ყველა ელოდებოდა ლიამი როდის დაიწყებდა საუბარს, ის კი მათ წინ მჯდომ სამ ბიჭს უყურებდა და მათ რეაქციას აკვირდებოდა.
-პირველ რიგში, უსაფრთხო ადგილი გვჭირდება. შენ რამე საიმედო ადგილი იცი?_ ლიამმა ლუის მიმართა.
-ოხ, როგორ მინდა ჩემი ხელით წავაცალო თავი_ ისევ თავისთვის ჩაილაპარაკა ლუიმ შემდეგ კი ხმამაღლა თქვა- კი. ვიცი ეგეთი ადგილი.
-მაგარია!_წამოიყვირა ნაილმა.
-ვინმემ მოაკეტინეთ ან სამუდამოდ დავადუმებ!
-წამომყევი ჰაზა, თორემ ესენი მთელი დღე იჩხუბებენ._ თვალების ტრიალით თქვა და ქვემოთ ჩასასვლელი კიბეებისკენ წავიდა.
- წავედით_ხელი მიჰკრა ნაილს და ყველანი ლუის გაჰყვა.
ფრთხილად და შეუმჩნევლად ჩაიარეს კიბეები და პირველ სართულზე, სადაც არავინ ჩადის, ჩუმად შეაბიჯეს. სიბნელე, მტვერი და ობობის ქსელის გარდა არაფერი იყო. რამდენიმე ნაბიჯში კართან გაჩერდნენ, რომელიც ბოქლობით იყო ჩაკეტილი.
ზეინი თავის კაბინეტში გამწარებული გადი-გამოდის. ლიამის საქციელზე ძალიან ბრაზობდა. უნდოდა მალე ჩაეყვანა პირველ სართულზე და მისი ყველა იარაღი გამოეცადა. ერთი სული ჰქონდა როდის ნახავდა დასუსტებულ ლიამს, რომელიც შეეხვეწებოდა, რომ არ მოეკლა. ზეინმა კმაყოფილმა ჩაიღიმა. დარწმუნებული იყო, რომ ერთ დღეს ეს ასრულდებოდა. კარზე დააკაკუნეს და ცოტახანში ოთახში დელა შევიდა. ხელები უკანკალებდა და სახეზეც ფერი აღარ ჰქონდა. იცოდა, რისთვისაც დაიბარა ზეინმა და ისიც კარგად იცოდა, რაც მოელოდა.
-როგორც ჩანს ხვდები აქ რისთვისაც ხარ._ მკაცრად წარმოთქვა და გოგოს წინ დაუდგა.
-დ... დიახ_ ენის ბორძიკით თქვა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
-ის თუ იცი როგორ დაისჯები?!
ქამარს ხელი მოკიდა და გახსნა დაუწყო.
-მე... მე ბოდიშით.... მე არ მ...
-გაჩუმდი!_ დაუყვირა.- შენც გინდოდა! გაიხადე და დადექი!_ სიტყვის უთქმელად შეასრულა უფროსის ბრძანება გოგომ. ექთნის ფორმა გაიხადა და ზეინის მაგიდას დაეყრდნო.
-დაითვალე_ თქვა თუ არა ორად გაკეცილი ქამარი მთელი ძალით გადაარტყა.
YOU ARE READING
Fears
Actionამ საგიჟეთში უბრალო ავადმყოფები არ არიან. აქ ყველას ერთი რამ აერთიანებთ. ყველა მათგანი მკვლელია. მაგრამ მათ შორის განსხვავება ის არის, რომ მკვლელობა ყველამ განსხვავებულად და გამორჩეულად ჩაიდინა. ეს საგიჟეთი ადრე საავადმყოფო იყო, მაგრამ ქალაქში ისეთი...