექსანდრეს
-რატომ აიძულე წასვლა?!
-ვაიძულე?
-ისე ელაპარაკე აიძულე!
-გენიშნებინა მასთან ჟღურტული თუ გინდოდა და წინასაქორწილო გასართობიც შენ თუ იქნებოდი და გავიდოდი
-სად რეკავ-როგორც კი მობილური მოიმარჯვა ალექსანდრემ მაშინვე ჰკითხა და პასუხს დაელოდა,რომელიც საკმაოდ იგვიანებდა,სამაგიეროდ ალექსანდრეს ჩვეული დამცინავი ღიმილი ჰქონდა, ჩანაფიქრის ირონიულობაში არწმუნებდა მარიამს .
რამდენიმე წუთში მთლიანად ჩაბნელდა კლუბი საიდანღაც ხმა გაისმა რომელიც საპატარძლოს და სასიძოს წინ გამოსვლას სთხოვდა, შემდეგ ორივე ცალ ცალკე დასხდნენ და კლუბური განათების ფონზე ერთბაშად გამოჩნდენ მოცეკვავე ბიჭების და გოგონების ჯგუფი. დარბაზიც გაიყო და მათ შორის ალექსანდრე გამობრძანდა.
-ჩემო საყავრლებოო გილოცავთ წინასწარ ხვალინდელ ბედნიერ დღეს და ორივე თქვენგანს იმ საჩუქარს გიკეთებთ ,რომელიც გსურდათ გულის სიღრმეში. მეტი სიგიჟე მეგობრებო, ჩვენი ბექუნა ცოლს ირთავს ... ვერთობით ბოლომდე- ხმამაღლა დაიყვირა. სასმელით სავსე ჭიქა ბოლომდე დაცალა და შემდეგ მართლა თავდაყირა დადგა ყველაფერი. გოგონები შიშველი მოცეკვავე ბიჭების ირგვლივ შეიკრიბდნენ. ბიჭები იმ საოცარ ძელზე მოცეკვავე ქალებს უყურებდნენ და ალექსანდრე სანახაობით ერთობოდა
-შეგიძლია იმათგან რომელიმე აირჩიო...ან ორივესგან - მარიამს უთხრა ჩუმად და ჭიქა მიუჭახუნა
-ასე ჩუმად როგორ ჩნდები ხოლმე
-აბაა რომელი გინდა? ის შავგვრემანი ბიჭი წავა დარწმუნებული ვარ . მაღალი კლასის მოცეკვავეები არიან , დაავადებულები არ იქნებიან მარა პრეზერვა*ივი მაინც წამოიცვას დააკვირდი... გოგოებიდან კიიი რომელი გირჩიო არ ვიცი ყველა თავისებურად კარგია აიი ის დიდმკერდიანი საოცარ ...
-თუ შეიძლება დამდე პატივი და მორჩი ღადავს...ჩემს გარდა რამდენი გასართობი გყავს
-რა იყო მარიამ რაა წარბი მაინც შეარხიე ცოტა, იცეკვე მაინც ისეთი მელოდიაა
-ვხედავ როგორ ცეკვავ და სურვილი მეკარგება
-რას უწუნებ ჩემს პლასტიკას არსდროს მეუბნები
-სერიოზულად?
-კარგიი ხო ...გავალ ჩემით!
-დიდხანს დავრჩებით?
-ბავში კარგადაა ,ძინავს. დავურეკე თიკუნას და მითხრა ყველაფერი
-როდის დაურეკე
-რამდენიმე წუთის წინ...
-იმ საქმეებს ქორწილის შემდეგ მიხედავ?
-სანდრიიი წამო ვიცეკვოთ და მერე გავიდეთ- ჭიქით ხელში უკვე მთვრალი კატერინა მიუახლოვდათ, ყელზე მოეხვია და როგორც ყოველთვის კოცნა დაუწყო. მერე ერტად ცეკვავდნენ, სვამდნენ და ბოლოს ერთად დატოვეს კლუბი. კიდევ ერთ გოგოსთან ერთად რაც სრულიად მარაზმი იყო მარიამისთვის.
სახლში რომ შევიდა ბავშვს დახედა და მშვიდად მიუწვა გვერდით. მაინც ვერ დაიძინა, ცაი მოიმზადა და ფანჯარასთან დადგა. აივნისკენ გაექცა თვალი და კარგად დაინახა იქ მდგომი სამი სილუეტი. შემდეგ როცა კადრების გარჩევა შეძლო ფარდა ჩამოაფარა და ფანჯარას მოშორდა. დაზინება გაუჭირდა, იმ ღამით ზედმეტად ბევრს ფიქრობდა. მეორე დღეს დილიდან არ ჩანდა ალექსანდრე. არც უკითხავს მარიამს, ბავშვთან იყო და თორნიკეს ესაუბრებოდა. დარბაზიდან გამოსული დაინახა კიბეზე ასვლამდე, შორტისამარა მიაბიჯებდა და სულ მთლად სველი იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვი დატოვა და მეორე სართულზე ავიდა, ალექსანდრე უკვე აივანზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. გვერდით მიუჯდა ,ერთხანს ჩუმად იყო სემდეგ თავად დაარღვია დუმილი
-ახლა ვხვდები ასეთი ძლიერი რატომ ხარ... თითოეულ შენს გულისამრევ საქციელს ვარჯიშში დახარჯული ენერგიით ანაზღაურებ!
-დღეიდან ჩემი და ქალების ურთიერთობას არ განვიხილავთ!
-თემა რომელმაც ერთ დღეს შეიძლება პრობლემა შეგიქმნას არ გინდა რომ განიხილო?
-სწორად გაიგე!
-ამ დილით საინფორმაციოში დააანონსეს რომ ირაკლი დღეს პრესკომფერენციას აწყობს და დილიდან მიმდინარეობს მზადება.იცი რას აპირებს?
-მოიწვევს ყველა მხარდამჭერს და ჟურნალისტებს განუცხადებს რომ მერობის კანდიდატია,ხალხს დათოს მანკიერ მხარეებს აჩვენებს და დაპირებებს უხვად გასცემს! შემდეგ პირდაპირი ეთერიდან ურჩევს მამაჩემს რომ არჩევნებამდე თანამდებობა დატოვოს
-პირდაპირ ტექსტი მიიღე ?
-ხო ! ამას შეცვლის ,მაგრამ არაუშავს აზრს იგივეს დატოვებს დიდი დიდი მეც გამლანძღოს და დათას ანიშნოს რომ ჩემ გაფუჭებულ საქმეებს მის წინააღმდეგ გამოიყენებს
-მაინც რა საქმეებს
-იმას რასაც მე მივუგდებ ...არ ვიცი ვნახოთ, მოვიფიქრებ ნელ-ნელა რამეს . ახლა თავი მტკივა
მარიამი ჩუმად იჯდა მობილურზე თემომ რომ დაურეკა
-თემოა...
-უპასუხე რას ელოდები
-გისმენ თემო ...
-მარ პრივეტ...როგორ ხარ?
-კარგად ,შენ?
-მეც კარგად ...პასუხი მზადაა და შეგიძლიათ მოხვიდეთ
-ასე მალე? მადლობა თემო აუცილებლად მოვალთ კლინიკაში იქნები ხომ?
-კი აქ ვარ ...გელოდები მაშინ
-ასე მალე ? ანუ უკვე მზადაა?
-ხო მზადაა და შენ წახვალ?
-არა შენ წახვალ რაც შეიძლება შეუმჩნევლად მიხვალ და დაბრუნდები პასუხით!
-ახლავე წავალ ...გოგოები გადიან და ბავშვი ?
-მე მომიყვანე ორ საათს დავიტოვებ არაუშავს ...
-საჭმელს გავამზადებ მაშინ და ისე წავალ
-წადი და ვიზამ მე რამეს ... დროზე მარიამ
-მივდივარ ... დამშვიდდი!
მარიამი კლინიკაში წავიდა, უკანა კარიდან შევიდა კაბინეტში სულ რამდენიმე წუთი დაჰყო და იქაურობას გაეცალა. კონვერტი ჩანთაში ედო სახლში რომ შეაბიჯა. ალექსანდრეს ხელში ეჭირა ბავშვი მკერდზე ჰყავდა მიკრული და ზურგზე ხელს უსვამდა თან თავზე კოცნიდა და რაღაცას ელაპარაკებოდა ,აშკარად ამშვიდებდა და გამოსდიოდა კიდეც
-მოვიტანე ...- ჩანთიდან კონვერტი ამოიღო და ალექსანდრეს გაუწოდა. ბავშვი გამოართვა და მაგიდაზე დადგმული ფაფის ბოთლი აიღო
-ცხელია ჯერ არ აჭამო
-მერე რომ გაგეგრილებინა ვერ მოიფიქრე?
-თან ტიროდა და რა მექნა...
-თორნიკეს ურეკავ?
-ხო...ახლა არ უპასუხებს მაინცადამაინც ! მისმენ?
-ხო აქ ვარ რა არი...
-რა გათიშული სახე გაქ
-მეძინა ... სახვევი მომხსნეს დღეს თავიდან და ცოტა მტკივა .რატო მირეკავ რა ხდება
-არ ჩავარდე ახლა კრუნჩხვებში ,ანალიზის პასუხი მზადაა და აქ მაქ.
-მზადააა? მერე რაო
-არ გამიხსნია ჯერ ...შენს თვალწინ ვნახავ
-რას მაწამებ ცოტა სწრაფად რომ გახსნა არ შეიძლება? ახლა კითხვასაც ორ საათს მოანდომებს
სანამ თორნიკე უყურებდა და ჯუჯღუნებდა ალექსანდრე ფურცელს დაჰყურებდა მერე ბავშვს გახედა და გაეცინა
-რა ...რა გაცინებს
-შენია ლაწირაკო, მამა ხარ ... ეს წითური წერტილი არის ჩემი ძმისშვილი აზრზე ხარ? - ბავშვი ხელში აიყვანა და თორნიკესკენ შეაბრუნა რომელიც გაშტერებული იხედებოდა და ხმას არ იღებდა-ენა გადაყლაპა მგონი მამაშენმა ...იცის ხოლმე ასე ,ვერ გამოხატავს ემოციას არ გაგიტყდეს შენ - ბავშვს ეჩურჩულებოდა და იცინოდა
-ნახვა მინდა... გავგჟდები ასე შორიდან ყურებით . მე კიდე რამდენიმე თვე მომიწევს აქ ყოფნა. შვილი მყავს ტო ...თან გოგო . ასეთი პატარა
-დამშვიდდი ახლა ამის გაზრდაზე ნერვიულობა არ დაიწყო. ძიზას ავიყვან დღესვე , ყველაფერს ვუყიდი , მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნი და შენს გამოჯანმრთელებამდე ლაპარაკსაც ვასწავლი თუ გინდა !
-არ ჩამოიყვან?
-მაგაზე მე არ ვიფიქრე შენი აზრით? მარა პატარაა ძალიან ....თან ახლა ვერ წამოვალ მაქსიმუმ ორი კვირა მჭირდება და შემდეგ ჩამოვიყვან
-ორი კვირა რათ უნდა ირაკლისთან საქმის მოგვარებას. დავიჯერო საკმარისი არ არის მის წინააღმდეგ რაც გაქვს?
-იცის რაც მაქვს და მოპარვაზე მუშაობს ! ამიტომ უფრო ჭკვიანური გეგმა მჭირდება რასაც მოფიქრება უნდა,შენ კიდე მამიკო მანდ გაიშოტე და არაფერში მეხმარები! ის კიდე ვერ ჩამოვიდა რამდენი თვეა და მარიამის დამრიგებლური მზერის ქვეშ მუშაობა არ შემიძლია.
-ბავშვს ფრთხილად მოკიდე ხელი ...არ მოუჭირო არ გამიჭყლიტო
-მამიკო მინდა შეგახსენო რომ წითურს სახელი არ აქვს -მარიამი ჩაერთო საუბარში
-თორნი დედიკოს სახელი, თინა რო დაარქვა არ გინდა?
-ალექსანდრე არ ვარ მანდ და მიშლი ხო ნერვებს! იხალისე რა გაქ საქმე
-როგორ რა მაქ...ძმის შვილი უნდა გავზარდო. აბა მისი ლაწირაკი მამა დალეწილია და რა ქნას ბავშვმა- სანამ ალექსანდრე დივანზე მიწვა ფეხები მაგიდაზე აალაგა და ძმის ნერვების მოშლა სცადა ბატონმა თორნიკემ არჩევანი გააკეთა
-ალექსანდრა ...
-ხო
-შენ კი არ გეძახის ...ალექსანდრას ვარქმევო -მარიამმა ღიმილით უთხრა და წამსვე წამოვარდა ფეხზე.ლამის გადაბრუნდა
-რა ალექსანდრა ... სხვა სახელი ვერ მოიფიქრე?
-ბავშვი ჩემია და სახელიც მე უნდა დავარქვა ხოდა იქნება წითური ალექსანდრა
-კარგი ..თუ ასე გინდა
დიდხანს ელაპარაკებოდა თორნიკე , ალექსანდრე ბავშვს უყურებდა, მერე ხელში დაიჭირა გულზე მიიწვინა და ჰყავდა ასე გატრუნული,მის განიერ გულ-მკერდზე მართლა წერტილივით ჩანდა პატარა ალექსანდრა.
საღამოს ეზოში ისხდნენ ალექსანდრე რომ დაადგათ თავზე და განუცხადა მივდივართო. ბავშვი ხელში აიყვანა და მანქანაში ჩაჯდა. მარიამისთვის არაფერი უთქვამს, პირველად მიდიოდნენ ლიზას და დათოს სახლში. ეზოში იმდენი ბიჭი იდგა პრეზიდენტის დაცვაში ალბათ ნაკლები წევრი იქნებოდა. ალექსანდრე რომ დაინახეს კარი მაშინვე გააღეს და შეატარეს. ბავშვი ისევ ხელში ჰყავდა იგივე პოზაში როგორც ყოველთვის და ამჯერადაც გატრუნული იწვა პატარა ქალბატონი. მარიამი გვერდით მიჰყვებოდა და ყველაფერს აკვირდებოდა.
-ალექსანდრე შილო როგორ ხარ?- საშუალო ხნის ლამაზი ქალი შეეგება
-კარგად ძიძა შენ როგორ ხარ ამათ ხელში?
-სანდროოო ეს პატარა თორნიკესია ხო?
-ხო ,თორნის გოგოა - განსაკუთრებული სითბო იგრძნობოდა მის ხმაში. ბავშვს დახედა, თავზე აკოცა და მერე ისევ გაღიმებულ ქალს შეხედა- დედა სად არის?
-როგორც ყოველთვის
-მამა?
-მამა კაბინეტშია ...მთელი დღეა ცუდადაა და ახლა ადგა , მერე ვიღაცას ეჩხუბა მობილურით და იმის მერე კაბინეტშია შეკეტილი
-კარგიი ძიძაა გავალთ ჩვენ მაშინ ლიზიკოსთან - ქალს ლოყაზე აკოცა და წავიდა
-მეც წამოვიდე?
-არ გინდა ლიზიკოს ნახვა?- გამოხედა უკან მდგომ მარიამს და გაუცინა.
სახლში დიდი დერეფანი გაიარეს შემდეგ უკანა მინის კარი გახსნა და ეზოში გავიდა. იმდენი ყვავილი იყო ირგვლივ თავი სემირამიდას ბაღებში გეგონებოდათ. ყველაფერი ფერადი და ლამაზი იყო, მოშორებით ლამაზი შენობა ჩანდა სადაც ქალბატონი იჯდა წინ გრძელი ქოთანი ედგა და ფერად ყვავილებს გრავდა . იმდენად იყო თავის საქმეში ჩართული ,რომ ვერც შეამჩნია სტუმრების მისვლა
-დედა ყვავილებს ჩემი სახლისთვის არ გამატან?
-ალექსანდრეე - ერთ სიტყვაში იმხელა გრძნობა ჩანდა გადმოცემა შეუძლებელია, ქალი სწრაფად წამოდგა და გაბრწყინებული თვალებით მოეხვია შვილს- პატარა წითურიც მოგიყვანია...ასე რომ დაატარებთ ამ ბავშვს რომ გაცივდეს მერე? ალექსანდრე რამე მოხდა? ხომ კარგად ხარ ?
-რა უნდა მომხდარიყო მოვედით მე და ჩემი ძმისშვილი არ შეიძლება?
-მართლა?
-მართლა დედა ,მართლა
-კარგიი...მარიამ როგორ ხარ?
-კარგად გმადლობთ, თავად ?
-მეც კარგად ... მოდი დაჯექი ყავას დალევ? ალექსანდრე შენ?
-არა გმადლობთ ...
-მეც არაფერი მინდა დედა ... ლამაზი ყვავილებია გამატან?
-რომელიც გინდა ის წაიღე...ოღონდ კარგად მოუარონ უთხარი, დამირეკონ და მე ვეტყვი რომელს როგორ უნდა მოექცნენ
-არის ქალბატონო..ვეტყვი თიკუნა ლიკუნას და დაგირეკავენ. დატოვე ახლა ეგ და წამო სახლში ... მამას ნახვა მინდა
-კაბინეტშია და არ გამოდის მთელი დღეა... ის ირაკლი რაღაცას ხლართავს და ცუდადაა. ვეუბნები დაანებე თავი-თქო და არ იშლის, უნდა მოკვდეს მაინცადამაინც და დამტოვოს...თუ ჰგონია უკან გავყვები ძალიან ცდება ! არც ვიტირებ აი ნახოს ...ეგ იმ დამპალს შეეწიროს და მ ვიგლოვო?
-არ მოკვდება ნუ გეშინია... არც არავის შეეწირება - თავიდუფალი ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა - მე მივხედავ ყველაფერს...ხო გჯერა ჩემი
-მართლა ? მართლა მიხედავ? ჩემ თავს გაფიცებ ალექსანდრე
-ვეცდები ყოველ შემთხვევაში...მთავარია მამა ბატონმა ნება დამრთოს
-მამაშენს მე მივხედავ ოღონდ შენ იყავი ჩვენთან ჩემო ბიჭო - გაიღიმებული მიეხვუტა და ლოყაზე აკოცა- ის დალეწილი როგორაა ...
-კარგადაა ...
-დედამისი გუშინ ჩამობრძანდა და მამაშენს დაურეკა „დათუუუჩააა თორნიკეზე ზალიან ვღელავ და იქნებ შენ გაარკვიო როგორაააო „ უტვინო ქალი ! ღელავს კი ერთი თვითმფრინავი გაავსო იმდენი რამე იყიდა ნერვიულობისგან !
-შეეშვი რა დედა !
-დიდი ხნის წინ შევეშვი მე ! წამოდი ახლა გამოვიყვანოთ დათვი თავისი ბუნაგიდან ,წამალიც დასალევი აქვს და იქნებ შევატყუო როგორმე თორე დამტანჯა !
რეზინის ხელთათმანები მოიშორა და კუსკუსით წავიდა სახლისკენ.
-ყვავილები როდის გინდოდა
-შენ არ გინდა? ეზოში დავრგოთ...უხარია რომ მოდის და ფერადი ეზო ხვდება-ჩუმად უთხრა და ბავშვი მკლავზე დაიწვინა- დაეძინა ისევ ... რანაირი ბავშვია როდის გაიზრდება ახლა კოცნაც მეშინია- ჩუმად ჩაიბურდღუნა და სახლში შევიდა
-მამაშენთან მიგყავს? მე დავიტოვებ
-მიმყავს აბა რისთვის წამოვიყვანე !
-დარწმუნებული ხარ რომ დღეს ღირს?
-მეორედ არ შემომიშვებს სახლში და დამიჯერე ღირს!
-რა ჩაიფიქრე
-ნახავ...- მეორე სართულზე ავიდნენ და ერთ ერთ ოთახთან გაჩერდნენ. ელიზაბეტმა რამდენჯერმე დააკაკუნა
-დავიიიით...გააღე ალექსანდრეა მოსული,საქმე აქვს და თუ შეიძლება დაგვდე პატივი და შემოგვიშვი !
-შენთან იქნება და მიხედე...არ მაქვს ახლა მაგის ნერვები და გითხარი მშვიდად ყოფნა მადროვე-თქო
-ამდენ ხანს რატომ ელაპარაკები დედა? -გასაღების აცმა აიღი ერთ ერთი ამოარჩია და კარს მოარგო. ორ წუთში კაბინეტის კარი გააღო და მშვიდად შეაბიჯა - გამარჯობა მამიკოო როგორ ხარ? -ტყავის სავარძელში იჯდა დავითი და რაღაც საბუთებს ჩაჰკირკიტებდა . სათვალე დაეკოსა ცხვირზე და ასეც სიმპატიურად გამოიყურებოდა. სათვალის ზემოდან ახედა შვილს და შემდეგ მის ხელში ჩამალულ პატარა არსებას
-ცუდად ვარ... სხვა დროისთვის მოაწყვე მასკარადი თუ არ გინდა რომ მოვკვდე
-რა დროს სიკვდილია...პირველი შვილიშვილი გყავს ჯერ. გაიცანი ალექსანდრა ეს ბაბუა დავითია ,მაგარი კაცია პროსტა ბევრი მიქარა და ახლა ერთად მოაწვა ყველაფერი და ახრჩობს. მაგრამ შენი საყვარელი ბიძია რისთვის არსებობს? საყვარელ მამიკოს რომდ აეხმაროს გაჭირვების ჟამს და აი ეს - ტელევიზორის პულტი აიღო და ჩართო, ეკრანზე პრესკომფერენცია იყო პირდაპირი ეთერით სადაც ირაკლი საუბრობდა - რომ მოვაშორო,გავაქრო და სადავეები შენს ხელში დავტოვო
-ნუ მაცინებ თუ ღმერთი გწამს...შენ საერთოდ რა გაგეგება ,როგორ უნდა მომაშორო ეს წურბელა
-ჯერ შენს შვილიშვილს მიესალმე ,გაუღიმე და უთხარი რომ ბევრ საჩუქრებს მისცემ და პირველ გოგონას ოჯახში გაანებივრებ...აი შემდეგ კი მივხურავ კარს და გეტყვი როგორ მოვიშოროთ ირაკლი
-ჯერ მამამისმა გაარკვიოს მისია თუ არა და შემდეგ ვნახავ
-ნუ ხარ ასეთი დაუნახავი, შვილიშვილი გყავს და ირაკლიზე ნერვიულობ? გაგიხარდეს მაინც იქნებ ამის იმედზე მოგიწიოს ყოფნა სიბერეში
-მოხუცი ვარ მე უკვე და წესით შენს იმედზე უდნა ვიყო ,მაგრამ იმედი არ მაქვს საერთოდ არაფრის!
-სულ ტყუილად !
-ახლა არ მითხრა დილით გავიღვიძე და მივხვდი რომ კაცობა მინდა მერე ჩავიცვი და გამოვვარდი შენს დასახმარებლადო
-შენი დახმარება კაცობა ნაკლებადაა...აი მამიკოს გაფუჭებული საქმეების მოგვარება და დედიკოს მშვიდი სიბერე კი შეიძლება
-შენ რომ ჩემს გაფუჭებულ საქმეებზე ისაუბრებ ...რა ხდება ეს გოგო ისევ შენთანაა?- დერეფანში მდგომ მარიამზე ანიშნა და გაიცინა- ხო არ შეგიყვარდა ?
-მიყვარს უბრალოდ ისე არა როგორც შენ და დედას გინდათ ... ხო ისე გამაკვირვე მის გადაბირებას რომ არ შეეცადე
-ვინ გითხრა რომ არ შევეცადე ... არაფერი გამომივიდა.... მერე ირაკლი გამოჩნდა ,ამიტომ შევეშვი .ბავშვით ხელში უნდა იდგე და ელოდო როდის შეწყვეტს კრუსუნს?
-მოქმედებს?
-ძალიან ! შენ რომ დაგატარებდი წინ და უკან მახსენდება და ვნანობ... ნეტა თავიდანვე არ გამეთამამებინე გეტირა და გეყვირა
-მორჩები ახლა ლაქლაქს მოუსმენ თუ ასე შემოვლით უნდა ისაუბროთ დავიღალე უკვე- კარი შეგლიჯა ელიზაბეტმა და მაგიდაზე ხმაურით დაარტყა ხელები
-შენ რამ დაგღალა ელიზაბეტ?
-შენ !
-რომ დაისვენო უნდა მოვკვდე... რომ მოვკვდე ვიცი ცუდად იქნები და მითხარი რა გავაკეთო
-ალექსანდრეს მოუსმინე ...უბრალოდ მოუსმინე
-რატომ გაქვს შენ ამის იმედი ვერ ვხვდები
-მე თვალებშ ვიყურები,მესმის,ვიაზრებ და ვიცი შენ კიდე ვეღარც ხედავ, აღარც გესმის და ვერც აზროვნებ რომ რამე გაიაზრო !
-და რა ახლა უნდა დავიჯერო რომ მე ამ თავნება , გაუზრდელი კაცის ნაცვლად საქმიან, ჭკვიან და დაფიქრებულ ადამიანს უნდა ვხედავდე?
-საქმე ლაპარაკის ნაცვლად,თორემ მართლა დავიღალე მამაჩემო- ბავშვი მარიამს მიაჩეჩა და ხელით ანიშნა დაჯექიო
-თათბირია თუ მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ
-დედაც უნდა იყოს
-დედა რომ უნდა იყოს გავიგეთ და ის?
-ის მხოლოდ ჩემთვის არის...შენთვის მისი ყოფნა არ ყოფნა დამიჯერე არ იმოქმედებს! ახლა კი ბატონ ირაკლიზე ორიოდ სიტყვით... რა უნდა ? რატომ? რისთვის? რას გააკეთებს ? როგორ მოვიშოროთ და შენ როგორ დაგუბრუნოთ პოსტი ამდა სხვა თემებზე ვისაუბრებ თქვენი მონა მორჩილი
-უკვე რომ გვეღადავება გავატარო ხო?
-გაჩუმდი!
-ირაკლი ერთი დაბოღმილი, შეშლილი ბიჭია რომლის მამიკომ თავი იმიტომ მოიკლა რომ დედიკოს შენ უყვარდი მთელი ცხოვრება და ვეღარ გაუძლო ! პატარა ირაკლი ამ ყველაფერს ისმენდა, ხედავდა და ფსიქიკა დაუზიანდა, არასწორად გაიგო ან სწორად და ბოლოს გადაწყვიტა რომ მამიკოს არაპირდაპირ მკვლელზე შურისძიება იყო მისი ვალი...გავიდა წლები და მიუახლოვდა კიდეც მიზანს
-შენ საიდან იცი ...
-მე არაფერი მითქვამს გეფიცები!
-მართალია დედიკოს არაფერი უთქვამს ... კარგია რომ არ უარყოფ
-ვუარყოფ რა თქმა უნდა...მე არაფერ შუაში ვყოფილვარ დედმისთან ურთიერთობა არ მქონია,არასდროს არანაირი . თუმცა ვუყვარდი ,მაგასაც თუ სიყვარული ერქვა ასეც შეიძლება ითქვას ! მამამისი კი ყოველთვის გიჟდებოდა დედამისზე რომ მოიტაცა ეგონა შეუყვარდებოდა, დედამის კი საშინლად ექცეოდა და ვეღარ გაუძლო მითხარი მე რატომ ვარ დამნაშავე!
-რა შენი ბრალი იყო ასეთი სიმპათიური და გასაგიჟებელი თუ იყავი და მხოლოდ დედიკო გიყვარდა და მხოლოდ თინასთან იწექი ...
-გეყოფა !
-კარგი მეყოფა...რაც შეეხება მის მიზანს ეს შენ ხარ თანაც უპირობოდ . უნდა გაგანადგუროს, ისე დაგამციროს და დაგცეს მიწაზე რომ შენც მამამისი ბედი გაიზიაროს უბრალოდ ვერ ხვდება რომ მამამისი ერთი საცოდავი კაცი იყო რომელმაც ქალის მორჯულება ვერ შეძლო შენ კი ...შენ მოკლედ ს არასდროს გადაწყვეტ!
-თვითმკვლელობამდე მიყვანას თანამდებობიდან ჩამოგდებით აპირებს? ამ ასაკში რომ გადავდგე არც არაფერი დაშავდება რა სისულელეს ამბობ
-არა მხოლოდ თანამდებობის დატოვება,მისი მიზანია ყველა შენი შავი საქმე გამოააშკარაოს, ბევრი დაამატოს, შააბუქოს,გაალამაზოს ჩემი საქმეებიც ზედ დაურთოს და საქვეყნოდ დაგამციროს, გაგაკოტროს შენი ცხოვრება კი იმდენად გააუფასუროს რომ აღარაფერი დაგრჩეს, არავინ და არაფერი .სავარაუდოდ ელიზაბეტსაც მისწვდება და საერთოდ თორნიკეს არსებობასაც გამოიყენებს
-ამ ინფორმაციას საიდან ფლობ
-იქედან საიანდაც ვიცი რომ ყველა შენმა კომპანიონმა ,უკლებლივ ყველამ ჩემი მომავალი სიმამრის გარდა, გიღალატა და ახლა ირაკლის წესებით თამაშობენ
-სისულელეა...საიდან მოიტანე ვერ გაბედავენ იციან რომ უჩემოდ
-რა რომ ცაიძირებიან თუ მათ საქმეებს რომ გამოააშკარავებ...აბა საქმეები ,სად არის ის მასალები რაც მათ წინააღმდეგ გაქვს
-იქ სადაც ...შეუძლებელია ნუთუ იმ ნაბიჭვარს აქვს
-აქვს ,მაგრამ ასელებია ისინი მხოლოდ...ხომ უნდა გაგვეგო ვირთხა რომელია
-გინდა მითხრა რომ ის დოკუმენტები მან მომპარა შენ კი შეცვალე და დედანი გაქვს შენ?
-არა მე მინდა გითხრა რომ მათ წინააღმდეგ ისევ გაქვს სამხილები ... თუმცა მე სამხილები ირაკლის წინაარმდეგაც მაქვს და არც შენ ხარ გამონაკლისი მამაჩემო
-არ მჯერა !
-კარგი რა მამიკო ... სიტყვაზე არ ენდობი საკუთარ შვილს? ახლა რა ყველა შენი შავი საქმე უნდა ჩამოვთვალო ? პირდაპირ რომ დაგისახელო თანხა რაც უკანონოდ გაქვს ბიუჯეტში და შევთანხმდეთ რომ ამ თანხის სხვადასხვა ფონდებში გადარიცხვის შემთხვევაში მე ირაკლის გავაქრობ?
-მაშანტაჟებს? ელიზაბეტ ჩვენი სულელი , თავქარიანი , გაზულუქებული შვილი გვაშანტაჟებს? თან ამ ინფორმაციას ყველას ფლობს?- სიცილით შეუბრუნდა გაშეშებულ ცოლს რომელიც გაკვირვებისგან თვალსაც არ ახამხამებდა - რამე გააეთე რო გამოვფხიზლდე და გეფიცები ეს თუ მართლა ჩვენი ალექსანდრეა მთელს ჩემს ქონებას გაჭირვებულებს დავურიგებ თუ უნდა ...ოღონდ ეს ყველაფერი იცოდეს ... შეეძლოს და
-ისაა ...ნამდვილად !
-რომ მასანტაჟებ მაინც არ მომწონს ,მაგრამ მაგას დავეძებ? მგონი არ მიცხოვრია მთლად ფუჭად და ჩემი შვილი ყველაფერს არ გაანიავებს !
-გეყოფა რა მამა !
-რა მეყოფა...რას დავეძებ ირაკლის ახლავე უნდა ავღნიშნოთ ეს ამბავი რამე დასალევი გვინდა პირველად ვგრძნობ რომ ვაჟკაცი მყავს ! - უცებ წამოვარდა კარადიდან ვისკი გამოიღო და ჭიქებში ჩამოასხა
-გეყოს მასხარაობა და მოუსმინე ბოლომდე! ეს კიდე არ დალიო...წამალი გაქვს დასალევი შენ- ვისკის ჭიქა გამოგლიჯა და წაბლის შუშა დაუდგა წინ.
-მოკლედ ,ბატონი ირაკლი აქამდე რომ მოსულიყო ბევრი ცუდი საქმე გააკეთა რის გამოც დიდი ხნით მოუხდება ციხეში ყურყუტი თუმცა რადგან ციხეში ყოფნას კანონმდებლობის მიხედვით შენც იმსახურებ ვფიქრობ უბრალოდ უნდა გავუშვათ აქედან ,თან სამუდამოდ
-და რა აქვს ასეთი ჩადენილი
-ისეთი რამეები რაც შენ არასდროს გაგიკეთებია დავით...არა მხოლოდ ფულის გამო საკუთარი სიამოვნების და ბოროტი მიზნების გამოც. საერთოდ ეგ კაცი ნამდვილი ტირანია და შენც კი ვერ ხვდები როგორი საშიშია
-არ მეტყვი ზუსტად რა ჩაიდინა? არაფერს მეტყვი ? ან რა ვიიცი მე რა გავაკეთო
-შენ ... თანხა უნდა მოიშორო რომელიც შრომით კი არა სხვების მოტყუებით გაქვს
-და იქნებ მთელი ქონება ასე მაქვს
-ქონების მესამედი ნამდვილად უნდა გაფლანგო და შემდეგ ნორმალური ბიზნესმენივით რომ იცხოვრო და მართლა ქალაქზე იზრუნო არაფერი დაგიშავდება არც შენ და არც მე ! დამიჯერე შენი ფულის გარეშეც შევძლებ ცხოვრებას ჩემ გარდა კი მემკვიდრედ არავის აცხადებ და შესაბამისად მეყოფა ,გვეყოფა მამა !
-ზედაპირულად საუბრობ...არაფერს კონკრეტულს არ მეუბნები
-თანახმა ხარ ?
-თანახმა ვარ , მხოლოდ იმიტომ რომ შენ რამე გააკეთო საერთოდ ნუ გამოვა თუ გინდა ოღონდ შევხედო რომ გადარდებს ეს ყველაფერი . მითხარი რამდენი და სად გადავრიცხო
-იმ ადგილას სადაც რესტორანს აშენებ სკოლას გააკეთებ მიუსაფარი ბავშვებისთვის , მაღალ ხარისხის და არა რაღაც სოროს. თავშესაფარს მოხუცებისთვის ,აქედან წასვლა რომ არ დასჭირდეთ სხვა ქალაქში და ცხოველთადამცველებთან ისევ რომ არ შეგექმნასპრობლემები ერთ თავშესაფარს შინაური ცხოვრელებისთვისაც გააკეთებ. ბუნებისდამცველების დასამშვიდებლად შეწყვეტ ამ კორპუსების შენებას ბინებს შორის და სკვერების გაკეთებას მეტ ფინანსებს დაუთმობ ,ხეების დარგვას დაიწყებ. გეგმებს შემდეგ დაგიდებ და კიდევ რამდენიმე ათასს მრავალშვილიან ოჯახებს მისცემ... ტექსტს ჩემი მდივანი მოგიმზადებს, ჟურნალისტებსაც ის შეუთანხმდება და ერთ თვეში გამოჩნდები.მანამდე იფიქრონ რომ დამარცხებულად თვლი თავს და წარმოდგენაც არ გაქვს როგორ გითხრიან ფეხ ქვეშ მიწას. ამ გამოსვლების პარალელურად ბატონ ირაკლის რამდენიმე საქმეს გამოააშკარავებს ერთ-ერთი ტელევიზია და არჩევნებიც მოვა
-ეს ყველაფერი კარგი ,მაგრამ არჩევნებში ირაკლიც მიიღებს მონაწილეობას?
-მიიღებს , მაგრამ მიღებულ ხმებს თავისი ნებით გადმოგცემს და იტყვის რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის!
-რომ არ თქვას და გაიმარჯვოს?
-გგონია ყველაფერს ყოველგვარი მაქინაციების გარეშე თუ გააკეთებ ხალხი ვერ დაინახავს და არ დაგიფასებს? უბრალოდ გულწრფელი უნდა იყო და უნდა იფიქრონ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ წინასაარჩევნო თამაში არ არის .
-ალექსანდრე რაღაც დაგავიწყდა
-რა დამავიწყდა მარიამ?
-ის რომ ირაკლისაც აქვს მამაშენის წინააღმდეგ მტკიცებულებები და ერთ თვეში შეიძლება ყველაფერი გააკეთოს ... ისიც დასაშვებია რომ თავადაც ჩაიძიროს და თქვენც ჩაგძიროთ. მისი ფსიქიკის მქონე ადამიანსითვის სრულიად ბუნებრივი იქნება მსგავსი ქმედება, მეეჭვება ადარდებდეს საკუთარი კარიერა , მხოლოდ დავითის განადჰურება სურს და ციხეშიც რომ აღმოჩნდეს უკან არ დაიხევს !
-გეგმა „ბე“ ყოველთვის მაქვს ამჯერად ვერ მოვიფიქრე,მაგრამ დავაკვირდები ინფორმაციასაც მივიღებ ან ექსპრონტად ვიზამ რამეს !
-ექსპრომტად ასეთ მნიშვნელოვან ვითარებაში?
-კარგი ხო მოვიფიქრებ რამეს ... ამომასუნთქო იქნებ ! - თვალები დაუბრიალა და ისევ მამამის მიუბრუნდა- კიდევ დამავიწყდა რაღაც
-რა დაგავიწყდა
-იმ ნარკომანთან შეთანხმებას არ დადებ! ის არაფერში დაგეხმარება ,ისედაც ბევრი შეიწირა უკვე მაგისმა ნაგავმა,ვერ წარმოიდგენ რა ხარისხის ნარკოტიკია ოთხი ბიჭი მარტო მე ვნახე მოწამლული ძლივს გადაარჩინეს და არ დაუშვებ რო ეგ თავისუფლად შემოიტანონ. საერთოდ უნდა გაამკაცრო კანონები მაგათ წინააღმდეგ
-კიდევ ერთი მტერი გავიჩინო? თუ შენ ვინც გაწვდის ნარკოტიკს იმას დვაუკავშირდე
-ჯერ ეს ერთი ხელშეკრულება არ დაგიდია მაგასთან და არც არაფერს დაჰპირებიხარ ,მეორეც მე არავინ მაწვდის ნარკოტიკს და ბოლოს და ბოლოს რომ მიხვდე რო ნარკომანი არ ვარ ურიგო არ იქნება. მეზიზღება ნარკოტიკი და ჩემო მრავლისმცოდნე მამიკოვ ს კაიფი უნდა გაგერჩია სხვა დანარჩენისგან
-ხომ გეუბნებოდი , შენ კიდე საკუთარ თავს არწმუნებდი რომ საშინელი შვილი გყავდა და ყველა უბედურებას ამას აბრალებდი! საერთოდ არ დამელაპარაკო აწი იცოდე !
-აბა ვის დაველაპარაკო
-თინას!
-დამღალე უკვე ელიზაბეტ!
-ხოდა წადი ან მე წავალ ალექსანდრესთან
-ოოო უკვე ჩემი წასვლის დრო მოსულააა...ბავშვს ეძინება.საქმეები მაქვს ,თქვენ მოაგვარებთ როგორმე ისე რომ ჩემი იდილეა არავინ დაარღვიოს. ყვავილებს მარიამი აარჩევს და გამოატანე წავედი მე
-დაცვის გარეშე მიდიხარ?
-მარიამ შენ რაღა დაგემართა? ესენი მოქმედებენ? წავალ მე აირჩიე შენ ყვავილები ,ჩადე მანქანაში და წამოგიყვანს მძღოლი
-მარტო მძღოლი დამიტოვე შენ დაცვას ჩაუჯექი !
-რა ხდება, რამე იცი და მიმალავ?- უცებ დახედა ზემოდან და ჩუმად გადაულაპარაკა
-ვიცი ის რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა !
-იქნებ შენც დარჩე...ერთად ვისადილოთ და მერე წადით ერთად
-არაა ...წავ
-მგონი სჯობს დარჩე არა?
-მარიამ!
-ბავშვი გამომართვი ,მე ბაღში გავალ და ყვავილებს ავარჩევ! - უცებ მიაჩეჩა ხელში ბავშვი და ოთახიდან გავიდა. ელიზაბეტიც გაყვა და დატოვეს მარტო მამა შვილი
-როგორც იქნა გავიდა, ხომ მომკლა ამ წამლებით. დამაფიცა არ დალიოო და ერთი თვეა მგონი არაფერი დამილევია...არ გინდა ვისკი?
-მე დავლევ ,შენ არა!
-კარგი ახლა არ გინდა შვილო ერთბაშად ნუ გახდები საოცნებო ბიჭი თორე სიხარულისგან გამისკდება გული
-დედაჩემს უყვარხარ იმაზე ბევრად მეტად ვიდრე იმსახურებ და რამე რომ დაგემართოს ვიცი ვერ გადაიტანს
-მაგიტო? ხო ჩემი ლიზიკო კი გიყვარს კიდევ კარგი ვიცი რომ მაგას მაინც მოუვლი და იზრუნებ რაც არ უნდა მოხდეს
-დამპირდი
-რას
-რომ ჩემგან მალულად არაფერს გააკეთებ და ტყუილად არ გაართულებ საქმეს
-არ მენდობი?
-მამა ელიზაბეტი დაიფიცე,რომ მარტო არ იმოქმედებ! - ალექსანდრე ჯიქურ უმზერდა დავითი კი მაინც წრუპავდა ვისკის სავარძელში მოკალატებული და იღიმოდა
-ლიზიკო? ლიზიკო დავიფიცო ? ხო იცი რო ჩემ ლიზიკოს ასე უბრალოდ არ ვიფიცებ მე რა ვიცი რა მოხდება , გეგმების არ მჯერა . ცხოვრება იმდენად მუხთალი რამეა როდის გიმტყუნებს კაცმა არ იცის ...
-საკუთარი თავის იმედი თუ გაქვს ყველაფერს გააკეთებ! ცხოვრებას ტყუილად აბრალებ შენს არეულ საქმეებს ! ყველა საერთოდ , ყველა ცხოვრებას აბრალებთ ტქვენს გაფუჭებულს , იმის ნაცვლად რომ აღიაროთ შეცდომები რაღაც უხილავს აბრალებთ რომ ხელი შეგიშალათ
-მაშ უნდა ვენდო შენს გეგმას ? არაფერი მოხდება და ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ იტყვი? მაშინ ღმერთი არ არსებულა და ჩემ შეცდომებზე პასუხსაც არავინ მაგებინებს?
-გინდა ირაკლისნაირმა გადაგიხადოს ცოდვებისთვის? რაღა ირაკლიმ ვისთვისაც რეალურად არაფერი დაგიშავებია ... აუცილებელი არ არის ამქვეყნად მოგკითხოს ღმერთმა რისთვის არსებობს ჯოჯოხეთი მამაჩემო . იქ დავიწვებით ორივე ერთად ,საკითხავი ისაა პირველი მე მოვხვდები მაგ ალში თუ შენ -ეს რომ თქვა სანდრომ დათამ მაშინვე თავი ასწია და მზერა გაუსწორა შვილს
-რას ამბობ!
-არაფერს... ეს ისე სიტყვას მოჰყვა. ასეა თუ ისე ყველას ბოლო იქ გვაქ უფრთო ანგელოზად ერთი მარიამიც მეყოფა ... შენ კი ბოლოს და ბოლოს თორნიკეს დროს ვეღარ დაუბრუნებ და ალექსანდრას მაინც დაამახსოვრე თავი
-ალექსანდრა? ვინ დაარქვა თორნიკემ?
-ხო ... დღეს დაარქვა .რომ ჩამოვა ოფიციალურად გახდება ალექსანდრა
-სხვა თუ არაფერი ძმა ხომ გაჩუქე
-შენ კი არ მაჩუქე თინამ იყოჩაღა და თავისი უზრუნველყოფილი ცხოვრების დოკუმენტი გააჩინა
-თინა ...თინა დედადაც არ გამოდგა არადა ბებიაშენი ამბობდა ცოლს თუ შეირთავ მის გარდა არავინ უნდა მოიყვანოო
-მოიცა რა? დათო რა თქვი გაიმეორე
-რა ვთქვი ასეთი აქამდე არ იცოდი თინა რომ უნდა ყოფილიყო ჩემი ცოლი და მე ქორწილის დღეს ლიზიკო მოვიტაცე მერე ერთდროულად დაგვეძებდნენ ელიზაბეტის მშობლები ,ჩემები და თინას მამა?
-მერე მიუხედავად ყველაფრისა თინაც არ დაკარგე ? ყოჩაღ შენ ქალი ქორწილის დღეს მიატოვე თითქოს მანამდე აპირებდი მის შერთვას და მერე საყვარლად დაისვი მთელი ცხოვრება?
-თინა შენი კატოა ...
-არ გაბედო შედარება! კატომ კარგად იცის რომ ჩემი ცოლი არასდროს გახდება
-და ვინ გითხრა რომ თინამ არ იცოდა არც არასდროს სდომებია ცოლობა, საერთოდ ოჯახი და თავისუფლების შეზღუდვა მე ვუნდოდი მხოლოდ
-შენ უნდოდი მხოლოდ შენ საყვარელი და ნანატრი ლიზიკო გინდოდა რას კარგავდი ყველაფერი საშენოდ იყო მაგრამ ლიზიკო როგორ ეგუებოდა შენ და თინას ურთიერთობას ეგ ვეღარ გავიგე და ვერც ვერასდროს გავუგებ !
-მიდიხარ?- როგორც კი წამოდგა ალექსანდრე მაშინვე შეხედა დათომ
-რამე დარჩა კიდევ რაც უნდა მითხრა?
-პირობა არ მომიცია
-რა აზრი აქვს...შეიძლება მაინც დაარღვიო . უბრალოდ დაფიქრდი რა სანამ რამეს გააკეთებ
-არაფერს გავაკეთებ ... ცხოვრებაში პირველად გავჩერდები აი ასე მშვიდად ვიჯდები და დაგელოდები,თუნდაც გავნადგურდე მაინც!
-იმაზე იფიქრე რაზეც არასდროს შეგიწუხებია თავი და იქნებ ყველაფერი შეიცვალოს !
ალექსანდრემ კაბინეტი დატოვა, ისევ ეზოში გავიდა,რამდენიმე წუთს უყურებდა მარიამს და ელიზაბეტს შემდეგ სწრაფად მივიდა ლიზას მოეხვია და ლოყაზე აკოცა
-სანდროოო
-რას შვებით?
-მარიამს მთელი ჩემი ბაღის განახევრება უნდა დედა ვინ მომიყვანე ეს
-ძაან კაი ...შენ რო გაქ მეც ხო მინდა? ერთ დღეს რო გამოექცე დათუჩას ჩემთანაც ხო უნდა დაგხვდეს შენი საყვარელი მცენარეები
-ოხ შენ რო არ თქვა რამე ცუდი ისე როგორ შეიძლება
-კარგი დედიკო აღარაფერს ვიტყვი ,მორჩა ჩუმად ვარ - თავი მხარზე დაადო და ისე გახედა მარიამს - წავედით ?
-ავიღებ ამათ და წავიდეთ ...
-სუ რა ..გვადროვე ცოტა ხო უნდა ავუხსნა რომელს როგორ უნდა მოექცეს?
-კაი რა დედიკო ეგ მე მიგებს და ყვავილებს ვერ გაუგებს?
-ეგ ექიმია და მცენარეების არაფერი გაეგება !
-გაგვებუტა ლიზიკოოო?
-შენ ჩუ თქო!
-ისიც არ გითხრა რო მიყვარხარ?
-არაფ.... არა ეგ ეგ თუ გინდა მითხარი
-ხოო და რა უნდა მეთქვა?
-ალექსანდრეე
-ჩემი წუწუნა დედიკო...ბუზღუნა
-ამდენი არასდროს გიკოცნია და რა ხდება? კარგად ხარ ?თუ მე მჭირს რამე იცოდე მითხარი მამაშენი რომ იყო კლინიკაში მეც ჩავიტარე ანალიზები აბა მაგან ისე არ მივალო და რამე მჭირს?
-აუუ ლიზიკოო რა გიჟი ქალი ხარ რა ... რა უნდა გჭირდეს დედა?
-აბა შენ ხარ ცუდად? აიმეე გულიიი
-ლიზიკოოო- ნახევრად შეწუხებულ ქალს სემოუძახა და სიცილი დაიწყო- აღარ გაკოცებ მორჩა ! მივდივარ ... დარჩი შენს დათუჩასთან და სულ არ მოვალ
-იცოდე ე
-არაფერი სჭირს ,მართლა - მარიამმა გაუღიმა და ლოყაზე აკოცა- მადლობა ყვაილებისთვის. გავუფრთხილდები პირობას გაძლევთ
-სად გაიქცა...არა ის სად გამექცა ჰა? მარიაამ იცოდე არ დამიმალო
-არ გიმალავთ ,სრულიად ჯანმრთელია !
-მალე შემოგივლით ... ცოტა ხნით იცოდე ყვავილებს სეამოწმებ
-გელოდებით
მანქანაში ისხდნენ, ალექსანდრეს თავი უკან ჰქონდა გადაწეული,თვალები დახუჭული და სიტყვაც არ უთქვამს მთელი გზის განმავლობაში.

სულს მოგცემ (დასრულებული)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin