One experiment (5/2)

141 16 13
                                    

ბიჭები დასასვენებელ ოთახში სხედან

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ბიჭები დასასვენებელ ოთახში სხედან. პირველი შემთხვევაა როცა ყველა მათგანი ხვდება თუ რა მძიმე მდგომარეობაა. ყველა იაზრებს რომ ერთ დღესაც ისინიც იმ მაგიდაზე ამოყოფენ თავს.
ლიამი ერთ ადგილას ვერ ჩერდება და აქეთ-იქით დადის. ფიქრობს როგორ გაიქცეს აქედან სწრაფად და ზედმეტი შეფერხებების გარეშე. კარგად ხვდება ზეინის ჩანაფიქრს მართალია მასზე ეს არ მოქმედებს, მას არ ეშინია ექიმის მაგრამ დანარჩენ ბიჭებს შიში შიგნიდან ღრღნით. ამიტომ ლიამს მანამდე უნდა მოეფიქრებინა გეგმა სანამ ბიჭები დანებდებიან და სიკვდილს შეეგუებიან.
ნაილი კედელზე ერთ წერტილს აშტერდება. შიშმა მთლიანად მოიცვა მისი სხეული და გონება. ეშინია რომ ისიც აქ დაასრულებს სიცოცხლეს, მალიკის მაგიდაზე. ეშინია რომ ისიც ხმებს შეუერთდება და მისნაირად სხვას გააგიჟებს, აიძულებს რომ მკვლელობა ჩაიდინოს. "არა! სიკვდილს არ ვაპირებ!" მტკიცედ შემოუძახა თავის თავს, თუმცა შიშს მაინც შეპყრობილი ჰყავდა.
ჰარი თავჩახრილი ზის დივანზე და თავის თითზე ერთადერთ ბეჭედს ეთამაშება. როდესაც იმ გოგოს ხმა ახსენდება უსიამოვნო ჟრუანტელი უვლის სხეულში. მან ზუსტად იცის რა მოუვა საწყალ გოგოს. სტაილს საკუთარი თვალით აქვს ნანახი ის ადამიანები რომლებსაც ექიმმა "უმკურნალა". ისიც შიშმა შეიპყრო არ სურდა ისიც გამოეშიგნათ და დაემახინჯებინათ. არ უნდოდა იმ მოჩვენებებს დამსგავსებულიყო რომელსაც ის ხედავს. ეშინოდა იმ დღის როცა მისი ჯერი დადგებოდა.
ერთადერთი იყო ლუი რომელსაც საკუთარი თავი არ ადარდებდა და ამის მიზეზიც ჰქონდა. ის მხოლოდ იმ გოგოზე ფიქრობდა რომელიც დაწყევლილ საგიჟეთში იმყოფებოდა და ამის მიზეზი თავად იყო.
ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი რომლებსაც მხოლოდ შიში აერთიანებდათ. ის სასტიკი და ძნელად დაუძლეველი გრძნობა რომელიც ყველა ადამიანს ესხმის თავს და მასში იმკვიდრებს ადგილს. შიში... გრძნობა რომელმაც დანდობა არ იცის.

-ახლა რა ვქნათ?_ სიჩუმე მკაცრი ხმით ნაილმა დაარღვია. ყველამ მას შეხედა.
-იმედია არ შეგეშინდათ_ ეჭვით იკითხა ლიამმა და ყველას შეავლო თვალი.
-მე არ მინდა სიკვდილი!_ სასოწარკვეთილმა თქვა ჰარიმ და ანაბელის დამახინჯებული სხეულის წარმოდგენაზე თავი ხელებში ჩარგო და ცადა სილუეტი მისი გონებიდან გაექრო.
-დაწყნარდი ჰარი! სიკვდილს არავინ აპირებს!_ წარბებშეკრულმა დაბეჯითებით თქვა ლუიმ.
-თუ მალე არ გავაღწიეთ აქედან ვერ გადავრჩებით!_ ლიამის სიტყვებზე ყველას უსიამოვნო გრძნობა დაეუფლათ.
ზეინი ნელა დაიხარა და ანაბელის კანს ცივი ბასრი დანა შეახო. გოგო ფართხალებდა და ცდილობდა შეშლილი ექიმისგან თავი დაეხსნა. პირი სისხლით ჰქონდა სავსე ამდენი სისხლის დაკარგვის გამო უკვე თავბრუ ეხვოდა. ცრემლების გამო კი თვალებიდან ნორმალურად ვერ იხედებოდა. ის მისივე სისხლში იხრჩობოდა და ამას ვერ ეწინააღმდეგებოდა. ზეინი დიდ სიამოვნებას განიცდიდა მოწონდა ის ფაქტი რომ მის ხელში იყო გოგონას სიცოცხლე და მას შეეძლო მისი გადარჩენა ან ჯოჯოხეთში გაშვება. მოწონდა როცა ყველაფერს აკონტროლებდა. ის გრძნობა როცა შეწყალებას გთხოვენ. გთხოვენ რომ ეს არ უნდა გააკეთო ამ დროს კი უფრო გინდება ამის გაკეთება.
ექიმმა გოგოს მარცხენა მკერდზე გულის ფორმა ამოკაწრა.
-მგონი დროა დავამთავროთ შენი სასჯელი..._ ავისმომასწავლებლად ჩაიღიმა ზეინმა და დანა კარგად მოიმარჯვა.
- ზეინ..._ გოგომ უიმედოდ ამოიტირა მისი სახელი. საპასუხოდ კი სახეში გარტყმა მიიღო.
-ჩშშშ_ მოჭრილ ტუჩზე ზეიმა თითი მიადო და ზედ დააწვა.
ანაბელმა ბოლო ხმაზე იყვირა ტკივილისგან. მარილიანი ცრემლები რომელიც შეუწყვეტლივ მოდიოდა მის სახეზე და ჭრილობაზე მიიკვლევდა გზას უფრო მეტად ამწვავებდა სიტუაციას.
-ამის დედაც და...ასრულე!_ ტანჯვით გაწამებულმა ანაბელმა ხმის კანკალით იყვირა. ექიმმა ხმამაღლა გაიცინა და სახე გოგოს სახეს მიუახლოვა.
-მაშინ დასრულდება, როცა მე მოვისრულვებ!_ მისი ხმა გველის სისინივით გაისმა.
ანაბელი მთელ სხეულში სისუსტეს გრძნობდა და თვალებიც ნელ-ნელა ეხუჭებოდა. გონებას კარგავდა და მან კარგად იცოდა რომ თვალების დახუჭვის შემდეგ ვეღარასდროს გამიღვიძებდა.
ზეინმა დანა გულის ადგილას დახრილად ჩაასო. ნელა და ტანჯვით ჩაჰყავდა დანის წვერი ხორცში. "პაციენტის" ყვირილი კედლებს ბზარავდა, მისი ხმა შემზარავი იყო მაგრამ ამ ხმით ექიმი ტკბებოდა. ერთი ძლიერი დარტყმა და გული ორად გაიხლიჩა... გოგოს ტანჯვაც დასრულდა. "პაციენტი განკურნებულია"- გონებაში მშვიდად და კმაყოფილად წარმოთქვა მალიკმა.

ჰე აბა ვარგა რამედ?😆💙

FearsWhere stories live. Discover now