ჰოსოკი, თეჰიონი, სოკჯინი და ნამჯუნი ჰოსოკის მანქანით წავიდნენ. ჯიმინიც მათთან უნდა ჩამჯდარიყო, მაგრამ გამოაგდეს სიტყვებით "ჯონგუკი მარტო ხომ არ ივლის, მასთან წადი, ბევრი ადგილი აქვს"
ახლა კი გარეთ დაბღვერილი დგას და ჯონგუკის ქურთუკშია გახვეული, მაგრამ როდესაც ჯონგუკი მისკენ წავიდა ომეგა უცებ მოლბა და საყვარლად გაიღიმა. ალფასაც გაეღიმა და ომეგასთან ახლოს მივიდა.-გცივა?-ჯონგუკი ქურთუკს ბოლომდე უკრავს და ქუდს ახურებს.
-არც ისე-მორცხვად იღიმის ომეგა.
-წამოდი და მანქანაში გათბები.-ალფა სწრაფად იყვანს ომეგას და მანქანისკენ სირბილით მიჰყავს. ჯიმინი ხმამაღლა იცინის და ალფას ეჭიდება.
-ჯონგუკ სიარული მეც შემიძლია-ხმამაღლა იცინის ომეგა. ჯონგუკი მანქანის კარებს აღებს და ჯიმინს შიგნით სვამს. ალფა იცინის და კარებს კეტავს. სწრაფად უვლის მანქანას და მძღოლის ადგილს იკავებს.
-მადლობა ჯონგუკ-ომეგა სიცილს ვერ წყვეტს.-ჰეი ვიდეოს იღებ?-ჯიმინი უეცრად ჩერდება, როდესაც ჩართულ კამერას ამჩნევს.
-ჰო ვიღებ წიწილავ-ჯონგუკი იცინის და მანქანას ქოქავს.
-ჰეი წიწილა რატომ ვარ?-გაბრაზებული წიკვინებს ჯიმინი.
-პატარა წიწილა ხარ-ჯონგუკი უეცრად უხვევს მანქანას, რაზეც ომეგა ბოლო ხმაზე კივის.
-რას აკეთებ, გული გამისკდა!-ხმამაღლა წიკვინებს ომეგა, ალფა კი სიცილს ვერ წყვეტს და მანქანას სწრაფად ატარებს.
-გაჩერდი, გთხოვ, ცოტა შეუნელე-შეშინებული ამბობს ომეგა. ალფა კი მისკენ იწევა, ისე რომ გზას თვალს არ წყვეტს.
-ჯერ მაკოცე-ომეგა დაუყონებლივ იწევა ალფასკენ და ლოყაზე სწრაფად ჰკოცნის. ჯონგუკიც მაშინვე ანელებს სიჩქარეს.
-დებილი ხარ-იბღვირება ჯიმინი
-შენ კიდევ საყვარელი ხარ.
YOU ARE READING
PROVOKER [On Hold]
Fanfictionპროვოკატორი ჯონგუკი, რომელიც იმის და მიუხედავად, რომ ჯიმინი ძალიან მოსწონს, მაინც აგრძელებს მის დამცირებას. •Main Ship - JIKOOK• •Not Completed• Most impressive rankings: #1 ჯიგუქი #1 ქუქმინი #1 ომეგავერსია [2] #2 ომეგავერსი #4 გუკმინი -24.04.2020 C...