სიმამაცის ნამტვრევები.

137 25 2
                                    

– დედას არაფერი გაუკეთებია. მამა არასდროს შეუჩერებია, ყოველთვის თვალს გვარიდებდა, სხვა ოთახში გადიოდა, ან მაღაზიაში წასვლას იმიზეზებდა ხოლმე. ამიტომ თავიდან ვფიქრობდი, რომ დედას არ ვუყვარდი. 

თეჰიონი ჩუმად ლაპარაკობდა. ქერა დამამშვიდებლად ასრიალებდა მის სხეულზე თითებს და ისედაც საკმაოდ მოდუნებული თეჰიონი, სრულ ნეტარებაში იმყოფებოდა. ამ ამბავსაც იმდენად ჩვეულებრივად ჰყვებოდა, თითქოს არაფერი ყოფილიყო. 

– საბოლოოდ რა დაასკვენი? 

შავგვრემანმა თავი გვერდით ისე შეატრიალა, რომ ჯონგუკის სახე დაენახა და თბილად გაუღიმა. 

– დედას ძალიან ვუყვარვარ. ამიტომ მიდიოდა სახლიდან. 

– თუ ძალიან უყვარხარ, არ უნდა დაეცავი?! 

ჯონგუკს გაბრაზება ხმაზე ეტყობოდა. შავგვრემანის რამდენიმე ნაიარევი თვალში ეჩხირებოდა და გულს უკლავდა. 

– ჩშშ. ყველა ადამიანი უშიშარი არ არის. ამას სხვებისგან ვერ მოითხოვ. დედას მისებურად ვუყვარდი და, რადგან ვერ მიცავდა, ცდილობდა, საკუთარი თავი მაინც დაეცვა ამ საშინელების ნახვისაგან. 

– შენ მისი შვილი ხარ. შენზე უნდა ეზრუნა, შენზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო. 

ჯონგუკმა იმდენად გაბრაზებულმა ამოთქვა ეს სიტყვები, რომ თეჰიონი უნებურად მოიშორა და მისკენ შემოტრიალება აიძულა. 

– ჰო. ეგრე უნდა გაეკეთებინა, ალბათ. 

თავჩახრილმა უპასუხა. 

– ის დედაშენია. ეს მისი ვალდებულება იყო. 

– არ მინდა, მისთვის მხოლოდ ვალდებულება ვიყო. 

ჯონგუკი შემდეგი სამი დღე აღარ უნახავს. ამის შემდეგ კი დაგვიანებული სიმორცხვე იგრძნო, ყველაფრის გამო. ჯერ მასთან გატარებული დროის გამო, შემდეგ დედამისზე გათქმული საიდუმლოს გამო და ერთდროულად ისე მოაწვა სირცხვილის გრძნობა შავგვრემანს, ლამის სულ გადაყლაპა. ჯიმინთან სიტყვა არ დაცდენია, თუმცა ძალიან კი უნდოდა, მომხდარის შესახებ რაიმე ეთქვა, რომ ცოტათი მაინც დამშვიდებულიყო, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც პირს გააღებდა, მის უარყოფით პასუხებს წარმოიდგენდა ხოლმე და მერე ისევ აგრძელებდა სიჩუმის შენარჩუნებას. 

To be or not.Where stories live. Discover now