თავი X

325 14 6
                                    

ხმაურიან ქუჩებში წყნარი მუსიკის ფონზე მივუყვებოდით გზას,  მივდიოდით იქ სადაც ყველაფერი დაიწყო, მოგონებებით სავსე ადგილას.                                 *******        
  არ ვიცი რა რეაქცია ექნება ჰარის როცა გაიგებს, რომ ჩემს ვარჯიშს უნდა დაესწროს. ახლა კი ჩემს მეგობართან მივდივართ, რადგან  გავარკვიოთ  კვლავ შემიძლია თუ არა  რბოლის მოგება.  მთელი ოცი წუთი გზაში გავატარეთ, ვსაუბრობდით ფოტოგრაფიაზე, ამინდზე  მხატრობაზე და ბოლოს დანიშნულების ადგილას მივედით. ხალხს მოტოები მწკრივში დაეყენებინათ,  აქა-იქ კი ჯგუფ-ჯგუფად მათ პატრონებს მოეყარათ თავი.  ჰარი გაკვირვებული იყო. მანქანიდან  გადავედი და თავი სახლში ვიგრძენი. ბოლოს ალექსი დავინახე თავისი ზღვისფერი თვალებით,ღია წაბლისფერი თმა სახეზე ჰქონდა ჩამოყრილი. მალევე შემამჩნია, ჯერ გაოცებული სახე მიიღო, შემდეგ  გაიცინა  ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა.
_მარსელ, შე მაიმუნო როგორ მომენატრე!
_მეც მომენატრე შე საზიზღარო!                           _ესეიგი ჯეიკობის შემოთავაზება მიიღე  და რბოლაზე გახვალ?..._ მითხრა და წარბი აწია. 
-ზუსტად მაგიტომ ვარ აქ, უნდა გავიგო შემიძლია თუ არა მოგება, ამაში კი შენ დამეხმარები სათქმელი დავამთავრე თუ არა გასაღები მომაწოდა.            
-3 წრე. მინდა რომ აჩვენო ამ ხალხს, ვინ არის მთავარი, მინდა გაიგონ რომ დაბრუნდი._როგორც ყოველთვის ჩემი გამხნევება ახლაც გამოუვიდა
_ასეც მოვიქცევი მეგობარო._ ვუთხარი და მხარზე ხელი დავარტყი.მალე ჰარიც მოგვიახლოვდა.
_ალექს, ეს ჰარია ჩემი მეგობარი._ბიჭებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.                                    _კარგი ახლა წადი დანარჩენზე  მერე ვისაუბროთ._ თქვა და ეშმაკურად გაიღიმა. ეს დანარჩენი ნიშნავდა იმას რომ ჰარიზე ყველაფერი  უნდა მომეყოლა, თავი გავაქნიე და   მოტოსკენ დავიძარი. მალევე მოტო სტარტზე გავაჩერე,  გაისმა ხმა  რომლის მიხედვითაც  რბოლა  იწყებოდა.
    მთელი სისწრაფით  მივდიოდი, საოცრება იყო.  ერთია, როცა  მანქანებით სავსე  ქუჩებში  დაქრიხარ, სადაც შუქნიშნები გიშლის ხელს,  აქ კი სრული თავისუფლება.  ვაღიარებ, მომნატრებია. ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა სისწრაფისა, ჩემი გულის ხმა კი მგონი მთელ სამყაროს ესმოდა...

საბოლოოდ მოტო  ბიჭების წინ გავაჩერე. ალექსი გაოცებული იყო, შემდეგ აპლოდისმენტების ხმა და სხვადასხვა შეძახილი გავიგე.      
- გოგო ამ შედედით ვიქტორიას გაანადგურებ, მაგრამ მკვეთრი მოსახვევები და ემოციები შენი დიდი მინუსია, ეს უნდა გამოვასწოროთ, აი ვარჯიში ყველაფერს მოაგვარებს_ მითხრა ალექსმა.
-ეს... ეს... უბრალოდ შენ...  შენ რა მრბოლელი ხარ და ამას ახლა ვიგებ? _ჰარი მგონი შოკში იყო.
- ჰარი, შენ არც კი გიკითხავს_ ვუთხარი და გავიცინე. შემდეგ ალექსმა ლუდზე დაგვპატიჟა
- სერიოზულად? მე ხომ არ ვსვავ დაგავიწყდა?
-შენთვის არც მითქვია, ჰარის ვუთხარი. შენთვის უალკოჰოლო სასმელიც იქნება._ ამაზე დავთანხმდით. ალექსმა და ჰარიმ საუბარი დაიწყეს, მე კი ხედით ვტკბებოდი. დიდი არაფერი მაგრამ აქაურობა ბევრი   მოგონებით იყო სავსე, ალექსმა ჩემი შერცხვენა მოახერხა და ჰარის მოუყვა თუ როგორ გადმოვარდი გაჩერებული მოტოდან, ამაზე მხარში დარტყმა მიიღო ჩემგან დიდი ხანი გავატარეთ იქ, დროის გასვლა ვერც გავიგეთ.  ცოტა ხანში წამოსვლა გადავწყვიტეთ. გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია, სიჩუმით ვტკბებოდით, წყნარი მუსიკა იყო ჩართული, ცაზე რამოდენიმე ვარსკვლავი უკვე  გამოჩენილიყო. ვუყურებდი ცას და ვერ  ვიჯერებდი, ნუთუ დრო  ასე მალე გავიდა? გარემო საოცრად ლამაზი იყო, მზე ჩადიოდა, ხოლო მთვარე მის ადგილს იკავებდა, რათა ღამე გაეთენებინა. მალევე ჩემს სახლამდეც  მივედით, მანქანიდან გადმოვედით , მეც და ჰარიც.
-კარებამდე მიგაცილებ_ მითხრა და გამიღიმა, ახლა კი ორივე კარების წინ ვდგავართ.
- კარგი დღე  იყო_ დაიწყო ჰარიმ.
-მართლაც რომ შესანიშნავი დღე იყო, თან არც გვიჩხუბია._ ვუთხარი და გავუღიმე.
-კარგი და მოულოდნელობით აღსავსე დღე._ დაამატა ჰარიმ
-ხო მაგ მოულოდნელობამ კინაღამ ნაილი დაახრჩო_ ჰარიმ სიცილი დაიწყო. ბოლოს   როცა სათქმელი არაფერი გვქონდა უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით. როდესაც ჰარი მომიახლოვდა   მისი სახე ჩემთან ძალიან ახლოს იყო, დავიბენი, გული გასკდომაზე მქონდა, არ ვიცოდი სად წავსულიყავი და უცებ...

In anticipation of the new/ ახლის მოლოდინში 💛Where stories live. Discover now