.15.

1.4K 143 15
                                    

ჯონგუკი უყურებდა ჯიმინს, რომელიც ცეკვას განაგრძობდა მიუხედავად იმისა რომ ეტყობოდა მარჯვენა ფეხი სტკიოდა, ამოიოხრა, გადაწყვიტა დახმარებოდა  ბიჭს.

"ჯიმინიე" ბიჭი მისი ხმის გაგონებაზე შემოტრიალდა და გაიღიმა. "შენი ფეხი ცუდ მდგომარეობაშია, გთხოვ დღეს მეტი აღარ იცეკვო, უფრო დაიზიანებ, მე დაველაპარაკები მასწავლბელე თუ  გი-"

ჯიმინმა თავი გააქნია და თავი დახარა "გთხოვ,მე მინდა ვიცეკვო, ეს ღონისძიება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მე მიყვარს ცეკვა, ამას ყოველთვის ვაკეთებდი"

"თქვენი წასვლის დროა ბავშვებო" მასწავლებელმა ბრძანება გასცა "აბა თქვენ იცით კარგათ იცეკვეთ, წარმატებები"

ჯონგუკმა ამოიოხრა და ჯიმინთან ერთად გავიდა, მალევე დაიკავეს პოზიციები სცენაზე,  ჯიმინი სხვა ადამიანად გადაიქცა, მისმა სხეულმა მუსიკა შეიგრძნო და ნება მისცა აყოლოდა რიტმს, ჯონგუკს არ გამორჩენია ისიც რომ მომენტებში უჭირდა ბიჭს წონასწორობის შეკავება მაგრამ მაინც გასაოცრად ასრულებდა თავის საქმეს, ცეკვის განმავლობაში სახეზე ღიმილი არ მოშორებია, ცდილობდა ტკივილი დაემალა რაც კარგად გამოსდიოდა.  როდესაც პერფომანსი დამთავრდა, ყველა ერთმანეთს ჩაეხუტა. ჯონგუკის მზერა ჯიმინის მასწავლებელზე შეჩერდა რომელიც მკაცრი სახით მიდოდა ბიჭისკენ. ჯონგუკმა რეაქცია მოახდინა და მასწავლებელს წინ დაუდგა.

"დღეს თქვენ არაფრის თქმას არ აპირებთ, მისი მარჯვენა ფეხი დაზიანებული იყო მაგრამ სცენაზე ყველაფერი სრულყოფილად შეასრულა, არ მოგცემთ უფლებას პატარა შეცდომის გამო უყვიროთ" მასწავლებლის თვალები დაზიანებული ფეხის ხსენებაზე გაფართოვდნენ. "დიახ, დარწმუნებული ვარ არცერთმა თქვენგანმა არ  იცოდა, ცეკვისას ძალიან მტკინვეული იქნებოდა მაგრამ ის მაინც აგრძელებდა, იამაყეთ რომ ის თქვენს კლასშია."

მასწავლებელს თვალები აუცრემლიანდა და ჯიმინთან მივიდა, ბიჭი ძლიერად ჩაიხუტა, ჯიმინი გაოცებული იყო მისი სქქციელით, ის მოელოდა რომ გაკიცხავდნენ, უფრო მეტად გაუკვირდა როდესაც  მასწავლებელმა ტირილი დაიწყო და ბოდიში მოუხადა, მოუწოდა სკამზე დამჯდარიყო და ფეხი ეჩვენებინა მისთვის, ბიჭმა შეასრულა თხოვნა,  ფეხზე შეხებისას ტკივილისგან ამოიოხრა, მდგომარეობა გაუარესებული იყო მარჯვენა ფეხზე. ჯონგუკმა თმა ხელით გადაიწია, ის ჯიმინზე ნერვებმოშლილი იყო, სიგარეტი ჯიბიდან ამოიღო და გარეთ მოსაწევად გავიდა, ახლა მას ნამდვილად სჭირდებოდა მოწევა.

Strawberries And Cigarettes|ჯიგუკი♡Where stories live. Discover now