comes

63 9 0
                                    


    მართალია, შემეძლო ჩემი ხალხისათვის გამეზიარებინა ყველაფერი, მათთვის მემღერა, მაგრამ შენთან ეს შეუძლებელი იყო. არ შემეძლო. არ შემეძლო იმ ერთადერთისთვის გამეგონებინა ჩემი ხმა, ვისთვისაც ყველაზე მეტად ვისურვებდი ამის გაკეთებას, არ შემეძლო შენთვის მემღერა. მიუხედავად ყველაფრის ქონისა, თურმე, დიდებასა და სახელზე, ფულზე და სიმდიდრეზე უფრო მნიშვნელოვალნიც არსებობენ. ამჯერად მხოლოდ ის მსურს, რომ ჩემი მოსმენა შეგეძლოს. ზედმეტად გაუმაძღარი ვარ, არა?

    შეგიძლია ყველას გაუგო, ნებისმიერს გაუხსნა გულის კარები, მაგრამ მე მსურს, რომ საკუთარი ყურებით შეგეძლოს ჩემი გაგება, სამყაროს ხმის გაგება. რომ შემეძლოს, ამას წავიღებდი შენგან. რამდენჯერ მიოცნებია, უფრო ადრე გამეცანი, შენთან ერთად გადამეტანა ეს სირთულე, მარტო არ ყოფილიყავი. ისიც მახსოვს, როცა ამაზე დაგელაპარაკე, როგორ იუარე, მითხარი, ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა და სწორედ მაშინ აღმომაჩინე, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი. მაშინაც შეძელი ჩემი დარწმუნება, შევწყვიტე წარსულის უშედეგოდ შეცვლის მცდელობები და აწმყოზე ვკონცენტრირდი, გადავწყვიტე ის შემეცვალა, რაღაცით მაინც გამეუმჯობესებინა.
ვიცი, ნებისმიერი დღე შენთვის როგორი ერთფეროვანიც იყო, მაგრამ შენ ისე შეეგუე ამ ყველაფერს, კიდევ ერთხელ დამტოვე გაკვირვებული. არასდროს არ გამოგითქვამს უკმაყოფილება, არასდროს ამოგიღია ხმა იმაზე, რომ შენც გინდოდა სხვების მსგავსად ჩემი შეფასება, რადგან იცოდი, ეს თავს კიდევ უფრო უსუსურად მაგრძნობინებდა. თითქოს, შენთვის ადვილი ყოფილიყო. არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, ზუსტად იგივე სიხშირით საუბრობდი, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, არაფერი გიქმნიდა პრობლებას. არც ერთი ჩემი კონცერტი არ გამოგიტოვებია, ოვაციებს და შექებას არ იშურებდი მათ დასასრულს, მუდამ მაბედნიერებდი.

a contrario.Where stories live. Discover now