Chapter Eight: He wants him

619 71 41
                                    

ჯიმინი ჯონგუკის კალთაში ზის და ძიერად ეხუტება მას. ომეგამ თვითონაც არ იცის თუ რა სჭირს. თითქოს ალფაზეა მიჯაჭვული. მისი გაშვება აღარ უნდა. ალფასაც ხელები ძლიერად აქვს შემოხვეული. ახლაც იმაზე ფიქრობს თუ როგორი არომატი აქვს ჯიმინს. საშინლად უნდა ამ არომატის გაგება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ფანჯრებიდან შუქი შემოდის, რაზეც ომეგები მაშინვე გარეთ იყურებიან და კიდევ ერთ მანქანას ამჩნევენ.

-ვინ უნდა იყოს?-ჯინი გაკვირვებული ამბობს და განაგრძობს ფანჯარაში ყურებს. მალევე კი კარებზე კაკუნიც ისმის.

-მე გავაღებ-თეჰიონი დგება და კარებთან სწრაფად მიდის.

-ჰოსოკაა-კარების გაღების შემდეგ თეჰიონის ხმა ისმის. რატომღაც დიდ ხანს უნდებიან ოთახში შემოსვლას.

-გამარჯობა-ხმამაღლა ამბობს ჰოსოკი და ჭიხვინსაც ამატებს.-ეს ჯიმინია?-გაოცებული კითხულობს ჰოსოკი და ჯიმინს ეცინება.

-კი ჰობი მე ვარ-ომეგა იცინის და ჯონგუკს უფრო ძლიერად ეკრობა-ჩაგეხუტებოდი, მაგრამ თბილად ვარ.

-არაუშავს, ჩახუტება მერე იყოს. ჯონგუ როგორ მიდის შენი საქმეები-წარბებს ათამაშებს ჰოსოკი და ჯონგუკიც მაშინვე ხვდება თუ რაზე საუბრობს ის.

-ჯერ ჯერობით ცუდად, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. დარწმუნებული ვარ ზედმეტად კარგი იქნება-იცინის ჯონგუკი და ჯიმინს პლედს ახურებს.

-ოჰო კარგია-ისევ ჭიხვინებ ჰოსოკი.

-უი ჯინ ჰიონ, შენთვის საჩუქარი გვაქვს-თეჰიონი იცინის.

-რა? საჩ...-ჯინი ხმას ვეღარ იღებს, როდესაც ოთახში შემოსულ ნამჯუნს ხედავს. ნამჯუნი მისი ალფაა, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს. ნამჯუნი სამი წელი იყო ინგლისში. ისინი მხოლოდ კამერით ნახულობდნენ ერთმანეთ. ახლა კი სოკჯინი შოკშია, ჰგონია ეჩვენება. მის წინ დიდი ხის უნახავი შეყვარებული დგას რომელიც მას ასე ძალიან ენატრებოდა.

PROVOKER [On Hold]Where stories live. Discover now