ყველა მე ვარ.

167 28 14
                                    

თეჰიონის პალატაში ერთი მარტივი წესი არსებობდა: საღამოობით სინათლე არ უნდა ჩამქვრალიყო.

ჯიმინი რომ პალატაში შევიდა, თეჰიონი საწოლიდან წამოიწია. მოლოდინით სავსე თვალებით გახედა ჯიმინს და ბიჭს გაუხარდა, ემოციის წაკითხვა რომ შეძლო მის სახეზე.

მიუახლოვდა, ჯიბიდან ჩუმად ამოაცურა მაკრატელი და თეჰიონის წინ ისე დაჯდა, რომ კამერებს მისი ხელები ვერ დაეფიქსირებინა. ფერადი ფურცლები და მაკრატელი მიაწოდა, ბიჭმა ისევ გაუღიმა.

– სანამ აქ  ვიქნები, მანამ, ხომ იცი. 

– აჰა. 

– თეჰიონ. 

ახედა და მზერა მისას გაუსწორა. 

– ვიცი. 

 გაახსენდა, როგორ თხოვა ჯონგუკმაც მისთვის შეეხედა და ისე გაემეორებინა, რომ იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა. ხალხმა არ იცის, რომ თვალებში ჩახედვისას მოტყუება უფრო მარტივია. უბრალოდ, ამას ყოველთვის თავს არიდებენ და შესაძლებლობას კარგავენ, მისი სიმარტივე აღმოაჩინონ. 

– ჯონგუკი რას შვრება?

თვალი აარიდა.

– როგორც ყოველთვის, იდიოტივით იქცევა.

ჯიმინმა გაუცინა. თეჰიონმა ფურცლებისგან საკუთარი პროფილის გამოჭრა დაიწყო.

– რას აკეთებ? – თავით გამოჭრილი ფურცლებისაკენ მიანიშნა.

შავგვრემანმა მისი კითხვა დააიგნორა.

– მასზე ასე ნუ ლაპარაკობ. 

ათიოდე მათგანი რომ ამოჭრა, გარდამავალი ფერები რიგის მიხედვით დააწყო და შემდეგ ხელში მარაოსავოთ გაშალა.

– შეიძლება გკითო, ეს რა არის? 

წამისწინანდელი უხერხულობის გაფანტვა და ინტერესის დაკმაყოფილება სცადა ჯიმინმა. 

To be or not.Where stories live. Discover now