.9.

1.4K 158 8
                                    

ჯიმინს საშინელი დღე ჰქონდა სამსახურში, ჯინსო კიდევ არ დაბრუნებულა ამიტომ მას უწევდა ყველაფრის გაკეთება ამას დამატებული უხეში კლიენტი რომელმაც თითქმის მთელი მენიუ შეუკვეთა, ძნელი იყო მარტო ამ ყველაფრის გაკეთება.

"უკვე ოცი წუთი გავიდა ჩემი სასმელი სადაა?" კლიენტმა უხეშად დაილაპარაკა, ჯიმინმა საათს დახედა ოცი კი არა ხუთი წუთიც არ გასულა ჯერ.

"დიახ ბატონო თქვენი სასმელი მზადაა" ჯიმინმა თბილად უპასუხა და სასმელი მაგიდაზე დადგა, წასვლას აპირებდა როდესაც კლიენტმა სასმელი მოსვა და ხელი მაგიდაზე ძლიერად დაარტყა რამაც ჯიმინის შეხტომა გამოიწვია.

"ეს სასმელი ყველაზე საშინელებაა რაც კი ოდესმე გამისინჯია ამას დამატებული დიდი ხანი ლოდინი რიმ მომიწია ამის გამო მგონი უნდა გაგათავისუფლონ."

ჯიმინმა ბარისტას გახედა რომელმაც ყავა მოუმზადა და შემდეგ კლიენტს მიუბრუნდა

"მაპატიეთ ბატონო, თუ არ მოგწონთ ახალს გავაკეთ-"

"და  ფულს გადამახდევინებთ არა?"კლიენტი ახლა ფეხზე ადგა,ჯიმინმა კი უკან დაიხია.

"უფასო იქნება ბატონო,ჩვენ ბოდიშს გიხდით-"

"ჩვენ? ეს შენი ბრალია, დანარჩენი საქმეს კარგად აკეთებს აქ მარტო შენ ხარ უსარგებლო, ვინ გამუშავებს საერთოდ,არაფრის გაკეთება არ იცი"

"მე მხოლოდ შეკვეთებს ვიღებ ბატონო" ჯიმინმა ჩუმად დაილაპარაკა, მისი თვალები კლიენტს უყურებდნენ ამიტომ იუნგი ჯონგუკი
და ჰოსოკი არ შეუმჩნევია "მე სასმელს არ ვაკეთებ" თავი დახარა "ახალ სასმელს მოგიტანთ"

ჯიმინი გულნატკენი იყო კლიენტის სიტყვებით, მაგრამ მან გადაწყვიტა დაეიგნორებინა და სამუშაო გაეგრძელებინა, ფიქრობდა კარგად მოაგვარა კონფლიქტი სანამ მის სხეულზე ცხელი სითხე არ იგრძნო რომელმაც სხეული დაუწვა, მისი დამხმარეები თვალებგაფართოებულები უყურებდნენ ამ სანახაობას ბიჭს თვალები ცრემლებით აევსო, ისინი ჯიმინისკენ გაიქცნენ რომ კლიენტი გაეგდოთ მაგრამ სანამ მაგას გააკეთებდნენ ვიღაცამ კლიენტი მაისურით დაიჭირა და კაფიდან გააგდო.

"როგორ გაბედე?" ხმაზე ეტყობოდა ბრაზი რამაც მომსახურე პირების გაჩერება  გამოიწვია "ზედმეტები მიგივიდა, აქედან გაეთრიე სანამ პოლიციას არ დავურეკე "

ხალხი უყურებდა ბიჭს რომელმაც ახლა ჯიმინისკენ გადაინაცვლა რომელიც იუნგის და ჰოსოკს საპირფარეშოში გადაეყვანათ, ჰოსოკი ეხმარებოდა გასუფთავებაში თან ცდილობდა ნაზად გაეხადა ტანსაცმელი რომ არაფეტი ეტკინა, ჯონგუკი როდესაც შევიდა ბიჭი ძირს იწვა და ზურგით კედელს ეყრდნობოდა.

"შე დებილო" ჰობიმ ნაზად წასჩურჩულა ჯონგუკს და მიახვედრა რომ ჟაკეტი გაეხადა რომელიც მალე ჯიმინს მოახვია. ჯიმინმა ცრემლიანი თვალებით შეხედა რამაც ჯონგუკს სუნთქვა შეუკრა. იუნგი და ჰობი გავიდნენ მარტო რომ დაეტოვებინათ ისინი

ჯონგუკმა ჯიმინი ჩაათვარიელა და შეამჩნია შოკოლადი რომელიც კანზე კიდევ ჰქონდა დარჩენილი, თავი ჩანთა აიღო და ხელსახოცი ამოიღო

"ყოველთვის ვატარებ მათ ჩანთით" ჩაილაპარაკა , ჯიმინმა კი კითხვის ნიშნის მზერით შეხედა " ხელები რომ გავიწმინდო, ხატვის შემდეგ" ნაზად გაუღიმა "იცი , ჩემს ხელებ უნდოდათ იმ ტიპის სახის გაერთიანება"

ჯიმინმა იგრძნო ცრემლი რომელიც ლოყაზე დაეცა მაგრამ მალევე ჯონგუკმა ხელით მოაშორა

"ადამიანი ცრემლები,მნიშვნელოვანია" დაიჩურჩულა და ჯიმინს თმები აუჩეჩა "განსაკუთრებით შენი, ვიღაც ნაბიჭვრებზე მათ ნუ დახარჯავ"

ჯონგუკმა მალევე იგრძნო პატარა ხელები რომელმაც ის ჩაიხუტა,ამოიოხრა და ბიჭს ხელები კომფორტულად მოხვია თავი კი მის კისერში ჩარგო.

ჯონგუკმა იგრძნო როგორი პატარა იყო ჯიმინი მის ხელებში და სურვილი გაუჩნდა სიცოცხლის ბოლომდე მისი დაცვის, შეიძლება იმიტომ რომ ჯიმინის სხეული ზუსტად ერგებოდა მის მკლავებში

"მიხარია რომ მოხვედი" ჯიმინმა ჩუმად დილაპარაკა" მიხარია აქ რომ ხარ,მიხარია რომ გაგიცანი ჯონგუკ"

ჯონგუკმა იგრძნო ჯიმინის ცრემლები ამიტომ მან ის უფრო კომფორტულად ჩაიხუტა და თმაზე მოეფერა.

"ვიცი" ჩუმად უპასუხა რომ ჯიმინს არ გაეგო "მეც მიხარია რომ შეგხვდი"

"ყოველთვის შენთან ვიქნები" კიდევ ერთი ხმადაბალი სიტყვები რომელიც ჯიმინის ყურებამდე ვერ მისწვდა.

Strawberries And Cigarettes|ჯიგუკი♡Where stories live. Discover now