.7.

1.4K 153 3
                                    

"ფუ შენი" ჯონგუკმა შეიგინა სახე მოიზილა და ლეპტოპი დახურა, ბიბლიოთეკაში ის უკვე დიდი ხანია რაც არის და დავალებას ასრულებს რის გამოც დრო არ შეუმჩნევია.

გარეთ ცივი ჰაერი ესიამოვნა, მალევე ტელეფონის ზარის ხმა გაისმა, ჯონგუკს არც დაუხედავს ეგრევე უპასუხა, დაბალ ხმაზე უხეში "რა" რომელიც როგორც ჩანს ვიღაცას არ ესიამოვნა.

"შენ უხეშო ბავშვო" ზარის მეორე მხრიდან ხმა გაისმა " რა "რა"? სად ჯანდაბაში ხარ? უკვე ცხრა საათია რვაზე კი პიცა უნდა მოგეტანა."

"სახლში გვიან მოვალ ნამჯუნ ჰიონ " ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა "ახლა დავამთავრე დავალება და პიცა დამავიწყდა, მაპატიე, ცოტახანს ქალაქში გავივლი და მერე დავბრუნდები."

ნამჯუნმა ამოიოხრა "კარგი გუკ,რაც გინდა ის ქენი ოღონდ რამე შარში არ გაეხვე თორემ შენი ძმა ყელს გამომჭრის, შენს სახეზე ჩალურჯებაც რომ იყოს ჯინი ინერვიულებს."

ჯონგუკმა იცოდა როგორი დამცველიც იყო მისი ძმა მის მიმართ, როცა ჯონგუკი მეხუთე კლასში იყო, ახსოვს ერთ დღეს როგორ დაბრუნდა ჩაწითლებული თვალებით,ეს ჯინმა დაინახა თუ არა სკოლაში გავარდა, დღემდე არ იცის ისეთი რა უთხრა  ბიჭს რომ მის მერე ჯონგუკის დანახვაზე სულ გარბოდა.

"ვიცი ჰიონ,შევეცდები"

"რა  შეეცდები ლაწირაკო ჯობ-"

ჯონგუკმა გაუთიშა არ უნდოდა ნამჯუნის ლექციების მოსმენა, კიმ ნამჯუნი მისი ოთახის მეზობელი იყო რომელიც ასევე ჯინს ხვდებოდა უკვე ორი წელი, ჯონგუკს სიგარეტი უნდა ამოეღო როდესაც ნაცნობი ფიგურა შეამჩნია რომელიც ითელი თვალები ჯონგუკს უყურებდა.

"სასაცილოა როგორ შეგიძლია მილიონობით სიგარეტის მოწევა მაგრამ ჩემს ჰეროინზე უარს ამბობ," ბოხი ჩაცინება ჯონგუკის ყურებს მისწვდა.

"მიუნგ დაეჰოონ,"ჯონგუკმა ყალბად ჩაიცინა
"ისევ კაიფში როგორც ჩანს"

Strawberries And Cigarettes|ჯიგუკი♡Where stories live. Discover now