ისეთ შიშს ვგრძნობდი, მაშინაც არ განმიცდია ამხელა რამ, როცა პირველად წარვსდექი ათასობით ადამიანის წინაშე. ოთახში შემოხვედი, ხელში ისევ შენი საყვარელი წიგნი გეჭირა. მომიახლოვდი, ერთხანს ზემოდან დამყურებდი იმ სიყვარულით სავსე თვალებით, მთელ სიცოცხლეს რომ მერჩივნა, შემდეგ კი შუბლზე დამიტოვე პატარა კოცნა და ღიმილით გადამისვი თავზე ხელი. გაკვირვება შეგეტყო სახეზე, როცა ჩვენს სახლში დავიწყე შენთვის პატარა სცენის მოწყობა. არ ვიცი რატომ, ზედმეტად იყავი გაკვირვებული, თუ უბრალოდ ელოდებოდი ყველა იმ ქმედებას, რომელსაც განვახორციელებდი, მაგრამ ხმას არ იღებდი. სანამ შენთვის განკუთვნილი საღამო დაიწყებოდა, წინ შენი ნაჩუქარი ვარდისფერი მიკროფონი მოვათავსე, ჩემი ხელების სიმაღლეს გავუთანაბრე, ისე რომ თითები მისთვის გამესწორებინა. ჩემს პირდაპირ დაგსვი და პირის გამოკვეთილი მოძრაობით გითხარი:
"შენ ჩემი მთვარე ხარ, ნამჯუნ."
YOU ARE READING
a contrario.
Short Story,,არსებობს ურთიერთგაგების ორი ძირითადი და ნამდვილი პირობა - დაუღალავი ნება ერთმანეთის მოსმენისა და შინაგანი მყარი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მიჰყვე საკუთარი თავის დანიშნულებას."