Chapter Two:Answer

648 75 15
                                    

ჯიმინი დილით მხიარულად ხტება საწოლიდან და მაშინვე სააბაზანოში შედის. ის დაახლოებით თხუთმეტ წუთში ბრუნდება საძინებელში უკვე მხოლოდ ხალათის ამარა.
ტელეფონს იღებს და მაშინვე სამზარეულოში ჩარბის. მისაღებ ოთახში ყავით ბრუნდება, დივანზე ჯდება და ტელეფონს ამოწმებს. ჯიმინის ყურადღებას შეტყობინებებში მაშინვე სახელი Provoker იბყრობს.
-ამას რა ჯანდაბა უნდა?-ფიქრობს და მაშინვე შეტყობინებას ხსნის.

Provoker

-ეს შენთვის ჩემო პატარავ <3

https://www.youtube.com/watch?v=8D7BA59!

ჯიმინი შეტყობინებას არ პასუხობს და მაშინვე ლინკს ხსნის

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჯიმინი შეტყობინებას არ პასუხობს და მაშინვე ლინკს ხსნის. ბედნიერი სახე ნელნელა იცვლება და სიბრაზისგან წითლდება.

ჯიმინს ახლა დაავიწყდა თავისი დიდი ხნის უნახავი მეგობარი და ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს თუ როგორ იძიოს შური ასეთი დამცირებისთვის. ვიდეოს დასრულებისთანავე დგება, ოთახში არბის, მაშინვე ტანსაცმელს იცვამს, კამერას ამზადებს და ვიდეოს ჩაწერას იწყებს.

-გამარჯობა მეგობრებო, ალბათ უკვე ყველამ ნახეთ პროვოკატორის ახალი ვიდეო სადაც მან მე დამროსტა და მიკვირს, რომ ეს იმ ბიჭმა გააკეთა, რომელიც ღამე ჩემს ვიდეოებზე და ფოტოებზე ანძრევს.

-ჰეი პროვოკატორ შენ ის ვითომ "უკარება" ალფა ხარ, რომელსაც თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს და უფლება აქვს ყველა ომეგა დაამციროს. მე შენს მახეში არ გავებმევი საყვარელო და მოდი ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ, პირდაპირ გეტყვი, რომ შენ ამ ვიდეოთი ჩაიჯვი.

ჯიმინმა დაასრულა სიტყვა და კამერა გამორთო. ვიდეო დააედითა და მაშინვე ატვირთა. ჯიმინმა ამოისუნთქა და სკამზე გადაწვა. ამდროს მას გაახსენდა თავისი მეგობარი ჯინი, რომელიც დღეს ჩამოდიოდა და ჯიმინს უკვე აგვიანდებოდა აეროპორტში. თავის თავს ეჩხუბებოდა, რომ დაავიწყდა ამ ვიდეოს გამო ყველაფერი. მალევე მოემზადა და გავიდა სახლიდან.

ჯინი უკვე 2 წელია თავის ძმასთან, ჰოსოკთან ერთად ამერიკაში ცხოვრობდა ოჯახური პრობლემების გამო, მაგრამ გადაწყვიტეს კორეაში დაბრუნება. ჯინი ულამაზესი ომეგაა ხოლო მისი ძმა ჰოსოკი ძალიან სიმპათიური ალფაა. ჯიმინი ჰოსოკს კარგად არ იცნობს, მაგრამ ჯინთან მთელი ბავშვობა აქვს გატარებული. ბიჭს სულ გადაავიწყდა პროვოკატორის ვიდეო და ახლა აღფრთოვანებულია იმით, რომ თავის დიდი ხნის უნახავ მეგობარს ნახავს.
ჯიმინი შედის აეროპორტში მალევე პოულობს თეჰიონს და ერთად ელოდებიან ჯინს. მალევე გამოჩნდა მათი მონატრებული მეგობარი და მაშინვე გაიქცნენ მისკენ. ყველა ძირს დაყრილ სამ ომეგას უყურებდა ჰოსოკის მკაცრი სახის ჩათვლით.. ჰოსოკმა ძლივს დააშორა ბიჭები ერთმანეთს და თავისი სახელის გაგონებისთანავე უკან გაიხედა. ჯიმინს ეს ხმა ძალიან ეცნო და მაშინვე მანაც იქით მიაპყრო ყურადღება.
-ამას აქ რა ჯანდაბა უნდა-ჩუმად ამბობს ჯიმინი და უყურებს ორ ერთმანეთზე გადაფსკვნილ ალფას , ჰოსოკს და ჯონგუკს...

PROVOKER [On Hold]Where stories live. Discover now