თავი VII

349 16 9
                                    

ზედმეტად დამღლელი დღე იყო, ამიყვანეს, არ მჯერა... მართალია დაღლილი ვარ, მაგრამ სახლამდე ცოტა ფეხით გადავწყვიტე გასეირნება,თან ვფიქრობდი  მეგიზე ძალიან კარგი გოგოა სალის  ძალიან ჰგავს, მაგრამ მეშინია  კვლავ ვინმესთან დაახლოების. რა მოხდება მასაც რომ დავუახლოვდე და ისიც დავკარგო,  სალის შემდეგ ხალხთან დაახლოების მეშინია, ძველ მეგობრებთანაც იშვიათად მაქვს კონტაქტი. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა…გასაკვირია ნეტავ რატომ გავახსენდი? გავიფიქრე და ვუპასუხე
-ჰეი ჯეიკობ ბლეიქ, შენ რა ცოცხალი ხარ? თუ ჯოჯოხეთიდან მელაპარაკები?
-ოუ იზი ნეტავ იცოდე როგორ მიხარია შენი ხმის გაგება,მაგრამ ეს ბოლო სიტყვები რა იყო რა დავაშავე?
-უბრალოდ დიდი ხნით დაიკარგე
-ვიცი იზი, უბრალოდ საქმეები მქონდა მადლობელი ვიქნები თუ მაპატიებ
-კარგი ჯეიკობ, აბა ამოღერღე  რატომ რეკავ?
- 4 თვეში რბოლა იმართება და შეგიძლია კვლავ დაანახო ხალხს რომ კვლავ თამაშში ხარ, თან როგორც ვიცი ვიქტორიაც მონაწილეობს,აბა რას იტყვი?
   დავიბენი არ ვიცოდი რა მეთქვა, ბრაზი მახრჩობდა, მინდოდა შური მეძია და ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ სალი გამახსენდა ის დღე როცა მის გამო ვიჩხუბე…
დიდი ხნით ადრე
- იდიოტო  ჩემს გამო წახვედი საჩხუბრად და მე არაფერი მითხარი? შენ რა “ქალი საოცრება” ხარ?
-არა უბრალოდ ძალიან გაბრაზებული ვიყავი თავი ვერ გავაკონტროლე,ბოდიში
-ბატო შენ კიდევ ბოდიშს იხდი? უბრალოდ შემპირდი რომ  გაბრაზებულ გულზე არასდროს მიიღებ ვადაწყვეტილებას, ხომ იცი ბრაზი ადამიანს იპყრობს და ბოლოს ანანადგურებს
-გპირდები ასე აღარასდროს მოვიქცევი
-ხელი ძალიან გტკივა?-მკითხა და სპირტით ჭრილობის დამუშავებას შეუდგა…

-ჰეი იზი ისევ აქ ხარ?-მკითხა ჯეიკობმა მე კი თავი გავაქნიე და ფიქრები გავფანტე
-ჯეიკობ ეს შესანიშნავი ამბავია უბრალოდ პასუხის მოსაფიქრებლად დრო მჭირდება
-კარგი იზი 2 დღეში შენს პასუხს ველი... შეშემეხმიანე.
-ნახვამდის ჯეიკობ.
-კარგად იზი. იმედია უარს არ იტყვი…-ეს თქვა და ტელეფონი გავთიშე.
დრო მჭირდებოდა  იმისთვის რომ გამეანალიზებინა  შემეძლო თუ არა მოგება, კვლავ ფორმაში ვიყავი თუ არა.  ვერ მივცემდი ბრაზს უფლებას გავეკონტროლებინე. ამაზე სალის საყვარელი ფრაზა გამახსენდა “ ემოცია ცხენს ჰგავს ან მართავ ან მიგაქროლებს”. ფიქრებით შეპყრობილს ვერც კი მივხვდი სახლში როგორ მივედი. სასტუმრო ოთახში შევედ, დეიდა  ჩაის სვამდა მივედი და ჩავეხუტე.
-დეიდა ძალიან მიყვარხარ!
-მეც ჩემო პატარავ, მომიყვები რა მოხდა შეხვედრაზე?
-მე ამიყვანეს- ვუთხარი და გავუღიმე
-გილოცავ ჩემო გოგო,დაღლილი იქნები აჯობებს მოწესრიგდე და დაიძინო
-მართალი ხარ , ძალიან დაღლილი ვარ წავალ მოვწესრიგდები და დავიძინებ-დეიდას დავემშვიდობე, ოთახში ავედი, თავი მოვიწესრიგე და  საწოლში ჩავწექი.  ვფიქრობდი დღევანდელ დღეზე, იმ ადამიანებზე, რომელიც გავიცანი, ვფიქრობდი და ხვალინდელი დღის ინტერესი მით უფრო მიპყრობდა.  ვფიქრობდი რბოლაზე, რომელიც წინ მელოდა.  მალე ფიქრებში ჩამეძინა,  მაგრამ დღეს ყველაფერი  სიბნელემ კი არა, სიმწვანემ მოიცვა,თვალები დავხუჭე თუ არა მაშინვე ჰარის  თვალები გამახსენდა,  გამეცინა, რადგან მას სიზმრებშიც კი შეეძლო ჩემთვის ნერვების მოშლა…

In anticipation of the new/ ახლის მოლოდინში 💛Where stories live. Discover now