დააპატიმრეს.
სხვათაშორის ადრე ვმუშაობდი ამ სამყაროს სამართალდამცავ ორგანოებში და მათ სისტემაში კარგად გავერკვიე. თუ ნებას მომცემთ ცოტას გიამბობთ.
დანაშაულის დონემ შიშისა და მეტი პოლიციელის ხარჯზე არ დაუკლია. ეს ყველაფერი ახალი სისტემის დამსახურება არის, რომელიც დანაშაულს ჩადენამდე პოულობს და მის აღმოფხვრას ცდილობს. აი, მაგალითად, თუ ტელეფონთან ახლოს იტყვი, რომ ბანკის გაქურდვას აპირებ ან ცოლის მოკლვას მაშინათვე პოლიცია გამოიქცევა და ციხეში გიკრავენ თავს. რადგანაც ჩაუდენელი დანაშაულია რამდენიმე თვეში გამოგიშვებენ. ამ პერიოდში კი წამლებით გაგჭყიპავენ და სახლშიდაც დაგინიშნავენ. თუ არ დალევ ისევ მოვლიან და წაგიყვანენ.
ამ წამლებს დასამშვიდებლად ასმევენ, რომ ესეთი ფიქრები კიდევ არ გაუჩნდეს, მაგრამ მე მათთან ვმუშაობდი და მათი საიდულმოები ვიცი. გინდათ, ყველაზე დიდი ტყუილი გითხრათ?! მზად ხართ?!
რეალურად წამლები ცარიელია და არც არაფერს არ შვება, მაგრამ დამნაშავეებს აჯერებენ, რომ ეს მათ დაამშვიდებს და საშიში ფიქრებისგან გაათავისუფლებს. ამას პლაცებოს ეფექტი ჰქვია. თავიან ნამდვილად რეალურ ტაბლეტებს აძლევენ, სახლში კი ყალბებს ატანენ, რომ შემთხევევით სხვას არ დაალევინოს. მე ეს ვიცი, იმიტომ რომ მე თვითონ ვფუთავდი იმ ტაბლეტებს.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამსახურს ვეძებდი და ვერსაც ვერ მოვეწყვე, ამის გარდა. აქაც არავინ მელაპაკაებოდა, იმიტომ რომ იცოდნენ დიდ საიდულმოს ვიცავდი და არსად არ უნდა გამეთქვა. აი, მსგავსი ხერხებით ეხმარება სახელმწიფო დამნაშავეებს, რაც სასარგებლო და შედეგიანი აღმოჩნდა.
უსახელოც წამლებით გაჭყებილი ზის მაგიდასთან და ჰგონია, რომ ძალიან მაგარ კაიფშია, მაგრამ სინამდვილეში ტვინი სხეულს ატყუებს.
როდესაც წამლები ამოწურა და ყუთიც დაცარიელდა. უსახელომ ისევ სტუმრად დაიწყო სიარული გაუჩინარებულების ოჯახებში. ეძებდა პატარა მინიშნებას მაინც, რომელიც აიძულებდა ადამიანებს სამუდამოდ გადაკარგვას.
VOCÊ ESTÁ LENDO
სადაც გაუჩინარებული ადამიანები მიდიან
Fantasiaსამყაროში სადაც ყველაფერი ტექნოლოგიებით არის გაკონტროლებული ძნელია შეუმჩნევლად იცხოვრო. როდესაც რაიმეს ყიდულობ, მომსახურებაში იხდი ფულს თუ ნაღდი ფული გამოგაქვს ბანკომატიდან, ყოველჯერზე ფიქსირდები გარკვეულ ბაზაში და მათ უკვე იციან, რომ შენ არსებობ და...