7 𝕡𝕒𝕣𝕥 7

3.3K 151 93
                                    

ჰესუ. როგორ გეძინა.

-კარგად მეძინა , მაგრამ გუშინდელი საღამოდან არაფერი მახსოვს.
მინდა ბოდიში მოგიხადოთ ბატონო თეჰიონ. ასე, რომ გაგაწვალეთ.
მართლა ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელის.

თეჰიონს სახეზე კმაყოფილი ღიმილი აეკრა. მოსწონდა თუ როგორ უძახდა ჰესუ ბატონს. თავის ფაფუკი, ნაზი ხმით. თითქოს ხმაშიც ეტყობოდა, როგორი უმანკო იყო.
სწორედ ეს იზიდავდა თეჰიონს მასში.
ყოველთვის, როდესაც ჰესუს სიტყვა ,, ბატონი,, აღმოხდებოდა მისივე დიდი ტუჩებიდან, თეჰიონს სიამოვნების ჟრუანტელი უვლიდა.
მზად იყო მის გამო ყველა მოეკლა თუმცა ახლა ამს ბოლომდე ვერ ხვდებოდა.

მხოლოდ ის იცოდა, რომ გოგონას მიმართ ლტოლვა ჰქონდა.
მას უნდოდა ჰესუ.
ჰესუს ყველაფერი უნდოდა. როგორც გული ისე სხეული.

...........

ჰესუმ საუზმე დაასრულა და კულტურულად თქვა.

-კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ყველაფრისთვის და მადლიბა. მე სახლში უნდა წავიდე.

თეჰიონიც მალე ადგა ფეხზე.

-წამოდი მე წაგიყვან.

-არა, არა დიდი მადლობა. ჯიმინს დავურეკავ და მომაკითხავს.

-ოუუ. ჰესუ როდის დაუახლოვდი მას ასე ძალიან?

თქვა იუნამ და წარბები აათამაშა.

თეჰიონს ძარღვებში სისხლი გაეყინა. ჰესუს მის გარდა არავინ უნდა შეეხოს. საერთოდაც შეხებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
არც უნდა შეხედოს.

თეჰიონმა ჰესუ გვერდით ოთახში იმ მიზეზით გაიყვანა, რომ თავის ტანისამოსი გადაეცა.

შეიყვანა თუ არა ოთახში. მაშინვე კუთხეში მიიმწყვდია და განცვიფრებული, ეშმაკის თვალებით გოგონას სულში ჩახედა.

-ჯიმინი ვინ არის?!

*მამაკაცის თვლები სამარესავით ბნელი გახდა. გოგო კი შოკში იყო.
ვერ ხვდებოდა , რა ხდებოდა.*

🔞🖤მესაკუთრე🖤🔞Where stories live. Discover now