.21.

2.1K 165 21
                                    

"მან რა ქნა?" ჯიმინმა პირი გაოცებისგან დააღო როდესაც სოკჯინის ლაპარაკი მოისმინა, ეგრევე ჯონგუკს შეხედა, რომელმაც იგრძნო გულში ჩხვლეტა როდესაც ჯიმინის იმედგაცრუებულ და ნატკენ მზერას შეხვდა.

"შემიძლია აგიხსნა" ნელა ჯიმინთან მიდიოდა. "მე-"

"შენ დამპირდი ჯონგუკ" ჯიმინმა დაისრუტუნა.

"არ იტირო გთხოვ-"

"მოჯეტე, გაციებული ვარ იდიოტო" ჯიმინმა სალფეტკი ამოიღო და ცხვირი მოიწმინდა, მისი მზერა ახლა ჯონგუკისას შეხვდა რომელიც ისედაც მას უყურებდა. ჯიმინის ცხვირი წითელი იყო, რომელიც უფრო საყვარლად აჩენდა მას, რამაც ჯონგუკის გაღიმება გამოიწვია "ეგრე ნუ მიყურებ" მორცხვად ჩაილაპარაკა და მისი მაისურით თამაში დაიწყო.

"ძალიან ლამაზი ხარ" ჯონგუკმა ლაპარაკი დაიწყო "რა ვქნა, ვერ ვჩერდები"

ჯიმინმა თვალები გადაატრიალა, სახეზე ნაზი ღიმილი ჰქონდა. "ეგ სიტყვები ვერ გიშველის ჯეონ, ახლა მითხარი რატომ ამბობს შენი ძმა რომ სიგარეტი მოწიე?"

ჯონგუკმა ამოიოხრა და ხელები ბავშვივით გადაიჯვარედინა "ნუ მეძახი ჯეონს, ჯონგუკიე მირჩევნია, მომწონს ეგ სახელი, და მაგ დროს ძნელი კვირა მქონდა, მაგის შემდეგ შევჩერდი"

"შენ მაინც დაარღვია მოცემული პირობა" ჯიმინმა დრამატულად ამოიოხრა, ჯონგუკი ჩაათვალიერა "შენთვის ეგრე ცოტას ვნიშნავ?"

ჯონგუკის სახის დანახვისას ჯიმინს სიცილი და ტირილი ერთდროულად უნოდოდა, ის პატარა სევდიან ბაჭიას გავდა.

"ხო იცი რამდენს ნიშნავ ჩემთვის ჯიმინიე" ჩაეხუტა "მიყვარხარ, არ გაბრაზდე გთხოვ?"

ჯიმინი დანებდა, არ შეეძლო ჯონგუკზე გაბრაზებულიყო.

სოკჯინმა ჩაიცინა და ცხელი შოკოლადი მაგიდაზე დადო. უყურებდა როგორ ეხუტებოდნენ ერთმანეთს და თვალები გადაატრიალა.

"ანუ ჯიმინმა ესე მალე გაპატია?" ლაპარაკი დაიწყო "ნუ იყენებ შენს შარმს ჯონგუკ"

"შენც დანებდი" თვალი ჩაუკრა მის ძმას და შოკოლადი აიღო "ჯიმინ გინდა?" მოსვა და ჯიმინს ჭიქა გაუწოდა.

"ეგ შოკოლადი ჯიმინისთვის გავაკეთე შე პატარა ლაწირაკო, რატომ უნდა გაგიზიაროს?" ისევ გადაატრიალა თვალები და ნამჯუნის ოთახში გავუდა.

"მომენატრე" ჯიმინმა შოკოლადი გასინჯა, ჯონგუკმა კი მთელი ყურადღება მას დაუთმო "მომენატრე ძალიან იცი? შენ ჩემი პერსონალური დაცვა იყავი, ჩემი ყველაფერი ნუ ახლაც ხარ"

"მაპატიე, არ უნდა დამეტოვებინე, მაპატიე პატარავ, მიყვარხარ" ჯიმინმა მორცხვად გაიღიმა "მოდი აქ" ჯონგუკმა ჯიმინი მისკენ მიიწია და ცხვირზე აკოცა სადაც შოკოლადი ეცხო "შოკოლადი  გესვა"

"მადლობა" ჯიმინმა და ჯონგუკმა ერთდროულად დაილაპარაკეს, ხოლო როდესაც გაიაზრეს ორივემ ნაზად გაიცინეს.

"რატომ მიხდი მადლობას?" ჯიმინმა ჰკითხა.

"მეც იგივეს კითხვა მინდა" ჯონგუკმა თვალები დახუჭა როდესაც იგრძნო ჯიმინის ხელი, რომელიც მის თმებს ნაზად ეფერებოდა.

"ჩემს ცხოვრებაში რომ მოხვედი" ნაზად დაილაპარაკა ჯიმინმა. "რომ ჩემს გვერდით იყავი, და ყველა ნაბიჯს ჩემთან ერთად დგავდი"

ჯონგუკმა თვალები გაახილა "მე უნდა მეთქვა, მადლობა რომ შენი ბედი ჩემსას დაუკავშირე, რომანტიულად ჟღერდა მაგრამ როგორც ჩანს სიტყვებში მაჯობე ჰაჰ"

ჯიმინს გაეცინა, თავი უკან გადააგდო როგორც ჩვევია ხოლმე "იდიოტი ხარ ჯონგუკიე"

"შენი იდიოტი"

---------
დასასრული.

Strawberries And Cigarettes|ჯიგუკი♡Where stories live. Discover now