თავი 5

298 20 4
                                    

-ლილიან გაიღვიძეეეე
-მის მძინარა მზეთუნახავო დროზე, თორემ დაგვაგვიანდება
ამის გაგონებაზე უცებ წამოვხტი
-რაა? რომელი საათია
-6ის ნახევარი
-რააა? საათნახევარი დაგვრჩა დრო. უფრო ადრე რატომ არ გამაღვიძეეეთ?
-შენი აზრით? პრინცესა ავრორავ ნახევარი საათი შენს გაღვიძებას მოვუდნით, ბალიშებიც კი გირტყით, მაგრამ ვერ გაგაღვიძეთ
-კარგი კარგი დროზე გავემზადოთ
-ისააა წინასწარ მაინც საქორწინო კაბა როგორი სტილის გინდა მითხარი ახლავე, რომ შევუკვეთო
-ლილიააააან-მიყვირა სოფიმ და ბალიში მესროლა
-კარგი ხო-ვუთხარი სიცილით და გამზადება დავიწყეთ.
სოფი აქეთ-იქით გიჟივით დარბოდა და გაყვიროდა "ჩემი მაიაკა სადარის?" ან "ჩემი ფეხსაცმელები" და კიდევ "ჩემი პომადა და სამკაული რომელმა აიღეეეთ?!"
რაღა მაინცდამაინც ახლა დაკარგა ამან ყველაფერი🤦🏼‍♀️
-დამშვიდდი გოგო სავახშმოდ მიდიხარ, პაემანზე კი არა-უთხრა აივიმ, რაზეც სოფიმ შეუბღვირა.

მოკლედ 1 საათში როგორც იქნა მზად ვიყავით. ჩანთებს ხელი დავავლეთ, ტაქსი გავაჩერეთ და დეიმონის გამოგზავნილ მისამართზე წავედით.
მე გზაშიც შოკოლადიანი პეჩენიების ჭამით ვსკდებოდი
-შენ რა ეგ ჩანთა სულ მაგით გაქვს გამოტენილი?
-გამარჯობაა, ჯერ ისევ დეპრესიაში ვარ
-კარგი ხო
-ადამიანმა რომ გკითხოს დეპრესიაში ხარ, მაგრამ გეტყობა მაგის რამე?-აივის შევუბღვირე და ჭამა განვაგრძე. დეპრესიით ან მის გარეშე, ეს პეჩენიები მაინც ჩემი ცხოვრებაა, ამიტომ სულ ვჭამ.

  როგორც იქნა მივედით იმ მისამართზე და ანერვიულებული სოფი, რომელიც უკვე ფიქრობდა სახლში დავბრუნდებიო, ძალით გადმოვათრიეთ მანქანიდან.
ზარი დავრეკეთ, კარები დეიმონმა გაგვიღო და სახლში შეგვიპატიჟა. სხვათაშორის ძაან ლამაზი სახლიაქცს. ოთახში შესულებს მისი ძმაკაცი-ლიამიც იქ დაგვხვდა და შევნიშნე აივის როგორ უღიმოდა.

   მაგიდას შემოვუსხედით და როდესაც ჭამა უნდა დაგვეწყო კარზე ზარის ხმა გაისმა. კარგით რაა... ვერ ვიტან ჭამას რომ მაწყვეტინებენ ☹︎

შურისმაძიებლები (დასრულებული)Where stories live. Discover now