ციფრების სამყაროში, სადაც ყველაფერი რიცხვებია ძნელია ადამიანს სახელი დაარქვა და შემდეგ იგი ამ სახელით მოიხსენიო, იმიტომ, რომ რეალურად იგი მისი სახელი არაა. ძალიან მარტივად აგიხსნით. როდესაც იღებთ ტელეფონს და ურეკავთ დედას, მამას ან სხვა ნათესავს, თქვენ კრებთ მათ ნომერს. ისინი სპეციალური რიცხვებით გვყავს განსაზღვრული, რომ გაარჩიოთ ერთმანეთისაგან. სხვა მაგალითისთვის პირადობის ნომრები ავიღოთ, ისინი უბრალოდ თქვენი დაბადების ადგილი, თარიღი, სახელი და სხვა ინფორმაციების შეკრებისგან მიიღება და ვიღებთ ნომერს, რომლითაც თქვენი მოძებნა წამებში შეიძლება. თუ ვინმე სახელმწიფო სამსახურის კომპიუტერში აკრებს თქვენს პირად ნომერს, გამოჩნდება საბუთი, სადაც წერია ყველაფერი თქვენს შესახებ, ეგრეთ წოდებული დოსია, სადაც ნახსენებია სკოლა, სადაც სწავლობდით, ბაღი, სამსახურები, სადაც გივლიათ და ისინიც ნომრებით არის აღნიშნული: მეხუთე საშუალო, მეექვსე საჯარო, ორასმეექვსე კერძო და ა.შ.
დღესდღეობით მხოლოდ ადამიანი თუ მიმართავს ადამიანს სახელით, რომელიც რიცხვებივით არის, უბრალოდ ჩვენთვის სიტყვები უკეთესი რიცხვები აღმოჩნდა, ვიდრე თავად რიცხვები. ამიტომაც რაღაც დოზით ჩვენი სახელებიც კი რიცხვები არიან. რასაც ხშირად დიდი გაუგებრობა მოჰყვება, მაგალითად თუ ორ ადამიანს ერთი და იგივე სახელი ჰქვიათ, მაშინ გვარის დაკონკრეტებაც გიწევთ. ხშირად მაინტერესებდა, რა მოხდებოდა თუ ორ ადამიანს ერთი და იგივე სახელი და გვარი ექნებოდა, როგორ მივმართავდით მათ, თუ ერთ ოთახში იქნებოდნენ. მაშინ ალბათ სხვა დამახასიათებელ ნიშან-თვისებას ვიპოვიდით და იმით მივმართავდით, მაგალითად, მაღალი დათო და დაბალი დათო, უფროსი თამაზი და უმცროსი თამაზი. მაგრამ თუ ერთმანეთის იდენტურები იქნებოდნენ, მაშინ როგორ მივმართავდით?! შეიძლება მომაბეზრებლად ჟღერდეს ამაზე ფიქრი, მაგრამ რა მოხდება თუ იდენტურ ტყუპებს ერთი და იგივე სახელებს დავართქმევთ?! მაშინ როგორღა მიმართავენ საზოგადოებაში?! რაღაც განმასხვავებელი ნიშან-თვისება ხომ უნდა ჰქონდეთ, რითაც გაარჩევენ.
ESTÁS LEYENDO
სადაც გაუჩინარებული ადამიანები მიდიან
Fantasíaსამყაროში სადაც ყველაფერი ტექნოლოგიებით არის გაკონტროლებული ძნელია შეუმჩნევლად იცხოვრო. როდესაც რაიმეს ყიდულობ, მომსახურებაში იხდი ფულს თუ ნაღდი ფული გამოგაქვს ბანკომატიდან, ყოველჯერზე ფიქსირდები გარკვეულ ბაზაში და მათ უკვე იციან, რომ შენ არსებობ და...