თავი XVI

366 17 12
                                    

Please vote 💜

დილით დეიდას ტკბილი ხმა მაღვიძებს, სახეზე მეფერება და უშედეგოდ ცდილობს ჩემს გაღვძებას.
-გოჭო გაიღვიძე, თორემ სამსახურში დაგაგვიანდება._ თვალებს ვახელ, დეიდას ვეხუტები და რამოდენიმე წამში ისიც ჩემთან ერთად წევს ლოგინში.
-იზაბელ, ნუ იქცევი ბავშვივით, მე მაინც გამიშვი საქმეები მაქვს.
-არა დეიდა ვერ გაგიშვებ_ ვეუბნები და უფრო ვეხუტები.
-ამხელა გოგო ხარ და კვლავ ბავშვივით იქცევი_ ამბობს და იცინის.
რამოდენიმე წუთი ასე ვწევართ, შემდეგ კი დეიდა ჩემს წვალებას იწყებს.
-კარგი რა დეი, ვსო ვდგები._ ვიძახი და ორივე ფეხზე ვდგებით. საცოდავი სახით ვდგავარ, ის კი მოდის და მეხუტება.
-მიყვარხარ ჩემო გოგოვ_ ამბობს და ოთახიდან გადის. დეიდაჩემი უბრალოდ ძალიან მიყვარს, მან ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა, არ ვიცი მის გარეშე რა მეშველებოდა. მალე ვემზადები და დაბლა ჩავდივარ. მე და მეიდა ჩაის ვსვავთ და თან ვსაუბრობთ. მალე სახლიდან გავდივარ და სამსახურისკენ ვიღებ გეზს. მგონი მაგვიანდება. იმედია შარს არ ავიკიდებ, ამ მოკლე დროის გამნავლობაში ეს ადგილი ჩემთვის სახლივით იქცა.
მეგის ვერსად ვპოულობ რის გამოც გეზს მაშინვე სტუდიისკენ ვიღებ და მეგიც იქ ვიპოვე, სესილიასთან ერთად იყო და რაღაცაზე საუბრობდნენ, მგონი რაღაც ხდება, დამინახეს თუ არა ჩემკენ წამოვიდნენ.
-სად იყავი ამდენ ხანს?_მკითხა მეგიმ
-რა ხდება მშვიდობაა?_ ეს ვთქვი თუ არა ჰარის ყვირილი გავიგე.
-სად არის შემდეგი გოგონა! ხომ შეგიძლიათ ნაკლები ილაპარაკოთ და ბევრი იმუშაოთ, დავიღალე უკვე ამდენი ლაპარაკით!_ გაცეცხლებული იყო. ნეტავ რა სჭირს? შემდეგ კი ჩემსკენ შემობრუნდა, წარბები შეკრული ჰქონდა და გაბრაზებული სახით იყურებოდა. როცა დამინახა სახეზე ხელი მოისვა, ჩაახველა და
-კარგით მუშაობა განვაგრძოთ_ დაიძახა მშვიდად. ამაზე გაოცებული სახე მივიღე. ჩემს გამომეტყველებაზე ჰარის გაეცინა და ფოტოების გადაღება განაგრძო. დაიცა, იცინის კიდეც! ეს ის ჰარი არაა რამოდენიმე წუთის წინ რომ ღრიალებდა, არა ნამდვილად გადავირევი.
-ყოჩაღ, შენ ის დაამშვიდე_ მითხრა მეგიმ
-რაა?_ შევიცხადე_ მე არაფერი გამიკეთებია.
-მისთვის შენი დანახვაც საკმარისია_ მითხრა და წარბები ეშმაკურად აათამაშა.
-ახლა თუ მოვედი..._ მისკენ გავიწიე თუმცა სესილიმ დამიჭირა.
-დამშვიდდი და ლუისთან წადი _მეგის გაბრაზებულმა შევხედე და ლუისთან წავედი.
-ტომო, როგორ ხარ?
-კარგად, ლამაზო შენ?
-რავი მეც არამიშავს.
-კარგი, მიდი მოემზადე და ჰაროლდასთან წადი, თორემ გაცეცხლებულია._ მოვემზადე და ჰარისთან წავედი, ფოტოებს ვიღებდით როცა ჰარი მომიახლოვდა
-სად იყავი, დღეს რატომ დაიგვიანე?_ მითხრა და ჩემი თმების შესწორებას შეუდგა.
-უბრალოდ დამაგვიანდა._ ვუთხარი მოკლედ
-ვინერვიულე..._მითხრა და თვალებში ჩამხედა. ამაზე გაოგნებული სახე მივიღე, რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ჯანდაბა, ვერაფერი ვთქვი. ჰარიმ გაიცინა და კვლავ ფოტოების გადაღება განვაგრძეთ. მალევე შესვენების დრო მოვიდა ვიჯექი და მის სიტყვებზე ვფიქრობდი: "ვინერვიულე" ანუ რა გამოდის თვით ჰარი სტაილსი ჩემზე ნერვიულობდა?.. რა საყვარელია_გავიფიქრე ჩემთვის და გამეღიმა "ხედავ არ აღიარებ რომ მოგწონვარ, მაგრამ ასეა " გაისმა ჰარის ხმა ჩემს გონებაში. თავი გავქნიე და ფიქრები გავფანტე. მალე ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა, ჯეიკობი იყო, ჩემი ნახვა უნდოდა, ვუთხარი კომპანიაში მოდითქო, ადგილმდებარეობა ვუთხარი და ლოდინი დავიწყე. საქმე არაფერი იყო რის გამოც კომპანიის დერეფანში დავხეტიალობდი, ზემოდან დავყურებდი მთავარ დარბაზს, ხალხი აქეთ-იქით ირეოდა, ყველას თავის საქმე ჰქონდა. მალევე დავინახე თუ როგორ ამომიდგა გვერდით ჰარი
- აბა რას შვები?_ მკითხა და გამიღიმა
- მეგობარს ველოდები, საქმე არ მაქვს და ვიფიქრე ვნახავთქო.
- რაღაცაზე მინდოდა იმ დღეს საუბარი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, მოკლედ მინდა გითხრა რომ...
- იზაბელ!_ გავიგე ჯეიკობის ხმა.
- ჯანდაბა!_ ამოიოხრა ჰარიმ, მე კი ჯეიკობისკენ გავიქეცი და ჩავეხუტე.
- როგორ მომენატრე შე საზიზღარო!_ ვუთხარი და მალევე მოვშორდი.
- მეც იზაბელ._ მითხრა და გამიღიმა მალე ჰარი მოგვიახლოვდა.
- გაიცანი ჯეიკობ, ეს ჰარია_ ბიჭებმა ერთმანეთი გაიცნეს, ჰარი უცნაურად იყურებოდა. ნეტა კარგადაა?
- მოკლედ, შავ ფერს არ ღალატობ._ ვუთხარი ჯეიკობს მას შემდეგ რაც მის ტანზე კვლავ შავი ფერის სამოსი დავინახე.
- ხომ იცი იზაბელ შავი ჩემი ფერია.
- მას იზი ჰქვია_ გაბრაზებით ამოილაპარაკა ჰარიმ, ჯეიკობს გაეცინა, მაგრამ აქ რა არის სასაცილო, ჰარის რაღაც სჭირს, იმედია სერიოზული არაფერია. მალევე ჯეიკობს დაურეკეს და ცალკე გავიდა, როცა დაბრუნდა მოწყენილი სახე ჰქონდა.
- ვიფიქრე მთელ დღეს შენთან გავატარებდი იზი, მაგრამ საქმე გამომიჩნდა_ ამაზე მეც მოვიწყინე. - მაგრამ არ იდარდო, ამ დღეებში ისევ შევხვდებით...ნახვამდის ჰარი._ უთხრა ჯეიკობმა მაგრამ ჰარის ხმა არ ამოუღია მხოლოდ თავი დაუკრა.
- გაგაცილებ_ ვუთხარი ჯეიკობს და კომპანიის გასასვლელამდე გავაცილე.
- შენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვლილა, კომპანიაში დაიწყე მუშაობა, მოდელი ხარ და რაც მთავარია ჰარი გამოჩნდა შენს ცხოვრებაში.
- რა ჰარი, რის ჰარი, ის მხოლოდ ჩემი მეგობარია. აღარ გაიმეორო მსგავსი რამ_ ვუთხარი და გაბრაზებულმა შევხედე.
- მალე გავიგებთ_ მითხრა და ჩამეხუტა._რბოლისთვის ემზადები?_ მკითხა და წარბის აწევით შემომხედა.
- ნუ, მალე დავიწყებ მზადებას, ალექსმა თქვა რომ კვლავ ფორმაში ვარ.
- წარმატებები! ახლა კი წავალ თორემ ჰარი ისე მიყურებს, ალბათ მალე ჩემს სისხლს დალევს._ თქვა და გაიცინა. ბოლოჯერ ჩავეხუტე და გავუშვი. უკან რომ მივბრუნდი ჰარი მართლაც იქ იდგა, გამწარებული იყურებოდა.
- მშვიდობაა?_ ვკითხე და თვალებში ჩავხედე.
- ნაილი და ლიამი თათბირს მართავენ, შენც უნდა იყო იქ._ მალევე მე და ჰარი სათათბირო ოთახში ავედით. ყველა აქ იყო შეკრებილი. მალევე ნაილმა ლაპარაკი დაიწყო.
- მოკლედ მეგობრებო ერთ-ერთი რეკლამის გადაღება გვიწევს, რის გამოც გადაღებებს ბუნებაში მოვაწყობთ, აზრიც დაგვებადა რომ ლაშქრობა მოგვეწყო და ერთი ღამე იქ გავატაროთ. კოცონი, კარვები და სხვადასხვა რამ, მოკლედ კარგად გავერთობით._ დაამთავრა ნაილმა შემდეგ კი ყველა დავიშალეთ. ანუ რა გამოდის ლაშქრობაზე მოვდივართ...

In anticipation of the new/ ახლის მოლოდინში 💛Where stories live. Discover now