Chapter Six: I Hate You

532 68 12
                                    

-ჯონგუკ რამდენჯერ გავიმეორო? ახლავე წაშალე!-ომეგა ბოლო ხმაზე წიკვინებს და ალფას მკერდზე უტყავს ხელებს.

-ჯიმინშიი, რამდენჯერ უნდა გითხრა რომ არ წავშლი-ჯონგუკი წყნარად ამბობს და იღიმის.

-გიჩივლებ!-ჯიმინი ჩუმად ბურტყუნებს, ხელებს აჯვარედინებს და ალფას თვალებში აშტერდება, მაგრამ საშინლად იბნევა რადგან ალფას სურნელს მკვეთრად შეისუნთქავს.

-მიჩივლებ პატარავ?-ალფა იცინის, ომეგა კი ისევ მის მკერდზე იწყებს ხელების რტყმას.

-წაშალე თორემ.....-ჯონგუკი ძლიერად იხუტებს ომეგას-თორემ რა?-ჯიმინი დუნდება და ალფას მკერდს ეკრობა.

-იდიოტი ხარ-ჯონგუკი ომეგას ლოყებს უჭერს ხელს, ის კი მთლიანად წითლდება.

-შეწყვიტე შე მართლა იდიოტო-ჯიმინი ხმამაღლა წიკვინებს და უკან იხევს. ალფა ჩუმად ხითხითებს.

-ჩემი მისამართი საიდან გაიგე?-ჯონგუკი ომეგასკენ იწევს.

-ჰ..ჰოსოკმა მითხრა-ჯიმინი ადგილიდან არ იძვრის, ერთ ადგილას იყინება, ალფას სუნი თავბრუს ახვევს.

ალფა ომეგას ხელებს წელზე ხვევს და თავისკენ იზიდავს. მისკენ იხრება და ტუჩებზე ნაზად ჰკოცნის. ომეგა საბოლოოდ ნებდება, ალფას კისერზე ეკიდება და კოცნაში ჰყვება, მაგრამ ნაზი კოცნა მალევე ვნებიანში გადადის. ენებს ერთმანეთში ხლართავენ, ჯონგუკი ომეგას ენას წუწნის და ნაზად კბენს. ომეგა ჩუმად დაიკვნესებს და როცა იაზრებს რა ჯანდაბასაც აკეთებს, კოცნას სწრაფად წყვეტს და მთლიანად წითლდება.

-რა ჯანდაბას აკეთებ?-ისევ იწყებს ჯიმინი მომაბეზრებელ წიკვინს, ალფა კი გაღიმებული უყურებს წითელ, წიკვინა ომეგას.

-არ თქვა რომ არ მოგეწონა-ალფა ირონიულად ამბობს, რაზეც ომეგა ძლიერად ურტყავს ხელს.

-დიახაც არ მომეწონა!-განაცხადებს ომეგა-და კიდევ მერამდენედ გითხრა რომ ვიდეო წაშალო?

-არა პატარავ ვიდეოს არ წავშლი, წარმოიდგინე და მეორე ვიდეოს დავდებ-ომეგას თვალები ცრემლებით ევსება, ხვდება თუ რა ჩაიდინა ამ იდიოტმა ალფამ რომელიც მის წინ დგას და ირონიულად იღიმის.

-ყველა მხრიდან კამერები გიღებენ, რომლებსაც შენ ვერ ხედავ და კიდევ თუ არ გინდა რომ შენი ვიდეო დავდო სადაც მკოცნი და ისე დავამონტაჟო რო ხალხმა სულ სხვა რაღაც იფიქროს მაშინ რაღაც უნდა გააკეთო.-ომეგას ცრემლები მოსდის და ხმამაღლა იწყებს ქვითინს.

-იდიოტო! ვერ წარმოიდგენ როგორ მეზიზღები-ომეგა ტირილს უმატებს, ალფა კი გაშტერებული უყურებს მას. ჯონგუკს ხასიათი მთლიანად შეეცვალა. მას ხომ ეს წიკვინა ომეგა საშინლად მოსწონს არა?

-ამას რისთვის აკეთებ? რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? ასეთი რა დავაშავე რომ ამას აკეთებ?-ომეგა ხმამაღლა მოსთქვამს და ისევ ალფას მკერდს ურტყამს ხელებს, მაგრამ ალფა ყინულივით დგას ერთ ადგილას.

-უკვე გითხარი, რომ რასაც გეტყვი იმას თუ არ შეასრულებ ამ ვიდეოსაც ავტვირთავ-ალფა წყნარად ამბობს და ომეგას ხელებს ხვევს.

-მითხარი რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო?

_____________

-ოდიოტო ჯონ ჯონგუკ, როგორ მეზიზღები!-ომეგამ სახლი ალბათ მეშვიდედ შემოიარა. არ იცის ღირს თუ არა ამაზე დათანხმება.

ომეგა ტელეფონს იღებს და თეჰიონს ურეკავს.

-ჯანდაბა თეჰიონ მიშველე!

-რა მოხდა მინ?

-იდიორი ჯონგუკი მაშანტაჟებს, რამე უნდა მოვიფიქროთ. მან დღესაც გადაიღო ვიდეო. მან მ..მაკოცა და უუბრალოდ არ შემეძლო რომ არ ავყოლოდი, მისი სურნელი უბრალოდ ტვინში მირტყამს და მთლიანად თიშავს. და ხო მას მგონი სახლი ფარული კამერებით აქვს გადატენილი. ღმერთო რამე უნდა მიშველო!

-ახლავე მოვდივარ!

PROVOKER [On Hold]Where stories live. Discover now