ჩვეულებისამებრ, თეთრი, პატარა ყვავილებით შემკული საავადმყოფოს მაისური და შარვალი ეცვა. როცა შიშველი, ან ხალათისამარა არ დაიარებოდა, მხოლოდ ეს ტანსაცმელი ჰქონდა ჩასაცმელად. სიმართლეს უფრო საპირისპირო რამ ჰგავდა - სინამდვილეში იმიტომ დაიარებოდა ხალათით, რომ როგორმე ამ ერთფეროვან, სავარაუდო გიჟის ტანისამოსს გაქცეოდა.
ხელში ჯონგუკის ნაჩუქარ ბრელოკს ათვალიერებდა და როდესაც მას უყურებდა, მოსწონდა იმაზე ფიქრი, რომ მისი თავისუფლებისგან რაღაც შერჩა. რაღაც დასამახსოვრებელი. თვალსაჩინო. ეს ბრელოკი ხანდახან ახსენებდა, რომ თავისუფლება თავად არ გამოუგონია, არც სიზმარი ყოფილა, არც წარმოსახვა, არამედ რეალობის ნაწილი იყო.
- შენ თეჰიონი გქვია?
ჯიმინი მისგან მოშორებით იდგა და მონდომებით ცდილობდა რაიმე საქმე გამოეძებნა საერთო ოთახში, რომ ასე თეჰიონი მარტო არ დაეტოვებინა.
- რატომ არ მელაპარაკება?
- მე რა ვიცი, მიდი და კითხე.
- თუ არ მელაპარაკება, როგორ მიპასუხებს?
თეჰიონისგან ყურადღება მალე გადაიტანეს.
- შენი აზრით, ვონჰო დაბრუნდება? - ამ ბიჭს ძალიან მოკლედ შეჭრილი ყვითლად შეღებილი თმა ჰქონდა.
- რატომ უნდა დაბრუნდეს? - ჟღალთმიანმა უპასუხა, კორეელს არ ჰგავდა - როგორც იქნა, აქედან გააღწია.
- არ გითხარით, მასზე ნუღარ ლაპარაკობთ-მეთქი? - აყვირდა რომელიღაცა. ძალიან თხელი ტუჩები და თეთრი კანი ჰქონდა. სხეულით პატარა ჩანდა, მაგრამ ხმა ნამდვილად შემაშინებელი ჰქონდა. ექთნებმა მისკენ შემოიხედეს. თეჰიონს შეეშინდა. ძალიან მოუნდა, ჯიმინისკენ გაქცევა და მის უკან დამალვა შეძლებოდა, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა.
- შენ შეგეკითხები. წადი, შენს მოჩვენებით მეგობრებს ეკამათე. - ჟღალთმიანი თავდაჯერებული და მამაცი ჩანდა.
![](https://img.wattpad.com/cover/255379505-288-k898917.jpg)