თავი 2

423 24 7
                                    

თვალებს ვახელ და ოთახს თვალს ვავლებ. ვხვდები, რომ ჩემი ოთახის მაგივრად საავადმყოფოს პალატაში ვარ. მახსენდება რაც დავინახე და ამის გააზრებისას ისევ ტირილს ვიწყებ. ვტირი და ვერ ვჩერდები. ამ დროს ექთანი შემოდის და ჩემი დანახვისას სასწრაფოდ ექიმს ეძახის, თვითონ კი ნემსს იღებს და დამამშვიდებელს მიკეთებს. ისევ ვტირი, მაგრამ მალე ვწყნარდები. ამასობაში ექიმიც შემოდის და მეკითხება როგორ ვარ, მე კი ხმას არ ვცემ, უბრალოდ თავი მაქვს ჩახრილი. ექიმმა თავი დააქნია და ჩემი გასინჯვა დაიწყო. მთელი დღე ვიწექი, არც საჭმელს ვჭამდი და არც არავის ვცემდი ხმას. საღამოს პოლიციელები მოვიდნენ ჩემს დასაკითხად. მხოლოდ მათ გავეცი ხმა. მკითხეს რამე ხომარ შეემთხვა იმ დღეს ჩემს დას ან შარში ხომ არ გაეხვა, მაგრმა მე არაფერი ვიცოდი. თავში მხოლოდ ეს კითხვები მიტრიალებდა ვინ მოკლა ჩემი და? რატომ ან რისთვის? ან როგორ ესროლეს, ისე, რომ ჩვენ ვერაფერი გავიგეთ? შურისძიების სურვილი მტანჯავს. მინდა პასუხი ვაგებინო მის მკვლელს. ჩემი და ისეთი ადამიანი არიყო, რომ ვინმესთვის რამე დაეშავებინა. პირიქით. მას უყვარდა სხვებზე ზრუნვა და მათი დახმარება. მაშინ რატომ მოკლეს იგი? ის ხომ ჯერ მხოლოდ 15 წლის იყო! ვის უნდა ჩაედინა ასეთი რამ?!

მეორე დღეს ჩემი მშობლები მოვიდნენ და საავადმყოფოდან გამომწერეს. ისინიც ძალიან ცუდად იყვნენ ამ ამბის გამო, მაგრამ ჩემს გამო თავს ძალას ატანდნენ და არ იმჩნევდნენ თუ როგორ ძაან განიცდიდნენ შვილის დაკარგვას. მე სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, მაგრამ უარს ვამბობდი სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებაზე. მშობლები ამაზეც წუხდნენ, მაგრამ ამ ამბის გამო არც მაძალებდნენ სწავლას. იცოდნენ, რომ მეც ძალიან ცუდად ვიყავი.
ყოველ ღამე ჩემს დაზე და იმ მკვლელობაზე კოშმარები მტანჯავდა. გამოძიება ჩატარდა და დაასკვნეს, რომ მან თავი მოიკლა. ხელში პისტოლეტი ეჭირა და მასზე მისი თითის ანაბეჭდები იყო. ვერ ვიჯერებდი იმ ფაქტს, რომ სიცოცხლით და ხალისით სავსე გოგომ თავი მოიკლა. გამოძიების ხელახლა ჩატარებას მოვითხოვდი. ერთ დღეს მესიჯი მივიღე, სადაც ეწერა, რომ თუ გამოძიებას თავს არ დავანებებდი მეც იგივე მომელოდა, რაც ჩემ დას. ამან უფრო გამიჩინა ეჭვები იმის, რომ ჩემს დას თავი არ მოუკლავს. ყოველღამე ძილში ვყვიროდი და არც დღე ვიკლებდი ყვირილს. სულ ერთ ამბავს ვტეხდი და ისევ გამოძიების ხელახლა ჩატარებას მოვითხოვდი. იმ მესიჯზეც მოვუყევი პოლიციას, მაგრამ, როდესაც ჩემი ტელეფონი აიღეს შესამოწმებლად მესიჯი ვერ აღმოაჩინეს. ჩემი მშობლები ძალიან შეშინებულები იყვნენ. მათ ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს! მათ ფსიქიატრიულში გამომკეტეს! ამას ვერასდროს დავივიწყებ!

შურისმაძიებლები (დასრულებული)Where stories live. Discover now