თავი 2 - კონტროლი

9 2 0
                                    

 გახსოვთ, რომ გვეუბნებოდნენ, რომ გამორჩეულობა კარგია და გამორჩეული ადამიანებს ბევრს აღწევენ ცხოვრებაში?! ვინც ამას გვეუბნებოდნენ, თითქოს ცდილობდნენ, რომ რაღაც დიდისთვის ვეზიარებინეთ და ჩვენი ცხვორება შეეცვალათ. როგორი ყალბი იდეით დაფარულ ხაფანგში ვგვიტყუებდნენ და განხვავებულობის ჩვეულებრივობაში გვაბამდნენ.

 სამყაროში, სადაც უსახელო ცხოვრობს, ვინც მსგავს რამეს იტყვის ყველას ციხეში უკრავენ თავს. აი, ასე ზიხარ დივანზე ტელეფონის გვერდით გიდევს, ან სხვა აპარატურა, რომლითაც გვისმენენ და უეცრად იტყვი, რაიმე განსხვავებულს. ათი წუთიც არ იქნება გასული, რომ პოლიცია შემოვა ოთახში და დაგაპატიმრებენ.

 თუ რაიმე უცნაურს იტყვი და გაუგებარს. სამართალდამცავები ტელეფონზე დაგირეკავენ და გეტყვიან ამით რა იგულისხმეო. თუ არასწორად გასცემ პასუხს დაგაპატიმრებდნენ. ადრე ძალაინ ბევრს აპატიმრებდნენ, ახლა იმდენად არა. ერთხელაც მეც დამირეკეს, როცა პატარა ვიყავი და ნამდვილად სასაცილო ამბავი შემემთხვა.

 ოთახში ვიჯექი და ჩემთვის ხმამაღლა ვფიქრობდი. ჩვენ ადამიანები გვქვია, ანუ მე ადამიანი. ადამი გასაგებია და ეს ანი ვინ არის მეთქი ვითქვი. რამდენიმე წამში, ტელეფონმა დარეკა და მითხრა რას გულისხმობდიო, ვერ გავიგეთო. მეც ვუთხარი, მეთქვი ადამიანში ადამი გასაგებია ვინც იყო, მაგრამ ეს ანი ვიღა არის-მეთქი.

 შემდეგ, რა თქმა უნდა, ავუხსენი, რომ ვხუმრობდი და ტელეფონი დამიკიდეს. მსგავსი ბევრი რაღაც მემართებოდა და მირეკავდნენ ხოლმე. შემდეგ დედაჩემმა მითხრა, რომ გავჩუმებულიყავი და ბევრი არ მელაპარაკა, მას შემდეგ აღარ დაურეკავთ და ცხოვრებაც უფრო მარტოსული გახდა.

 ადრე კარგი იყო, ხმის გამცემი მაინც მყავდა. ისეთი ვიღაც ვინც ჩემს ყველა სულელურ აზრსა და იდეას მოისმენდა, თუ ვერ გაიგებდა დამირეკავდა და მეც ავუხსნიდი. ჩემი საკუთარი ადამიანივით მყავდა, სანამ არ გავიგე, რომ ეს ჩაწერილი ხმა იყო და რეალურად არავინ მირეკავდა. ამის შემდეგ ძალიან მოვიწყინე.

სადაც გაუჩინარებული ადამიანები მიდიანDonde viven las historias. Descúbrelo ahora