როგორი რთულია არა? როცა იცი რომ შენი შვილი სხვაგანაა შენ კი საერთოდ სხვაგან. არიცი როგორ იპოვნო და ჩაიკრა გულში. იცი რომ ვეღარ შეიგრძნობ მის ტკბილ სურნელს. არიცი ახლა როგორ არის? იქნებ ტირის? იქნებ როგორ ცუდადაა? ამაზე ფიქრი გულს კუმშავს და ნაწილებად ფლეთს.
ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. რა მოხდა? ახსოვს ყველაფერი იონას?
გოგონა თვალებს ნელა ახელს და გარშემო აკვირდება. აშკარად ეცნობა ეს მისი ოთახია. მის სახლშია ესმის დედამისის ნაზი ხმა რომელიც სამზარეულოში სავარაუდოდ რაღაცას აკეთებს.
- იონა გაიღვიძე უნივერსიტეტში გაგვიანდება - იონამ თავი წამოყო გაურკვევლობაში მყოფმა. ნუთუ ეს სიზმარი იყო? სწრაფად ადგა და სარკეში თავის თავს შეხედა. ,,ეს სიზმარი ვერ იქნებოდა" ჩაილაპარაკა სასოწარკვეთილმა და სამზარეულოში შევიდა - როგორც იქნა გაიღვიძე ამდენი ხანი როგორ შეგიძლია ძილი?
- რამდენი ხანი მეძინა?
- რაა?
- დედა რამდენი ხანი მეძინა?? მიპასუხე
- გუშინ რვა საათზე დაგეძინა კარგად ხარ იონა?
- არა ეს სიზმარი ვერ იქნებოდა - თმაზე ხელი მოვიკიდე და იქვე დავჯექი
- ცუდი სიზმარი გესიზმრა ძვირფასო? - დედასთვის აღარ მომისმენია პირდაპირ ჩემს ოთახში ავედი თავი მოვიწესრიგე ტანსაცმელი ჩავიცვი და სწრაფად ქვემოთ ჩავირბინე. - სად მიდიხარ?
- უნივერსიტეტში....
- არ შეჭამ?
- არა - სწრაფად ავიღე ჩანთა და სახლიდან გავედი. ,,გთხოვ დამხვდი იქ იყავი" ჩემთვის ვლაპარაკობდი. ვნატრულობდი რომ ისინი უნივერსიტეტში იქნებოდნენ. მალევე მივუახლოვდი უნივერსიტეტს და შიგნით დიდი სისწრაფით შევედი. არავინ იყო!! ზედმეტად ადრე მომიწია იქ მისვლა. უემოციოდ დავდე ჩანთა მაგიდაზე და კედლებს მივაშტერდი. ,,ეს სიზმარი ვერ იქნებოდა" ჩავილაპარაკე. ყველაზე მეტად მინდოდა ახლა კარი გაღებულიყო და იქედან ლუნა და ბიჭები შემოსულიყვნენ. ლექცია დაიწყო ყველა აქ იყო გარდა იმისა ვისაც ველოდი. ლექციის დროს კარები გაიღო იქედან კი ბიჭები შენოლაგდნენ გარდა თეჰიონისა. გამიხარდა მათი დანახვა გავუღიმე მაგრამ მათ ზედაც არ შემომხედეს ისე ამიარეს გვერდი.
![](https://img.wattpad.com/cover/254407778-288-k209934.jpg)
ESTÁS LEYENDO
~ A strange world ~ (დასრულებული)
Fantasía- არა...- ეს ვუთხარი და ლოგინზე დავჯექი - საკმარისია თეჰიონ....უნდა ვიცოდე ვინ ხარ....საერთოდ ვინხართ? რა არსებები ხართ?