თვალი ჩაგიკარი. ისე რომ სულის მოთქმაც არ აცადე საკუთარ თავს, ჩემამდე გამოიქეცი და კვლავ მთელი ძალით გადამფარე შენი ძლიერი სხეულით, ხელებში მომიქციე.
ვარსებობდი მხოლოდ მე, რომელიც შენი ბედნიერებით სულდგმულობდა, არსებობდი შენ, რომელიც ყველაფრის დასაბამს წარმოადგენდა და არსებობდა ღამე, რომელიც ამ ყველაფრის შემსწრე გახდა. და მაშინ, დასასრულს, ყურში, ხრიწიანი, ჩემთვის ფასდაუდებელი ხმის ჩურჩული გავიგე:
"შენ ჩემი მზე ხარ, სოკჯინ."
"ორ სხეულს ერთმანეთი შეყვარებოდათ.
დაუტუქსავს ორივენი მშობლებს.
პირველი მზედ იქმნა, მეორე - მთვარედ.
ცეცხლად ქცეულან და აჭრილან ცაში ორივე.
ათასეული წლები გასულან, როგორც თვალის დაფახულება ერთი. მზეცა და მთვარეც სიყვარული ყოფილა თურმე."
YOU ARE READING
a contrario.
Short Story,,არსებობს ურთიერთგაგების ორი ძირითადი და ნამდვილი პირობა - დაუღალავი ნება ერთმანეთის მოსმენისა და შინაგანი მყარი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მიჰყვე საკუთარი თავის დანიშნულებას."