4 𝕡𝕒𝕣𝕥 4

3.3K 165 68
                                    

ლიფტიდან გამოვედი და ერთ-ერთი მაგიდისკენ გავემართე.
მალე ჯივოც დავინახე, რომელიც ასევე ჩემსკენ მორბოდა.
მომიახლოვდა თუ არა ემოციებში ჩაიფლო.

-ვააააუ. ეს ვინ არის? მე ამ ლამაზ გოგონას არ ვიცნობ.
ამდენს მართლა არ მოველოდი ჰესუ.
ბრწყინავ.

-კარგი რა ნუ აჭარბებ. შენც იდეალურად გამოიყურები. მწვანე ძალიან გიხდება.

-რას ქვია ვაჭარბებ. ვერ ხედავ? ყველა შენ გიყურებს. პირი ყველას ღია აქვს. ამას რა ახსნას მოუძებნი?

-კარგი კარგი მოვრჩეთ.
ხო მართლა იუნა სად არის?

- 5 წუთის წინ მომწერა. მალე მანდ ვიქნებიო.

-კარგი მაშინ ისღა დაგვრჩა დაველოდოთ და გართობას შევუდგეთ.

-ok

ლაპარაკი დასრულდა და კარიც გაიღო. საიდანაც ვიღაც უსიმპატიურესი პიროვნება შემოვიდა. ხოლო შემდეგ მას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იუნა შემოჰყვა. მკლავი მკლავში გაუყარა და ღიმილით ჩვენსკენ დაიწყო სვლა თან ხელს გვიქნევდა.
მაშინვე ყველაფერი მოვწვი.
მოიცა ანუ ეს იმას ნიშნავს,რომ ეს შავებში ჩაცმული ანგელოზის სახიანი კაცი... იუნას უფროსი ძმაა?

თეჰიონის p.o.v.

როგორც იქნა დადგა ეს დრო.
დროა.. გამიცნო პატარავ. ისედაც ბევრი ვითმინე.

დიდ დარბაზში ჯერ მე შევედი შემდეგ კი იუნას გავუწოდე ხელი.

შესვლისთანავე დავინახე ჰესუ, რომელიც მომღიმარი სახით ჯივოს უყურებდა და საუბრობდა.
მალევე ყურადღება ჩვენზე გადმოიტანა. თუმცა გამომეტყველება დიდად არ შესცვლია.

იუნა სწრაფად გაიქცა მათკენ და მაგრად გადაეხვია. მეც მივედი და მათი სიყვარულობანას შემდეგ, რომ მეც გამეცნო მათთვის თავი.

-მოკლედ, გოგონებო ეს ჩემი უფროსი ძმაა თეჰიონი.(იუნა)

თქვა იუნამ და მათგან გაიწია, რომ თეჰიონის თავი უკეთ წარმოეჩინა.

🔞🖤მესაკუთრე🖤🔞Where stories live. Discover now