ცეკვა.

177 18 6
                                    

რა მოხდება, თუ შენი ყველა ოცნება ახდება, თუ იმას, რასაც ასე ნატრობდი, მოულოდნელად მიიღებ, მაგრამ ეს მაინც არ იქნება საკმარისი? თუ იმისგან, რისგანაც ყოველთვის ასე მიილტვოდი, თავადვე უარყოფ? 

– 

სულ რამდენიმე წამი ჰქონდა დასაფიქრებლად. აქ ჯონგუკი იყო, ბიჭი, რომელიც იმედებითა და ბედნიერებით ასაჩუქრებდა, რომელსაც მართლა შეეძლო რაიმე გაეკეთებინა, ყოველ შემთხვევაში, თავად სჯეროდა საკუთარი თავის და თეჰიონსაც უნდოდა, მისი დაეჯერებინა. ჯონგუკი, რომლისგანაც უამრავი რამით იყო დავალებული, საკუთარი სიცოცხლითაც კი ვერ გადაუხდიდა მადლობას იმ ყველაფრისთვის, რაც ამ ბიჭმა მისთვის გააკეთა. 

მაგრამ არ შეეძლო. მის წინ ის ადამიანი იდგა, რომლისთვისაც პასუხები უნდა მოეთხოვა. რაც არ უნდა ეთქვა ჯონგუკს მისთვის, შიშებთან ცხოვრებას ვერ შეძლებდა. თეჰიონისთვის კი ეს ყველაფერი ცოტა სხვანაირად იყო. მასაც ახსოვდა რამდენიმე გამონათქვამი, რომელიც ასწავლეს: ,,შიშებთან გამკლავება თუ გინდა, მათთან ერთად იცეკვე". 

მამამისს არც კი შეუმჩნევია. მამამისი ვერასდროს ამჩნევდა. უამრავი ხალხის წინ იდგა, საკვებსა და წყალს ურიგებდა მათ, უღიმოდა, მხარზე ხელს მეგობრულად ურტყამდა. სრულიად უცნობ ადამიანად ეჩვენებოდა მამამისი, სრულიად სხვაგვარი, კაცი, რომელიც სრულიად უცნობ ადამიანებს ურიგებდა იმ სითბოსა და სიყვარულს, თუნდაც ყალბს, ყურადღებას, რომელიც თეჰიონს ასე ძალიან სურდა და რომელიც არასდროს გაუმეტებია ამ კაცს მისი უმცროსი ვაჟისათვის. 

ჯონგუკს გახედა. გაღიმებული მოდიოდა მისკენ, ხელში დონატებით სავსე ყუთი ეჭირა. ხელები უნდა გაეშალა და ასე უნდა შეგებებოდა მას, ჯონგუკი მხოლოდ ამას იმსახურებდა მისგან, მაგრამ თეჰიონმა ნაბიჯი უკან გადადგა, საპასუხოდ ვერ გაუღიმა. ხელში პატარა ცელოფანი ეჭირა, ისიც გაუვარდა. ზურგით შეტრიალდა მისგან და ყურებში მისი ხმა აუკიაფდა ,,მეგონა ამ ეტაპს უკვე გავცდით"... თვალები დახუჭა და მამამისისკენ დაიძრა. გვერდი ისე აუარა, კაცმა მზერაც კი შეავლო, მაგრამ ვერ იცნო. ბოლოს როდის იყო მის სანახავად? საერთოდ, იყო კი? უცებ, ძალიან, ძალიან მოკლე დროით, მამამისმა გაუღიმა. ალბათ მისი ერთ–ერთი ამომრჩეველი ეგონა და ამიტომაც გაიმეტა, მაგრამ თეჰიონს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. მან ვერ იცნო. მამამისმა ცხოვრებაში პირველად გაუღიმა, მაგრამ არა ისე, როგორც საკუთარ შვილს. ეს ღიმილიც კი არ ეკუთვნოდა მას. 

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 27, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

To be or not.Where stories live. Discover now