ყველაზე რთული, თეჰიონის გარეთ გაყვანა აღმოჩნდა. თუ აქამდე თავისუფლებაზე ოცნებობდა, თუ იმ კედლებიდან გამოქცევა და შორს, სითავისუფლეში ჩაძირვა სურდა, ახლა ამ ყველაფერმა ძალიან შეაშინა. მოულოდნელად ახდენილმა ოცნებებმა შეაძრწუნა. იმაზე ფიქრი აგიჟებდა, რომ გარეთ ადამიანები მის გარეშე აგრძელებდნენ ცხოვრებას და სულაც არ იცოდნენ და არც ადარდებდათ, რომ ვიღაც სრულიად დაუმსახურებლად სიცოცხლეს იყო მოწყვეტილი.
ახლა ყველაფერი ჰქონდა, რაც სურდა – ჯონგუკი მის გვერდით იყო და აღარც იმ საძაგელ ოთხში უწევდა ყოფნა, სულ რომ ასე ხუთავდა, არც იმ უსახელო ქალს შეეჩეხებოდა ვერც შემთხვევითა და ვერც გამიზნულად, და აღარც თავის დაცვა მოუწევდა თეჰიონს, მაგრამ შეეშინდა. აქ, გარეთ, სითავისუფლეში, რატომღაც უფრო მძაფრი შიშის გრძნობა დაეუფლა, ვიდრე მის გაუცნობიერებლად შექმნილ ბუნაგში. ახლა ყველაფერი ჰქონდა, რაც უნდოდა, მაგრამ ბედნიერების გრძნობას შიში უპირისპირდებოდა და ნელ–ნელა ძლევდა კიდეც.
მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. ჯონგუკმა ხელი გაუწოდა და თეჰიონსაც თითქოს მხოლოდ ერთდერთი გამოსავალი ჰქონდა – გამოწვდილ ხელს ჩაჭიდებოდა. როგორც კი ერთხელ მოახერხა ამ შიშთან დაპირისპირება, როგორც კი ერთელ გადგა ფეხი გარეთ, უამრავ უცნობ ადამიანსა და უცნობ ადგილას, მიხვდა, იგრძნო, როგორ აღწევდა მის ორგანიზმში რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად და ნაჩქარევად განცდილი თავისუფლების სურნელი და როგორ იცრიცებოდა შიში.
–
– სად გინდა რომ წავიდეთ?
– ყველგან.
– ეგეთი მაგარიც არ ვარ. მხოლოდ სამი დღე გვაქვს.
თეჰიონმა გაცისკროვნებული მზერა მიაპყრო.
– ბევრი ნაყინი მინდა.