Safe room (4)

182 18 12
                                    

-ჰარი მშვიდად._ ლუიმ მისი დამშვიდება სცადა.-მე მიყურე!
-ლუ ისინი ძალიან ბევრნი არიან._ხმის კანკალით წარმოთქვა.-მეშინია ლუ.
-არა არა გთხოოვთ!_ნაილი იქვე ჩაიკეცა და ყურებზე ხელი მიიჭირა.-გაჩუმდით! არ მინდა! წადით!_ გაყვიროდა მაგრამ უშედეგოდ. მას ისევ ესმოდა ხმები და ამ ხმების პატრონებს ჰარი ხედავდა.
-ჯანდაბა! ყოველთვის ხელს როგორ მიშლით!_ გაბრაზებულმა დაიყვირა ლიამმა და მათ გახედა.- ნაილ ფეხზე ადექი!
-ისინი არ ჩუმდებიან! მე არ მინდა მოგკლა!_ საწყლად წარმოთქვა და ლიამს ახედა. ბიჭმა თვალები გადაატრიალა და შეშინებულ ბიჭს ხელი დაავლო. ფეხზე წამოაყენა და კარებისკენ წაიყვანა. იქვე მდგომ ჰარისაც დაავლო ხელი რომელიც გაშეშებული და თვალებაცრემლიანებული მის წინ მკვდარ ადამიანებს უყურებდა. ლუი კი მის გამოფხიზლებას ცდილობდა. ლიამმა ორივე გარეთ გაყარა. ძალიან გაბრაზებული იყო და ისე აირბინა კიბეები ბიჭებს არც დალოდებია. თავისი ოთახის კარები შეგლიჯა და ნერვიულად დაიწყო სიარული. ბოლოს კი წყლის ჭიქა კედელს მიაფშვნა.
-ჯანდაბა! ამ სირების წყალობით კიდრვ ერთი დღე დავკარგე!_ დაიყვირა და კამერას ახედა. მომუჭული ხელები აწია და შუა თითები გაშალა.
ზეინი თავის კაბინეტში იჯდა და კომპიუტერის მონიტორს ღიმილით უყურებდა სადაც მხოლოდ სამი ოთახი ჩანდა. ლიამის რომელმაც შუა თითები აუღმართა და მშვიდად ჩამოჯდა საწოლზე. ნაილის რომელიც კუთხეში იჯდა ფეხებმოხრილი და დამშვიდებას ცდილობდა და ბოლოს მესამე ოთახი. სადაც ჰარი საწოლზე იჯდა და კედელს აშტერდებოდა. მან პირვლად ნახა ამდენი გარდაცვლილი ადამიანი. მაგრამ ყველაზე მეტად ამ ადამიანების გარეგნობამ იმოქმედა. ისინი მთლიანად სისხლიანები იყვნენ. ზოგს თვალი ჰქონდა ამოთხრილი ზოგს ტუჩები მოჭრილი ზოგსაც ცალი ფეხი ან ხელი აკლდა. ერთი კი მკერდიდან მენჯებამდე გაჭრილი იყო და მთელი შიგნეულობა უჩანდა. იცოდა რომ ეს ყველა დაზიანება აქ მიაყენეს და ეშინოდა რომ თვითონაც ეს დაემართებოდა.

FearsWhere stories live. Discover now