დაბადების დღეს გილოცავ, თეჰიონ.

514 47 18
                                    

გიჟი არ ვარ. 

– აქ ყველა მაგას ამბობს. 

– მე მართლა გეუბნები. 

– ყველა მართლა გვეუბნება. 

– ჩემი არ გჯერა? 

– მჯერა. 

– გიჟი მართლა არ ვარ.

– მჯერა. 

თეთრი ხალათი არ უხდებოდა. თვითონ ფიქრობდა ეგრე, თორემ, სინამდვილეში ისიც ისევე უხდებოდა, როგორც დანარჩენი სხვა ყველაფერი. კიდევ ერთი პაციენტი გაისტუმრა. დღეს მისი ცვლა არ იყო, მეგობარი შეცვალა, მაგრამ საქმე სხვაც არაფერი ჰქონდა, ამიტომ არაუშავდა

– შეიძლება აბაზანა მივიღო? – ისევ ის შავგვრემანი იყო. 

– ცოტახნის წინ გაბანავე. 

– დასვრილი ვარ. 

– არ ხარ. ცოტახნის წინ იყავი სააბაზანოში. 

– გგონია, გატყუებ? ბინძური ვარ! 

– კარგი, წამოდი, გაბანავებ. 

ზოზინით წამოდგა. მთელ დროს აქ ატარებდა. არც მისაღებ ოთახში გადიოდა სხვა პაციენტებთან. ამბობდა, გიჟი არ ვარ, მათთან ერთად დრო რომ გავატარო, შეიძლება მართლა გავგიჟდეო. 

– იქნებ, არც ისინი არიან გიჟები. – ჰკითხა ერთხელ. 

– იქნებ, არც მე ვარ ნორმალური – უპასუხა ირონიით. 

ლამაზი სხეული ჰქონდა. რიტუალივით იყო, სანამ სააბაზანოში შევიდოდა, მთლიანად ამოწმებდა ექთანი. არ უყვარდა შავგვრემანს ეს პროცესი. ისედაც ყველაფერი მისი სურვილის წინააღმდეგ იყო, აქაც კი არ აცლიდნენ მარტო დარჩენილიყო. 

– ნუ გაჯიუტდები. გთხოვ. – მშვიდად უთხრა. თავი დაუქნია. განა, იმიტომ რომ არ უნდოდა გაჯიუტება, უბრალოდ, ეს ერთადერთი ექთანი იყო, რომელიც ნორმალური ადამიანივით ექცეოდა და სურდა მისი კეთილგანწყობა მაინც შეენარჩუნებინა. 

To be or not.Where stories live. Discover now