Plan (6)

112 12 4
                                    

ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ზეინმა საწყალ გოგოს ,,უმკურნალა" და ბიჭები სასტიკად შეაშინა. ახლა დასასვენებელ ოთახში სხედან და ლიამს ელოდებიან თუ როდის გასცემს განკარგულებას.
-პირველ რიგში მთელი შენობის გეგმა გვჭირდება, რომ ვიცოდეთ რა, სად და როგორ გავაკეთოთ!_ სრული სერიოზულობით ჩურჩულებდა რომ სხვას არავის გაეგო.
-და სად ვნახოთ აქაურობის გეგმა?_ ინტერესით კითხულობს ნაილი და თან ლიამს თვალებში აშტერდება.
-ზეინს აქვს, მის კაბინეტში._ ლუი მობეზრებით ამბობს.
- კარგი ანუ საგიჟეთის მონახაზის გარეშე დავრჩით._ ჰარი ოხრავს და ლოყით ხელისგულს ეყრდნობა.
-შენ რა იცი რომ იქ არის?_ ლიამი ეჭვით უყურებს ლუის.
- უბრალოდ ვიცი! აჯობებს ამით დაკმაყოფილდე._ თვალების ტრიალით თქვა, ლიამმა კი ისევ ეჭვით შეავლო თვალი.

-მაგარია, ანუ ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა მანამ სანამ რამეს მოვიმოქმედებდით._ ოხვირით ამბობს ნაილი, მას კი ჰარი ეთანხმება თავის დაქნევით.

-როგორმე უნდა შევიპაროთ!_ მტკიცედ ამბობს ლიამი და მის გვერდით მყოფებს თვალს ავლებს.-რადგანაც დარწმუნებით იცი რომ გეგმა ზეინის ოთახშია, ეს იმას ნიშნავს რომ იქ შესული ხარ, ხომ ასეა ლუი?_ლიამი ლუის აშტერდება. ლუიმ ყოყმანით დაუქნია თავი, ხვდებოდა ლიამი რის თქმასაც ცდილობდა.-ესეიგი შეგიძლია ეს კიდევ ერთხელ გააკეთო, ხო?

-სამწუხაროდ ამ საქმეში ვერ დაგეხმარებით._ გაღიზიანებული ამბობს და მათ თვალს აშორებს. ნაილი და ჰარი წარბებშეკრული უყურებენ ლუი. ლიამს კი ეღიმება თითქოს ამის მოსმენა სურდა.

-და მიზეზი?_წარბებაწეული ეკითხება ლიამი.

-არ ვიცი რის მიღწევას ცდილობ დიდო ბიჭო, მაგრამ ჩემს გაბრაზებას არ გირჩევ! რომ ვამბობ რომ არ შემიძლია ესეიგი ასეცაა! ახლა კი საქმეს დაუბრუნდი!_ გაბრაზებული მიშტერებია ლუი ლიამს და თავის მოსათოკად ძლიერ კრავს მუშტებს.

-მაინც გავიგებ რა ხდება შენს თავს._ ცალყბად იღიმის ლიამი.- თქვენ ორიდან ვერც ერთს ვერ დაგავალებთ ამას, როგორც ჩანს ჩემი გასაკეთებელია._ უკმაყოფილოდ ოხრავს.- მაგრამ საჭიროა ზეინს ყურადღება გავუფანოთ, რასაც თქვენ ვერ მოახერხებთ._ მობეზრებით ატრიალებს თვალებს.-საერთოდ რატომ ვარ თქვენთან._თავისთვის ამბობს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 30, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

FearsWhere stories live. Discover now