ორი თვე გავიდა. იონას უფრო და უფრო ეზრდება მუცელი. ყოველ დღე ელოდებიან რომ პატარა გაჩნდება. მუდამ დაძაბულები არიან. იონას კი ეშინია! საშინლად ეშინია ეს ხომ მისთვის პირველი შვილია? ისიც კი არ იცის როგორი დაიბადება დაემსგავსება კი თეჰიონს? არც ის იცის შემდეგ რა ელის და ამის გაგებაც არ სურს.
დღეს ყველა მისაღებში იყო შეკრებილი როცა მოულოდნელად იონას ყვირილი მოესმათ.
- თეჰიონნნნ - ბოლო ხმაზე იყვირა და მის ბუშტივით გაბერილ მუცელს ხელი დაადო - თეჰიონ მტკივა
- იონა....ახლავე ახლავე.....- სწრაფად თეჰიონმა მის ნაცნობს დაურეკა მალევე ქალიც ადგილზე გაჩნდა ახლა კი ყველაზე რთული მომენტი იწყებოდა. საშინლად ტკიოდა იონას ყვიროდა და ტიროდა. ძლიერად უჭერდა თეჰიონს ხელს და ცრემლებს ღვრიდა.
- მშვიდად ყველაფერი კარგად იქნება - ეს თქვა თეჰიონმა და უფრო ჩასჭიდა ხელი იონას.
- გაიჭინთეთ - ბოლო იყვირა ექიმმა და რამდენიმე წუთში პატარა არსებას ტირილი გაისმა მთელ სახლში. იონამ დაუძლურებულმა და საშინლად დაღლილმა თავი გვერდით გადააგდო. ცოტახანში კი თეჰიონმა ბავშვი ხელში აიყვანა და იონას მკერდზე დაუწვინა
- ბიჭია - ჩუმად თქვა თეჰიონმა და ბავშვს შეხედა.
- პატარა ბიჭი შეგვეძინა თეჰიონ - ცრემლები ჩამოუშვა იონამ და მის შვილს კიდევ ერთხელ შეხედა. რა იგრძნო ახლა? წყურვილი იმისა რომ მისი ერთადერთი შვილი სიცოცხლის ბოლომდე დაეცვა. მისი პატარა სულ გვერდით ყოლოდა და მუდამ მისი სურნელი შეეგრძნო. პირველად იგრძნო ასეთი სიყვარული იონამ.
დედობა!
დედა გახდა!
იგრძნო უსასრულო სიყვარული ამ პატარა არსებას მიმართ, ზრუნვა და თავგანწირვა.
დედა გახდა და იგრძნო ყველაზე დიდი ბედნიერება! ცხოვრების არსი. ახლა ხომ მისი შვილია მთავარი?
ამ წამიდან იონას აღარ უნდოდა მისი შვილის გარეშე ყოფნა. უნდოდა თითოეული წამი თუ წუთი მასთან გაეტარებინა.
იყო დედა! ეს ყველაზე დიდი საჩუქარია.იონამ კიდევ ერთხელ აკოცა მის პატარას და დედას მოაშორეს. რამდნეიმე წამში კი იონას ჩაეძინა. ახლა ხომ ყველაზე მეტად სჭირდებოდა ძილი.
![](https://img.wattpad.com/cover/254407778-288-k209934.jpg)
ESTÁS LEYENDO
~ A strange world ~ (დასრულებული)
Fantasía- არა...- ეს ვუთხარი და ლოგინზე დავჯექი - საკმარისია თეჰიონ....უნდა ვიცოდე ვინ ხარ....საერთოდ ვინხართ? რა არსებები ხართ?