ჯონგუკმა თმები ხელით გაისწორა და დერეფანში გაიარა, გოგონები ჩურჩულებდნენ,კაბებს ისწორებდნენ, ზოგადად ჯონგუკი მათ საუბარს ყურადღებას არ აქცევდა მაგრამ ახლა მის ყურს მისწვდა სიტყვები რომლებმაც ინტერესი გამოიწვიეს მასში.
"გავიგე ვიღაცას ხვდებაო"
"ვიღაცას ხვდება? ჯეონ ჯონგუკი? შანსი არაა"
"მართლა, ის და ვიღაც ბიჭი დავინახე, ისე უყურებდა როგორც მე საჭმელს ვუყურებ ხოლმე"
"ნუ გამაცინებ, ეს ჯონგუკია რომელიც ინტერესს არავიზე მიიტანს"
ჯონგუკმა თავისთვის გაიღიმა, საინტერესო იყო მასზე ჭორების მოსმენა,ყოველ დღე ახალ ახალი, უეცრად ხელმა მის სახის წინ ჯონგუკი გააჩერა, წინ გოგო იდგა რომელიც ჯონგუკმა იმწამსვე იცნო და თვალები გადაატრიალა, ხალხი მის გარშემო გაჩუმდა რადგან ახლა ჯომგუკი სკოლაში ყველაზე ლამაზ გოგოს ელაპარაკებოდა.
"გაიწიე,მინჯო"
გოგონამ სიტყვები დააიგნორა და სახეზე ყალბი ღიმილი მიიღო.
"რა უხეშად მელაპარაკები" მისი ხმა მაღალი იყო,ყოველთვის მოქმედებდა ჯონგუკის ნერვებზე. "დღეს ძალიან ლამაზოი დღეა" ჯონგუკთან ახლოს მივიდა და მაისურს ხელი მოჰკიდა რომელიც მალევე მოიშორა ჯონგუკმა.
"მაგისთვის დრო არ მაქვს" სიარული გააგრძელა, მაგრამ როგორც ჩანს გოგო არ მებდებოდა,მინჯომ ნაბიჯი გადადგა და ჯონგუკთან ახლოს მივიდა "არ მოხვიდე ახლოს" ჯონგუკმა გააფრთხილა მაგრამ მინჯო მაინც მივიდა და სახეზე ხელი დაადო, "ნუ მეხები,მოაშორე ახლავე ჩემი სახიდან შენი ხელები"
"ჯონგუკიე-"
ჯონგუკს მოთმინება აღარ ეყო, არ ესიამოვნა ეს სახელი მისი პირიდან ამოსული,ერთადერთი ადამიანი ჯიმინი იყო რომელიც მაგ სახელს უძახოდა, ხელები უხეშად მოიშორა და მკაცრად შეხედა გოგოს.
"მე გითხარი ნუ მეხებითქო"
რამოდენიმე მინჯოს მეგობარმა მინჯოს შეჩერება სცადეს მაგრამ იცოდნენ როგორი ჯიუტიც იყო ის.
YOU ARE READING
Strawberries And Cigarettes|ჯიგუკი♡
Romanceჯეონ ჯონგუკს უყვარდა სიგარეტი, მაგრამ მას მხოლოდ პარკ ჯიმინის მარწყვის ტუჩების გამო დათმობდა. *ნათარგმნია