ადამიანები სხვადასხვა გზიდან.

146 27 4
                                    

რა მოხდება, თუ ჩვენი ყველა ოცნება ასრულდება და ეს მაინც არ იქნება საკმარისი?!

დაგაბნიეთ? არაუშავს. ეს კითხვა ამ მომენტისთვის არაა. მას ცოტა მოგვიანებით მივუბრუნდებით. მანამდე, სურვილი შემისრულეთ და ამ კითხვას ცოტა დრო გამოუყავით.

რა მოხდება, თუ შენი ყველა ოცნება ასრულდება და ბედნიერი მაინც არ იქნები?!


-

- საწოლის გამოცვლა მინდა.

- რა?

- საწოლის გამოცვლა მინდა.

- რატომ?

- ჯანდაბა, ამ დაწყევლილი საწოლის გამოცვლა მინდა, ვერ ვიძინებ.

- თეჰიონ, რა გჭირს?

- ვერ გაიგე? სხვა საწოლი მესაჭირეობა. სხვა საწოლი მინდა. ეს საწოლი დაძინებაში ხელს მიშლის. ძილი მჭირდება. დაძინება მინდა.

- ვინმემ ჯონგუკს დაუძახეთ.

თეჰიონმა მხოლოდ ჯონგუკის სახელი გაიგონა, ყურებზე ხელს იფარებდა და თავს იიმედებდა, რომ თუ საწოლს დროულად გამოუცვლიდნენ, მის გონებაში ხმებიც შეწყვედნენ საუბარს და დაძინების საშუალება ექნებოდა.

- ახალი საწოლი მინდა.


-

- უბრალოდ დამამშვიდებელი რომ გავუკეთოთ?

ერთმა ექთანმა მეორეს გადაუჩურჩულა და ჯიმინის გაბრაზებული მზერა მაშინვე მისკენ მიიმართა.

- ჯონგუკი სადაა?

- არ ვიცი. წეს-

- რა მოხდა?

დერეფანი წამის მეასედში გადმოკვეთა. ჯიმინი მხოლოდ იმ წამს მოშორდა კარს - აქამდე თეჰიონსა და სხვა ექთნებს შორის დამცავ, გამყოფ ზღუდეს წარმოადგენდა.

To be or not.Where stories live. Discover now