-ლილიიი
-სოფიიიიი
-აივიიიი
შეშინებული ბიჭები სახლში ყვირილით შევარდნენ. მოსვლისას კარები ღია დახვდათ, პროდუქტები იქვე დაყარეს და გოგოების მოძებნა დაიწყეს.
-იპოვე?-იკითხა ეიდენმა. დეიმონმა უარის ნიშნად თავი გააქნია
-ზევით ნახე, დროზე!
ყველგან ეძებდნენ. გარეთაც ახლომახლო ტერიტორია შეამოწმეს და ხალხს ეკითხებოდნენ გოგონები ხომ არ გინახავთო, მაგრამ ყველა უარით ისტუმრებდა მათ. ტელეფონზეც სცადეს დარეკვა, მაგრამ რამდენიმე გამოტოვებუკი ზარის შემდეგ მოპასუხემ აცნობა, რომ ტელეფონები გათიშული იყო. ყველანაირი მცდელობის შემდეგ დეიმონმა ლიამს დაურეკა
-გისმენ?
-ლიამ გოგოებს შენთვის რაიმე ხომ არ უთქვამთ? მაგალითად სადმე წასვლას ხომ არ აპირებდნენ?
-არა. მხოლოდ აივის ველაპარაკე დღეს... შეიძლება მასთან ერთად წავიდნენ სადმე. რამე მოხდა?
-აივის რაზე ელაპარაკე? იქნებ მას წამოსცდა რამე?
-წამოსცდა? რა უნდა წამოსცდენოდა? მართლა მღალატობდა???? ღმერთო ჩემო
-გღალატობდა? ჯანდაბა ლიამ! მას რა უთხარი?!-ახლა უკვე გამწარებულმა ეიდენმა უყვირა მას-ხმა ამოიღე!
-დავშორდით...
დეიმონი-შენ რა... ჯანდაბა, ჯანდაბა. ილოცე რომ სახლში დაბრუნდნენ ლიამ!
-რა გაყვირებთ?! ასეთი რა ხდება, რომ ასე გამწარდით?! აივი ყურადღებას საერთოდ აღარ მაქცევდა. მას არ ვაინტერესებ, გესმით? არ მოვწონვარ, ჩვენს ურთიერთობას აზრი ჰქონდა? ამიტომ დავშორდი!
ეიდენი-ძალიან დებილი ხარ იცი? მას ყოველდღე ენატრებოდი, ერთი სული ჰქონდა როდის დაბრუნდებოდი და როდის გნახავდა. ახლა კი ალბათ სამივე სადღაც მიყრუებულში გდია და ღმერთმა იცის როგორ არიან
-რამე ხდება რაც არ ვიცი?-იკითხა უკვე შეშინებულმა ლიამმა
-კი, ძალიან ბევრი რამ და სჯობს მალე აქ გაჩნდე-უთხრა დეიმონმა. ლიამმა ტელეფონი გათიშა და სასწრაფოდ მათკენ გაეშურა.————————————————————————
-გამარჯობა საყვარელო-თქვა ღიმილით ბიჭმა
-ჯეი..მს-ძლივს ამოილაპარაკა გონზე ახლად მოსულმა ლილიანამ
-შე ძაღლო!-კბილებში გამოცრა სოფიმ
-ამას კომპლიმენტად მივიღებ. ჩემი ნახვა არ გიხარიათ? თქვენი საყვარელი "სიძის"-მოწყენილი სახე მიიღო ჯეიმსმა
-ჯანდაბაშიც წასულხარ მამაშენიანად იდიოტო (ვერ ვბედავ გინებას თორე უარესის დაწერას ვაპირებდი😂)-სახე გაუსწორა აივიმ
ჯეიმსი-ოჰ ჩვენი ფაიფურის გატეხილი პრინცესა. შეყვარებული დაგშორდა? ალბათ როგორი ცუდი გრძნობაა
აივი-რათქმაუნდა. შენნაირი უგულო და მოთამაშე ბიჭი ამას ხომ ვერ გაიგებს, გითანაგრძნობ
ჯეიმსი-მამაჩემი რომ არა აქვე მოგკლავდი. ხო მართლა, მამაჩემზე გამახსენდა... მასზე კონკრეტულად რა იცით?
სოფი-მამიკოს ბიჭი... ლილისთან შერიგებას გაძალებდა, ალბათ შენი შეყვარებულიც კარგ დღეში ჰყავს, მის დაკრულზე რომ დარბიხარ-გაეცინა გოგონას და ჯეიმსმა დანა, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ხელში ათამაშებდა, სოფის მიუშვირა
ჯეიმსი-მართალია.. იქნებ გაგიშვათ, ჰარლი დავიხსნათ, მამაჩემს ყველაფერი თავზე ჩამოვაქციოთ და ყველამ ჩვენთვის ბედნიერად ვიცხოვროთ?-დანა ჯერ თოკს მიადო, რითიც გოგოები იყვნენ სკამზე მიბმულნი, შემდეგ კი უცებ სოფის გაჰკრა ხელზე
აივი-ცხოველოოო!!! სოფის შენი ბინძური ხელები მოაშორე, თორემ მწარედ განანებ!
ჯეიმსმა სიცილი დაიწყო-მანანებ? მაინც როგორ შეძლებ? შენს შეყვარებულს.. უფროსწორად ყოფილს მომიქსევ?-სიცილს არ იკლებდა
ლილი-შეშლილი ხარ!
ჯეიმსი-მგონი ეგ სიტყვა საგიჟეთში მყოფს უფრო შეეფერება, არ მეთანხმები?
ჯეიმსი ყველანაირად ცდილობდა სიტყვებით გოგონებისთვის მტკინვეულ ადგილებში დაერტყა.
-სხვათაშორის იცით ეს რა ადგილია? დაფიქრდით.. იქნებ ბედმა გაგიღიმოთ და გამოიცნოთ-ღიმილით უთხრა და ოთახი დატოვა
————————————————————————ლიამი 2 საათის ჩამოსული იყო. ბიჭებმა ყველაფერი უამბეს. თავს იდანაშაულებდა იმაში რაც მოხდა და ვერ პატიობდა საყვარელ ადამიანში, აივიში ეჭვის შეტანას. შესასვლელში ვიდეო კამერა ეყენა, რომელიც აფიქსირებდა ყველას ვინც სახლში შედიოდა ან გადიოდა. ლიამი ფიქრობდა, აივის რომ არ დაშორებოდა ალბათ სახლიდან გასვლაც არ მოუწევდათ და ახლა ყველანი კარგად იქნებოდნენ.
ლიამი-პოლიციაში რომ განვაცხადოთ?
ეიდენი-აზრი არ აქვს. დაკარგვიდან 24 საათი უნდა იყოს გასული, რომ ძებნა გამოაცხადონ
ლიამი-ჩემი ბრალია...-თავი დახარა და ხელებში მოიქცია
დეიმონი-მართალი ხარ
ეიდენმა "შენ ხომ არ გაკლია" მზერით შეხედა
დეიმონი-რა? მართალს არ ვამბობ? გინდა ტყუილუბრალოდ ვამშვიდო და ვარწმუნო, რომ მისი ბრალი არაფერია, აივი სახლიდან ტირილით მის გამო არ გაქცეულა და ლილი და სოფიც მას არ გაჰყოლინან?
ეიდენი-რაც გინდა ის ქენი. უმოქმედოდ ჯდომა აღარ შემიძლია. ჯონის უნდა მივაკითხო!
ლიამი-გაგიჟდი?? ეგ თვითმკვლელობის ტოლფასია, შენი ხელით ბარდები
ეიდენი-აბა რის გაკეთებას მირჩევ??
დეიმონი-იქნებ კომპიუტერები შეგვემოწმებინა. მახსოვს ლილი რაღაცას იძახდა მის ლეპტოპში დამონტაჟებულ პროგრამაზე..
ეიდენი-ეგ აქამდე რატომ არ თქვი?!
ლილის ლეპტოპი ჩართეს და ყველაფერს დაკვირვებით დაუწყეს თვალიერება. ერთი პროგრამა იპოვეს, სახელად "მდებარეობა". მაშინვე გახსნეს და ორწუთიანი გაურკვეველი რუკის და ციფრების ყურების შემდეგ გაიაზრეს რაც იყო. პროგრამა მათ ადგილმდებარეობას აჩვენებდა! კოორდინატები ამოწერეს და პოლიციის განყოფილებაში წავიდნენ.
გოგოებს ყოველთვის ეკეთათ სამაჯურები, რომლის წყალობითაც პროგრამაში მათი ადგილსამყოფელი ჩანდა.
YOU ARE READING
შურისმაძიებლები (დასრულებული)
Mystery / Thrillerსამ გოგონას ერთიდაიმავე დღეს მოუკვდება უმცროსი დედმამიშვილი. მათ თვითვმკვლელობა დაუმტკიცდებათ. ერთ-ერთის და გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს, რადგან დაუჯერებლად ეჩვენება ეს ყველაფერი, მაგრამ ერთ დღეს მუქარის წერილს იღებს, რაც ეჭვებს უფრო უმძაფრებ...