15 𝕡𝕒𝕣𝕥 15

4.5K 168 279
                                    

ქორწილის დღე გათენდა.
მზიანი დღე იყო, ცაზე სულ რამოდენიმე თეთრი ფერის, თითქმის გამჭვირვალე ღრუბელს თუ შეამჩნევდით.
ქორწილი შუადღისთვის იყო დაგეგმილი.

თუმცა ახლა 8 საათია.
ორმა მოუსვენარმა გოგომ უკვე გაიღვიძა და ახლა ორივე ცდილობს მესამე გამოაფხიზლოს.
ახერხებენ კიდეც, მაგრამ არა ნორმალური გზით, არამედ წყლის დასხმით.

-ჰესუუუ. ადექი. ძილისთვის მეტი დრო აღარ გაქვს. ჰესუუ.

-სკოლა ხომ დამთავრდა არა? გთხოვ ცოტაც გოგონებო. სულ ცოტაც. (ჰესუ)

-დებილოო. დროზე ადექი დღეს თხოვდები, შენ კი დათვივით გძინავს.

-ჯანდაბა, სულ დამავიწყდა. (ჰესუ)

ჰესუ გამოფხიზლდა და ყველამ სიცილი დაიწყო.

-კარგი ახლა ხომ გაგახსენდა. ადგომის დროა ძვირფასო უნდა მოემზადო. (ჯივო)

-მოდი ჯერ შხაპით დავიწყოთ. რამოდენიმე ზეთი გიყიდე და კიდევ ლოსიონი მარწყვის სურნელით.
ყველაფერი სააბაზანოშია.
სწრაფად შედი.

ჯივომ და იუნამ ჰესუ სააბაზანოში "შეაგდეს" და კმაყობილები საწოლზე ჩამოჯდნენ.

ჰესუს p.o.v.

ჯანდაბა დღეს ქორწილი მაქვს.
სააბაზანოში იმდენი კანის მოვლის პროდუქტია... თითოეულში გასარკვევად რამოდენიმე წუთი მჭირდება.

ავტორის p.o.v.

როგორც იქნა გოგონა ამთავრებს ყველაფერს და სააბაზანოდან გამოდის.

პირი ღია რჩება დანახულით.
ოთახის ყველა კუთხეში ხალხია.
ზოგი კაბას ასწორებს, ზოგი უზარმაზარ ჩემოდნებს ხსნის, რომლებშიც როგორც ჩანს მაკიაჭი და ათასი წვრილმანი აწყვია.

ხედავენ თუ არა ჰესუს ყველა მისკენ მირბის. ყველა ულოცავს.
საბოლოოდ ჰესუ სარკის წინ ჯდება სადაც 2 ადამიანი მისი მაკიაჟის გაკეთებას ცდილობს, ორი თმებისას, დანარჩენები კი ბრჩხილების სილამაზეზე ზრუნავენ.

🔞🖤მესაკუთრე🖤🔞Where stories live. Discover now