ის მიზანი, რომელიც დავისახე, ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის, მას აუცილებლად მივაღწევ და ეს შენთვის მოხდება. ახლაც, ვდგავარ კულისებში, სარკის წინ, თვეების მანძილზე თითოეულ ჩატარებულ გაკვეთილს ვიხსენებ, რეპეტიციას გავლას ვცდილობ. ვამოძრავებ თითებს, მტევნებს, მაჯებს, მინდა ამჯერად მხოლოდ მათი დახმარებით შევქმნა ბგერები, მხოლოდ შენთვის შევქმნა ისინი, მაგრამ გონებას ჯერ ჩემამდე მოღწეული აუდიტორიის ხმა, შემდეგ კი ოთახში შემოსული, თბილი ღიმილის მქონე შუა ხნის მამაკაცი მიფანტავს.
- მგონია, რომ ისვენებ, შენ კი ისევ ვარჯიშობ.
- ვფიქრობ, ჩემი მახსოვრობაც რომ გარეგნობის შესაფერისი ყოფილიყო, ნამდვილად უბადლო მამაკაცი ვიქნებოდი.
- ისევ გავიწყდება, არა?
- ყველაფერს ბოლო წუთს ვურევ, არადა ისე ახლოს ვარ. მხოლოდ ის თუ შეძლებდა ამ ყველაფრის ასე მარტივად დამახსოვრებას... სცენაზე გასვლის დროა?
- ამის სათქმელად მოვედი, რამდენიმე წამში გადიხარ... და, სოკჯინ... ის ძალიან იღბლიანია შენი მის გვერდით არსებობის გამო, მას ძალიან გააბედნიერებ.
- ყოველთვის გულჩვილ ბერიკაცად დარჩები, სეჯინ, შენ რა, ტირი?
- აქედან მომცილდი, ლაწირაკო და შენი ხალხი ნამდვილ ვოკალს აზიარე.
YOU ARE READING
a contrario.
Short Story,,არსებობს ურთიერთგაგების ორი ძირითადი და ნამდვილი პირობა - დაუღალავი ნება ერთმანეთის მოსმენისა და შინაგანი მყარი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მიჰყვე საკუთარი თავის დანიშნულებას."